ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით) ; უყურეთ დასკვნები გამოიტანეთ რა ხდება ზოგადად ქართულ ფეხბურთში.
jorj
13 ნოემბერი 2020 15:19
2
ვისაც არ უნდა დავაბრალოთ აზრი.დაბალო დონის ფეხბურთელები გვყავს მარტო თამაშობდნენ ოქრუაშვილი და ყაზაიშვილი თავისთვის მატაობდენ ვისი იმედის მეგონა მეკნებოდა
Exxx
13 ნოემბერი 2020 15:01
2
წუხელ საუკუნე განსასვენებელი ჰპოვა ქართულმა ფეხმბურთმა და სამუდამოდ დაღამდა საქართველოში, დიდი მწუხარებით გისამძიმრებთ ჩემო მრავალ ჭირნახულო ქართველებო!
T.q
13 ნოემბერი 2020 14:52
3
ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ,დაბრუნდა სრული სვლით ძველი დრო,აქანა ძმაო მთავარია გაგება,ნუ ბლატაობ შე ჩმორო(სოსო ჯაჭვლიანის ლექსიკიდან და გაგებიდან),ეს შპანა ნახე(კახი კალაძე),ჩვენთან ნათესაობას და ნაცნობ- მეგობრობას ხომ ვერ მოვშლით(ბიძინა).სხვათაშორის,კალამ უკვე მოაკეთილპირკეთა გამოსაქანებელი მთაწმინდაზე.
სახეზეა ქართული საზოგადოების სრული დეგრადაცია და დაავადება ნეპოტიზმითა და უსამართლობით,მჩაგვრელებითა და დაჩაგრულებით,აქედან გამომდინარე ერთმანეთის სიძულვილითა და მტრობით.სპორტში ნეპოტიზმი ეს ხომ სრული ტრაგიკომედიაა.ავადმყოფი რომ განკურნოს ექიმმა ჯერ დიაგნოზი უნდა დასვას.დაგვისვა კიდეც ჰოლანდიელმა სპეციალისტმა იოჰან ბოსკამპმა როცა თქვა ჯორჯიან მენტალიტეტ დებილო,მაგრამ ვის ესმის.
გია
13 ნოემბერი 2020 14:47
2

ჭიდაობაა ქართული სპორტი მაგითი იცნობენ საქარტველოს ბევრ ქვეყანაში შეწყდეს ფეხბურთის დაფინანსება დააფინანსეტ თავისუფალი ჭიდაობა და ძიუდო
KIKI
13 ნოემბერი 2020 14:22
3
კალაძეს შვილს რატომ არ უწერენ ჯარიმას?თუ ხალხს არაფრახ აგდებენ..აი ასეთი ხალხი არის დღეს მთავრობაში რომლდბიც არას დაეძებენ კანონს და ხალხს..ან დრის კალაძეს ოჯახის წევრი ხსლხზე დაუნახავებს და უმადურებს იძახის..ეს არის კალაძეს სახე..რაც შეეხება კობიაშვილს და ფედერაციის ხემძღვანელებს უნდა ნახოთ რა ხელფასები ქონიათ
მერია
13 ნოემბერი 2020 14:07
2
წუხელ,შეგნებულად არაფრი დავწერე,დაველოდე რეაქციებს და ისევ განმეორდა კარგად ნაცნობი სურათი.როგორც კი წავაგებთ,გამოიშლება ყვავყორანთა გუნდი და დაეხვევა დაცემულს.ცდილობენ სხვებზე მაგრად ჩასცხონ დაცემულს,გაანადგურონ,მიწაში ჩადონ...რა,არ ვიცოდით,რომ ნაკრების წარმატებები,ახალგაზრდა,ნიჭიერი შემტევი ბიჭების გამოჩენით იყო განპირობებული?რომ ყოველი მომდევნო შეხვედრა,სულ უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ გვექნებოდა და გაგვიჭირდებოდა?მაკედონიას ამ შემოდგომით,ორჯერ ვეთამაშეთ და ორივეჯერ შეძლეს,წაგებული მატჩის ხსნა,ბოლომდე აღარ გვეყო ძალები.ამ თამაშისთვის კი,მათ გუნდის ერთ ერთი ლიდერი,ელმასი დაუბრუნდათ.ჩვენ?ჩვენ გუნდის ერთერთი ლიდერი და რეალურად,საუკეთესო თავდამსხმელი დავკარგეთ,მარჯვენა ფლანგზე,მის შემცვლელთან ერთად.შენგელიას ძალა,მე მგონი ყველამ კარგად დაინახა.ბიჭებს რომ დაეძგერეთ,ვინმემ დაზოგა თავი?ბოლომდე დაიხარჯნენ ბიჭები და დასასრულისათვის ძალები აღარ ეყოთ.არც ეს იყო მოულოდნელი,რადგან ბოლო წუთებში ყველა მეტოქესთან გვიჭირდა და თანაც,მატჩის წინ გუნდის ლიდერის გამოკლება,ბიჭების მორალურ მდგომარეობაზე ცუდად რომ იმოქმედებდა,ძნელი მისახვედრი იყო?რაც აქამდე ვილაპარაკე,ეს მხოლოდ ფეხბურთელებს ეხებათ და მორჩით წივილ კივილს,წადით ფეხბურთიდანო.ფეხბურთიდან თქვენისთანა ვაი გულშემატკივრები უნდა წავიდნენ.გუნდს,ამ ხუთ დღეში კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში აქვთ ჩასატარებელი და თქვენი გადამკიდე,თამაშზე უარიც რომ თქვან,არ გამიკვირდება.თქვენ რა, ტოტალიზატორის ფანჯრიდან რომ უყურებთ ყველაფერს,ჰკითხეთ იმ ბიჭებს,რამდენი ოფლი და ტკივილი გადაიტანეს,გუნდის ფინალამდე მისაყვანად?თქვენ მათზე მეტად გსურდათ გამარჯვება?მოაშორეთ რაგბი!მოაშორეთ ფეხბურთი!მოაშორეთ კალათბურთი!მოაშორეთ ჭიდაობა!იქნებ თქვენ თვითონ მოშორდეთ სპორტს?თქვენც დაისვენებთ და ისინიც.ორიდან ერთი გუნდი უნდა გასულიყო და იმ მომენტში უფრო ძლიერი გავიდა.ტყუილად არ თამაშობენ მათი ფეხბურთელები უფრო ძლიერ ლიგებში და მათი ფასიც ჩვენზე საგრძნობლად მაღალია.პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები და ვერ გავიტანეთ,მაგრამ მეორე ტაიმში,ჩვენ უკვე შანსი აღარ გვქონდა.დაღლილობა თავისას შვრებოდა,ვაისი კი ტრადიციულად ბოლო წუთებამდე ჭიმავდა შეცვლებს.დავითაშვილს ვერ ენდო,არა და დრიბლიორი კაცი გვჭირდებოდა სული მწარით.არც ის არის გამტანი,მაგრამ დაცვაში არეულობას შეიტანდა და ყაზაიშვილზე და გვილიაზე,რომლებიც ვერ იყვნენ ფორმაში,მეტს გააკეთებდა.მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე აშკარად ჩანდა,რომ ორთაბრძოლების წაგება დავიწყეთ და ახალი სისხლი იყო საჭირო,მაგრამ არ ქნა ვაისმა,რჯულს არ უღალატა და უკვე უაზრო რომ გახდა შეცვლები,მაშინ გააკეთა.თამაშის ბედი,საბოლოოდ მაინც,ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა და ამ თამაშში ასეთები,მეტოქეს უფრო ბევრი ჰყავდა.სულ ეგ არის.ხვიჩა რომ გვყოლოდა,დარწმუნებული ვარ,ჩვენი თამაში გაცილებით მწყობრი იქნებოდა,რადგან შეტევას მიმართულება მიეცემოდა,ასე კი ისევ ის ძველი ნაკრები ვიხილეთ,თავს რომ არ იზოგავს,მაგრამ გატანა არ შეუძლია.ასე რომ მორჩით გინებას და საყვედურებს,ფეხბურთელების მიმართ.რეალურად შეხედეთ მოვლენებს და იმასაც,ორ დღეში ისევ თამაში რომ გვაქვს,და რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ბ ჯგუფში გადასვლის ამოცანა.ძნელია.ძალიან ძნელია ასეთი იმედგაცრუების შემდეგ,კვლავ გასვლა და დიდი ანგარიშით გამარჯვებაზე თამაში.თანაც მწვრთნელიც გადადგა(ან ეგ,როგორ შეიძლებოდა და ან,ამ, ვითომ ჟურნალისტების პროტესტი რა იყო),მაგრამ ბიჭებმა ძალა უნდა მოიკრიფონ და იქ მაინც აჯობონ მაკედონიელებს.ეგ ამოცანა,მგონი ყველამ დაივიწყა,ან კიდევ ფეხებზე დაიკიდა.მწვრთნელმაც,გულშემატკივარმაც ,ჟურნალისტებმაც და იმედი მაქვს,ფეხბურთელებს მაინც ახსოვთ.თუმცა ამ მდგომარეობაში კიდევ ექნებათ თუ არა თამაშის ჟინი,ეგაა საკითხავი.რაც მოხდა,იმას ვეღარაფერს ვუშველით,უნდა სასწრაფოდ დავივიწყოთ და ამ ორი თამაშისთვის მოვემზადოთ.ორივე თამაში აუცილებლად მოსაგებია და თანაც,მაკედონიელებზე,სამით მეტი ბურთი გვაქვს გასატანი.არც ის ვიცი,ვინ უხელმძღვანელებს ამ თამაშებზე ნაკრებს,მაგრამ თუ ვერც მაგ მიზანს მივაღწიეთ,მაშინ უნდა ვაღიაროთ,რომ დღეს,მაკედონია ჩვენზე ძლიერი გუნდი ყოფილა
სოსო
13 ნოემბერი 2020 13:51
21
ოეეეე ფედერაცია ხართ თუ რაღაცა!!! გამოდით ბიჭო ან პრესკონფერენცია დანიშნეთ, ჩვეულებრივი ამბავი მოხდა გუშინ?! რაღაცა კომენტარი მაინც გააკეთეთ!!! დიადო ვეტერანებო აბა ყველანი სოროებში, ხმა არ ამოიღოთ ვინმეს არ ეწყინოს!!!
$$$
13 ნოემბერი 2020 13:48
2
იყო საუბარი აი გავალთ ევროპაზე და ჩაიდება ინვესტიციები გაიზრდება მოთხონა ჩვენს ფეხბურთელებზე ავშენდებით და ა.შ.
ეხლა გამწარებულები რა სიტყვებით და ვისზე გადაბრალებით ვიწყნარებთ თავს.ზოგს ვაისის კვალიფიკაციაა აეჭვებს ზოგს ფეხბურთელების.
ზოგსაც ორივესი. მე პირადად მერე მგონია.
1.თუ მწვრთნელი სუსტია თქვე დაალოცვილებო ერთი თამაში როგორ ვერ აიღეთ თქვენს თავზე. ერთი თამაში!! თუ ზედმიწევნით ასრულებთ მუდმივად დავალებებს?
2.თუ ფეხბურთელებია სუსტი ვაისი რა შუაშია?
3. თუ ორივე სუსტია მაშინ რა გვინდა ევროპაზე და რაზე გვაქვს პრეტენზია?
ისე რამდენიმე დღის წინ ერთმა ჟურნალისტმა დაწერა თუ არ წაგვაგებინეს მოვიგებთო)).ფეხბურთის მამათმავლებს ერთი ელმასის ნახვა ურჩევნიათ ევროპაზე ვიდრე ოქრი ვაკო და ა.შ. ერთად აღებული.ამიტომაც არ იყო გულშემატკივრი სტადიონზე-აგრესია აირიდეს.ასეც რო არ იყოს ჩვენზე მეტად უნდოდა პანდევს რომელიც ლურსმნებს გაიყოლებს ევროპაზე და იქვე ჩამოკიდებს თუ რა თქმა უნდა იცოცხლა. უნდოდადა უნდოდათ იმიტომ რო იცოდნენ შეძლებდნენ იცოდნენ რო ქონდათ ტრაკი.ამათ კიდე უნდოდათ მარა არ ქონდათ და არც ექნებათ!კარიერის ერთი თამაშის მოგებას უნდა გამართლება და ტრაკი.გაუმართლათ რო შეხვდათ მაკედონის მარა...
ბოლოს ფეხბურთს თამაშობენ კაცები! რომლებსაც ხვეწნა და მოწოდებები არ ჭირდებათ მოგებაზე და ისტორიების შეხსენებაზე.დანარჩენებს უნდა მოსთხოვო პასუხი რომელიც სუ ბოლოს დინამოდან უნდა დაგვეწყო მარა ყველამ მიივიწყაა უნდა მოთხოვო ზუსტად პირდაპირი მნიშვნელობით რადგან 10000 ობით ხელფასი ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ქონდეთ და თუ აქვთ მშიერი ხალხს ერთი თამაში აჩუქონ!! გუშინ ფარერების ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ხელბურთელს.
wbc
13 ნოემბერი 2020 13:43
1
გავიგეთ რომ ვაისი მიდის.
ამხელა მნიშვნელობის მატჩი წავაგეთ!!!
სადაა ან კაპიტანი,ან ვიცე კაპიტანი, ან ფედერაცია?
სათქმელს არ გვეტყვიან? არ მართებთ ახსნა განმარტება?
მარტო ბოდიში არ შველის ამ ამბავს

არდილეს
13 ნოემბერი 2020 13:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული