ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა და დავრჩით ევრო 2020-ის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მისთვის ტრადიციული  ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია და ის სასტარტო შემადგენლობა დააყენა, რომელსაც სიტუაციიდან გამომდინარე ველოდით. დებიუტში ბურთს უფრო ჩვენი გუნდი აკონტროლებდა, თუმცა სახიფათო მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაში თვალსასეირო არ გახლდათ. პირველად მასპინძლებმა მეტოქის კარში 28-ე წუთზე დაარტყეს - ოქრიაშვილს დიმიტრიევსკიმ აუღო. შემდეგ ისევ თორნიკემ შეუტია სახიფათოდ და ოდნავ ააცილა მიზანს. მერე ყაზაიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ბოლო მომენტში
მცველმა აართვა ბურთი. 33-ე წუთზე პანდევის თავური ლორიამ მოიგერია.

მეორე ტაიმი მაკედონიამ აქტიურად დაიწყო და ნესტოროვსკის პასით პანდევმა ანგარიში გახსნა. „ჯვაროსნები“ ბურთს ვერ აკონტროლებდა, თამაშის გამწვავებას ვერ ახერხებდა, მოწინააღმდეგეს კი სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდა და ელმასმა ბურთი კარს ააცილა. მოკლედ, თამაში ვიზავისთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ვაღიაროთ, მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენმა გუნდმა კი უსუსურად ითამაშა და მთელი ნაშრომი წყალში გადაყარა. ეს იყო უკანასკნელ წლებში ვაისის გუნდის ყველაზე უარესი მატჩი.

თბილისი. "დინამო არენა"
საქართველო - ჩრდ. მაკედონია 0:1
გოლი: პანდევი (56)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია (ჯიღაური 88), დვალი (ხოჭოლავა 90+1), კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (პაპუნაშვილი 81), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (დავითაშვილი 90+1), კაჭარავა (ლობჯანიძე 81)

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ბეიტულაი, ალიოსკი, ნიკოლოვი (კოსტადინოვი 84), ადემი (სპიროვსკი 67), რისტოვსკი (ზაიკოვი 89), ელმასი, პანდევი, ნესტოროვსკი
მკითხველის კომენტარები / 319 /
სამწუხაროა, მაგრამ მაკედონიამ კლასით გვაჯობა, ძალიან მარტივი და უბრალო კლასით... ჩვენ ვითომ კლასიანები, ვითომ ტექნიკიანები, ვითომ ლიდერები რაღაცას ვფაფხურობთ, ვფაფხურობთ და მაინც უფრო უკლასო და უტექნიკო გუნდი უფრო მარტივი და სწორხაზოვანი თამაშით ყოველთვის გვჯობნის. რომ არა ჩაკვეტაძე და კვარაცხელია დარწმუნებული ვარ იმ თამაშებსაც ვერ მოვიგებდით.
წყალწაღებული
13 ნოემბერი 2020 00:22
0
ვაისი კიდევ იძახის ორი მატჩი და წავალო - ჩვენი ქოცებივით არის, წასვლა არ უნდ მაინც და მაინც...
ღირსნი
13 ნოემბერი 2020 00:21
5
არაა გამორიცხული ვაისი მაკედონიელებთან გარიგებული იყოს. დიდ ღალატს შეიძლება ქონდეს ადგილი. გამოსაძიებელია. შეცვლების ამბავი მეტყველებს მაგაზე
bacho
13 ნოემბერი 2020 00:20
11
გაუმარჯოთ ჩვენს ძიუდოისტებს!! და ყველა სპორცმენს ვინც საქართველოს ასახელებს!! ფეხბურთელები კი არ ვიტყვი დამბლოკავენ? კვარას და ჩაკვეტაძეს დავითაშვილს და შენგელიას არ ეხებათ!!
esea es
13 ნოემბერი 2020 00:17
4
დავითაშვილმა რომელიც 92 წუთზე გამოიყვანა ერთხელ მიიღო ბურთი გამწვავებაზეე წავიდა, ჯარიმა აიკიდა და გიჟივით იყო. ასეთი ფეხბურთელი სკამზე არ უნდა ჰყოლოდა ...
სიმართლე!
13 ნოემბერი 2020 00:17
0
ეეჰ , კიდევ ერთი გამარჯვება გავუშვით ხელიდან (?!) და რატომ ვერ-არ ვახერხებთ გადამწყვეტ მომენტებში გამარჯვებას -მასზე უნდა იმსჯელოს, იაზროვნოს და გამოასწოროს ერმა, თორემ ვრჩებით ასე ხელმოცარულები ძლიერი შემართებით დაწყებული საქმიდან და ვტრიალებთ და ვართ ერთ წრეზე... - ჩემი აზრით ფეხბურთში - სანამ ა რ ავიღებთ ორიენტირებას- გადავერთვებით ს წ რ ა ფ, აგრესიულ, მუდმივი პრესინგით - შემტევ ფეხბურთზე (ტექნიკა არასოდეს დაიკარგება), მანამ რეალურ-მყარ წარმატებას -ვ ე რ მივაღწევთ (მგონი დაგვავიწყდა პაიჭაძე, მესხი, შენგელია, გუცაევი, დარასელიას ს წ რ ა ფ ი გასვლები), სწრაფი-პრესიგით თამაშს- ჭ ი რ დ ე ბ ა კარგი-ძლიერი ფიზიკური მომზადება, ძლიერი ფიზიკური მომზადებისათვის ძლიერი სტიმული, ძლიერი სტიმულისათვის -ბავშვობიდან ინდივიდუალად -ფიზიკურად ძლიერი-სწრაფი ფეხბურთით აღზრდა- ე რ ო ვ ნ უ ლ ი ჩემპიონატების კონკურენტული შექმნა -დიდი ფინანსების ჩადება, ეროვნული ჩემპიონატების გაძლიერებისათვის (ყველა სფეროში)- უ პ ი რ ა ტ ე ს ა დ ხალხის, მოქალაქეების (საიდანაც ყ ვ ე ლ ა სპორტსმენი იღებს ძლიერ ე ნ ე რ გ ი ა ს -სტიმულს) ფინანსური -სოციალური მდგომარეობის სერიოზულად გაუმჯობესება, რომ თამაშის დასწრებისათვის 20 ევროს მაინც დაუფიქრებლად იხდიდეს, მისთვის ს ა ჭ ი რ ო ა -ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება -განმტკიცება, ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს განვითარება - განმტკიცებისათვის ს ა ჭ ი რ ო ა -თანამედროვე დემოკრატიულ -სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, ანუ კანონის უზენაესობის დამკვიდრება -ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი გარემო- წესრიგის შექმნა - განმტკიცება ... მისთვის გამოცდილი დასავლეთის გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა, ეკონომიკურ -ფინანსური პოლიტიკური მხარდაჭერა, მისთვის პროგრესულ დასავლეთთან ს ტ რ ა ტ ე გ ი უ ლ ი პარტნიორობა ... მოკლედ- რომ არ გვინდოდეს- ყოველივე მაინც პოლიტიკაზე - სახელმწიფოს სიმტკიცეზე-ეკონომიკურ მდგომარეობაზე არის დამოკიდებული. აქ მაკედონიამ რით მოგვიგო (?!)- მეტად პროფესიონალურად,ფიზიკურად კარგად არიან მომზადებული,ემოციების გარეშე ითამაშეს და როგორც კი სისწრაფეს მოუმატებდნენ - აშკარად ვთმობდით პოზიციებს...
გლახუნა
13 ნოემბერი 2020 00:16
13
გსიამოვნებს რომ ვერ გიტანენ?
: )))))))
13 ნოემბერი 2020 11:49
0
გაა.....ვი ვაისივით რა! უთავმოყვარეო ნაცო! აქ ფეხბურთზეა საუბარი და არა პოლიტიკაზე რაც შენ ყველაზე უფრო არ გესმის!
დავით 67
13 ნოემბერი 2020 01:24
3
და როდის უნდა გამოფხიზლდეთ ხალხო? რა ფეხბურთი? აბა ბეხბურთი? არ არის ღირსი არაფრის ის ერი რომელიც ამდენ მარაზმს ასე ითმენს უკვე უსირცხვილოდ. თვითონ მოეთრნენ ოჯახსბით ფეხბურთს უყურეს და ხალხს ჯარიმებს უწერენ გარეთ. ვერ ხვდებით რომ მონობა ეს და კონცლაგერი ? აზრზე მოდით რას გვიშვრებიან ხალხს ეს ვირთხები
ვაკო
13 ნოემბერი 2020 00:16
7
დედას ვფიცავარ თუ მეყურებინოს, მაგის ნერვები სადა მაქვს, ვიცოდი რომ წავაგებდით ამათ ხელში...მეყომარა მაინც ტოტალიზატორში მაგრამ ამის ხალისიც აღარ დამიტოვეს ...
საბა
13 ნოემბერი 2020 00:15
9
56-ე წუთზე გოლს უშვებ, რამდენიმე წუთი ხედავ საერთოდ, საერთოდ, საერთოდ!!! ვერაფერს ქმნი და პირიქით გიტევენ კიდევ...ამის მიუხედავად პირველი შეცვლა 80-ე წუთზე კეთდება...

აი ვინმე სპეციალისტმა ახსნას რა ლოგიკა და ჯადოქრობაა ასეთ გადაწყვეტილებაში????
sormona
13 ნოემბერი 2020 00:12
1
ასეთ კომენტარზე ბელორუსთან 79 დისლაიქი დამიწერეს
რაგბის ფანი
13 ნოემბერი 2020 00:49
1
ბიჭოს! ორი წლის წინ ვწერდი მაგას და რატო არავის გესმოდათ მაგის დედა ვატირე
Bs
13 ნოემბერი 2020 00:18
0
მოგვიგეს სამწუხაროდ :( ერთი მომენტი არ გვქონია მთელ თამაშსი.....მაკედონიას წარმატებები ევროპაზე
L.J.
13 ნოემბერი 2020 00:10
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული