ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
ასეთი იმედგაცრუებული ცხოვრების მანძილზე არ ვყოფილვარ. გუშინ კვარაცხელიას და შენგელიას ამბავი რომ გავიგე, ელდა მეცა, იმედი შემერყა. მაგრამ ვიფიქრე, ჩაკვეს, კიტეიშვილის, კვარას მაგივრადაც თავს შეაკლავენ თქო. სამწუხაროდ ომი ვერ ვნახე, პატარა ბრძოლა იყო. მაგრამ არ ყოფილა არცერთი მომენტი, რომ გეთქვა - ნახე, თავი შეაკლაო. ან გადაიწვენ თამაშამდე, ან... არც არაფერი. საერთოდ თამაში არ იციან, ამას ხომ ვერ დაწერ. მაკედონიაა სასწაული გუნდი, ესეც ტყუილია. 5 ტაიმი ვაჯობეთ. თუმცა მთავარი, ბოლო, მე-6 ტაიმში, როცა ყველაფერი წყდებოდა მაშინ დაგვჩაგრეს. ასე რომ, ჩემი აზრით, ვერ გაუძლეს დაძაბულობას. და ამ დროს იყო საჭირო ეგრძნოთ მხარდაჭერა! აი აქ იყო საჭირო ტრიბუნებზე ხალხი. აი მაშინ შემოვატრიალებდით თამაშს. ერთი ვერ გავიგე, ეს მსუქანი ქალი რატომ უნდა წყვეტდეს გულშემატკივრის თამაშზე დაშვება არ დაშვების საკითხს? ა? გინდ პრემიერის მოადგილე იყავი, გინდ მინისტრი და გინდ დამლაგებელი. შენი უვიცობის გამო წაგებულია ეს ფინალი. მე თუ მკითხავთ, გუნდი კი არ უნდა დაიშალოს (რასაც ზევით წერს მრავალი), ვაისის წასვლა კი არ უნდა მოვითხოვოთ (ის ისედაც მიდის, გარკვევით თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე), კობიაშვილის გადადგომა კი არ უშველის საქმეს, ეს მსუქანი უნდა გადადგეს მინისტრის პოსტიდან. გთხოვთ დაბეჭდოთ. ხელს ვაწერ: ალექსანდრე ფაჩუაშვილი.
alexandre
13 ნოემბერი 2020 00:33
3
მე "ბ" დივიზიონიც მეცოტავება!!! მხოლოდ "ა"-შია ჩვენი ადგილი!
rigiti
12 ნოემბერი 2020 23:58
1
პირველ რიგში კობიაშვილია გასაშვები ამდენი წელი ვაისის დონეზე რომ აზროვნებდა და სანამ ურემი არ გადაბრუნდა...(ან შეიძლება ვერც ეხლა ვერ მოვიდეს აზრზე)..
ზურა
12 ნოემბერი 2020 23:48
1
ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და კვარაცხელია მეცოდებიან. ვაისი არის არაადეკვატური და მშიშარზა მწვრთნელი 80 წუთი შეცვლის გარეშე ითამაშა. გაუშვით და მოიყვანეთ არველაძე. მაქსიმუმ ვატო დაამატოს ეგ იქნება და ეგ.
David
12 ნოემბერი 2020 23:37
0
90 წუთზე ცვლილებებს აკეთებენ როცა დრო გაყავთ, ეს ვაისი ვერაა. კობიაშვილს კი არ სცალია.
გია
12 ნოემბერი 2020 23:31
0
ყველამ ჩააგდო ეს თამაში. უკლებლივ. ამას არ ქვია გუნდი. აუტის მიწოდება არ ვიცით ელემენტარული.
P.S მთავარი მწვრთნელის დანიშნულება გამაგებინა ნეტა ჩვენს ფეხბურთში და მერე მომკლა.
IMERELI
12 ნოემბერი 2020 23:17
2
შოკში ვარ
გიო 111
12 ნოემბერი 2020 23:05
5
უთამაშებელი ფეხბურთელებით რო გინდა ევროპაზე გასვლა მაგარია :D არცერთ ჭკუათმყოფელ მწვრთნელს არ მოუვიდოდა აზრად ამდენი უთამაშებელი ფეხბურთელის ერთად დაყენება ვაკოს კაშოს და პაპუნას ვგულისხმობ
ჰაჰაჰა
12 ნოემბერი 2020 23:14
0
რას ელოდი ბიძიკო შენი 20 წუთიანი გუნდით? მასტერკლასი ჩაგიტარათ და გავიდნენ ფინალურ ეტაპზე
ioska
12 ნოემბერი 2020 23:13
0
ყველა გამოხმაურება
1. არ გვყავს სათანადო დონის ფეხბურთელები;
2. ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია ნეპოტიზმით;
3. ხელშეუხებელია უფროსი თაობა და ფედერაციის მენეჯმენტის საძმაკაცო;
4. ჩვენმა ფეხბურთელებმა ვერ ან არ ითამაშეს (უფრო "არ" და ამის თქმის საბაბს თამაშის ხარისხი იძლევა);
5. თამაში იყო ყველაზე ცუდი ვაისის კარიერაში;
6. ვაისი ან სულელია,ან მისი ქმედებები ვიღაცას ან/და რაღაცას ემსახურებოდა;
7. არ ათამაშეს ორივე ფლანგის საუკეთესო შემტევი (ლოგიკურად ვინც მათთან კავშირში იყო, რამდენიმეს მაინც ხომ უნდა აღმოაჩნდეს ვირუსი შემდგომში. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს "სამი მუშკეტერი". თუ არა, მაშინ?);
8. სტადიონზე არ იყო მაყურებელი, სამაგიეროდ იყო კალაძე და კობიაშვილი. წინა დროს ან სტადიონზე ჩატარდებოდა თამაში, ან შეზღუდვის შემთხვევაში დიდ ეკრანზე უყურებდა ხალხი და ხელისუფალი;
9. გულშემატკივარი დააჯარიმეს შეზღუდვის წესების დარღვევისათვის. მესმის, რომ კანონს უნდა ემორჩილებოდეს და ემსახურებოდეს ყველა, მაგრამ გამონაკლისი ხომ შეიძლებოდა, თუ 10 საათის მერე კორონა უფრო მძლავრობს და საშიშია. 10 საათამდე ხომ იყვნენ შეკრებილები;
10. თავმოყვარე კაცი დატოვებდა ფეხბურთის ფედერაციას. მენეჯმეტზე მაქვს საუბარი;
11. ოქრიაშვილმა მისი ბოდიში გაიკეთოს ერთ ადგილას და გაუკეთოს სხვებსაც (იმედია არ დაბლოკავთ ამის გამო. ჩავიჯ..თ უხამსობაა, ვინც არ უნდა თქვას და რა ემოციით);
12. მაკედონია მოვიდა, გვნახა, გაიმარჯვა, ბევრი იბლატავა, იტრაბახა, შეგვისრულა და წავიდა. ყველა გულშემატკივარი გულგატეხილია. მნიშვნელობა არ აქვს, ვის და რას დავაბრალებთ, მაგრამ ფეხბურთის თამაშსაც, ჩემი აზრით, თავისი ასაკი და დრო აქვს;
13. საინტერესოა, ვაისი ერთპიროვნულად იღებდა შემადგენლობის დაყენების გადაწყვეტილებას? კონსულტანტი არ ჰყავდა ვინმე? ჩვენი სპორტული ჟურნალისტები, მე მგონი, უფრო მაგარ შემადგენლობას დააყენებდა;
14. ამ შემადგენლობით ვაპირებდით მოგებას?
15. რომ ვამბობდი, მაკედონიასთან ხუმრობა არ შეიძლება, ჰოპლა მერე დავიძახოთ, რომ გადავხტებით მეთქი, ლამის ჯვარზე გამაკარით. მოგვიგეს ევროპული წესრიგით, ევროპული მიდგომით საქმისადმი;
16. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას და გვქონდეს მომავლის იმედი, ჩვენი ფეხბურთელების და არა მენეჯმენტის და აფერისტი აგენტების, რუსულ, ყაზახურ და სხვა პოსტსაბჭოთა ლიგას რომ ვერ გააცილებს ნიჭიერი ფეხბურთელები.
გიო
13 ნოემბერი 2020 10:58
4
ერთი დისლაიქის განმარტებას ველოდები დასაბუთებით, რაში არ მეთანხმება. მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აზრი მაინტერესებს და თუ ლოგიკურია, გავიზიარებ.
პ.ს. ისე, თამაშზე დასწრება ჩემს ბავშვებსაც უნდოდათ!
გიო
13 ნოემბერი 2020 11:44
1
1.ფედერაციის პრეზიდენტი არ უნდა ინიშნებოდეს პარტიული ნიშნით.
DART
13 ნოემბერი 2020 14:12
1
მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ ვაისი დებილი არაა... დღევანდელი ტაქტიკა შემადგენლობა უთამაშებელი ფეხბურთელები ვაკო კაშია მერე პაპუნა... ზურიკოს და საბას არ შემოყვანა.. გუშინ კვარას და შენგოს ამბავი... უნდა გამოიძიონ ეს საქმე აშკარად ძალით არის თამაში ჩაგდებული..... გვყავს მთავრობა? ვინ გამოიძიებს???? კვარას შეეწირა შენგელია ერთ ოთახში იყვნენ და ვინუჟდენი შენგელიაც მოყვა.... მე ვიცი რო ყაზაიშვილმაც დიდი დრო დაჰყო კვარასთან და ლუბიმჩიკას რატო არ გადაედო?
ვატო
13 ნოემბერი 2020 01:34
10
საერთოდ გასაუქმებელია ფეხბურთის ფედერაცია თავისი მწოველი პრეზიდენტითურთ პირველ რიგში. ამხელა ფულებს რომ იღებთ და ნახევარს ჯიბეში იდებთ, მოვა ვიღაცა ახალი შეჭამს ფულს და მიდიიიიიიიიიი. ბავშვთა ფეხბურთი ფეხზე გკიდიათ, მარტო იმაზე ფიქრობთ რა მომენტში ჩახსნათ ფული ყველა ფედერაციის ე.წ. შეფი, გაიხადეთ მეწველ ძროხად, ფეხბურთის თამაში ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს, ვერ ხედავთ, რომ რაც გვყავს უვარგისია???????????????????????????????????????????
??????????????????????????????????????????????????????????????????/
12 ნოემბერი 2020 23:47
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული