ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
უნგრეთის მეკარეს დაჭერილი ბურთი გაუვარდა ხელიდან მაგრამ ბოლო 5 წუთში მოიგეს თამაში. თუ არ იომე ვერ მოიგებ. ჯარიმას ვერ ვურტყამთ, კუთხურს ვერ ვაწოდებთ, კაცს ვერ ვატყუებთ,გამოდგებულ ბურთს სტადიონს ვაცილებთ, კარგ ნორმალურ პასს ვერ ვაკეთებთ და როგორ მოიგებ თამაშს ასე არ ვიცი. კლასი უნდა გვქონდეს კლასი. კლასი არის ტოპ ლიგებში. სადაც ვთამაშობთ ის კლასი არაა საკმარისი. შეცვლები ხო საერთოდ ტრაგედია იყო ამ კაცისთვის ამოიჩემებდა ერთი და იგივე შემადგენლობას და მორჩა, ხოჭოლავა და დავითაშვილი უნდა გამოსულიყო მე-60 წუთზე. 90-ზე მესი და რონალო ვერ გვიშველიდა ერთად.
777
13 ნოემბერი 2020 16:05
0
და რა შუაშია ვაისის პროტესტი ან რა პროტესტი ერთი გონიერი კაცი როგორ არაა რო კითხვის დასმა არ მოუნდა თუ კითხვები არ გქონდათ?
სანდრო
13 ნოემბერი 2020 13:32
0
მხოლოდ ჩემი პირადი აზრია ეს ვფიქრობ რომ ეს თამაში იყო გაყიდული მე ვერავის დავადანაშაულებ მაგრამ ჩემი აზრით თამაში გაიყიდა.
გიო
13 ნოემბერი 2020 13:00
17
მერედა კარგი ქენით?! თქვენ გგონიათ პროტესტი გააკეთებს საქმეს? თქვენ გგონიათ იმ ბიჭებისთვის ვინც გუშინ მინდორზე იდგა ეს წაგება მძიმე არ არის?! მიცვალებულის დაკრძალვაზე მინახავს, ვითომ ჭირისუფლები რომ დათვრებიან და გაძღებიან, და სამ კაცს შეატოვებენ კუბოს!!!!
ალექსი
13 ნოემბერი 2020 11:43
1
ხოჭოლავა არის აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო გუნდის,"შახტარის" ძირითადის ფეხბურთელი,როგორ შეიძლება ის სკამზე დატოვო და უთამაშებელი,ფორმისგან შორს მყოფი კაშია დააყენო,ან კიდევ როცა შეტევითი პოტენციალი ისედაც ცოტა დარჩა კვარას გამოკლებით,ზუკა დავითაშვილის სკამზე დატოვება არ მესმის.
მე როგორც ერთი რიგითი გულშემატკივარი,ვეწინააღმდეგები ცხადაძის ნაკრებში მოწვევას,თუ მანდამაინც ქართველ მწვრთნელზე იქნება აქცენტი შოთა არველაძე საუკეთესო ვარიანტი იქნება,მეორე საკითხია დათანხმდება თუ არა შეთავაზებას.
სიმართლე
13 ნოემბერი 2020 11:41
2
დამარცხებულზე გადავლა მაგრად იცით, მხარდაჭერა? ერთხელ მაინც რომელიმე დამარცხებულზე მხარდამჭერი სტატია დაგიბეჭდავთ ოდესმე?! მოხდა ის რომ უბრალოდ უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა, არ გესმით პრობლემის არსი სწორად გულშემატკივრებს, დაგვიანებულმა შეცვლებმა და ვაისის ტაქტიკამ კი არა, საკლუბო ფეხბურთი რომ ფსკერზეა და ფედერაციებსა და კლუბებში რომ კორუფციაა გამეფებული, გაუნათლებელი ტეტიები რომ ავარჯიშებენ ბავშვებს, ამაგის გამო არ ვთამაშობთ ევროპაზე.
Semi
13 ნოემბერი 2020 09:07
5
სტატიის ავტორს: განაგრძეთ ვაკო ყაზაიშვილზე კრიტიკული კომენტარების ბლოკირება და აფარეთ ხელი
არდილეს
13 ნოემბერი 2020 08:15
1
წააგეთ? აბა ჰე, სასწრაფოდ დაიწყეთ ქუჩის აქციები ქართველებო. გაყალბებულია შედეგი! ჩვენ მოვიგეთ და მაგათ გაყალბებით 0:1დაგვიწერეს!! პანდევს საერთოდ არ უთამაშია და გოლი როგორ დაუწერეს?
არ უნდა შეეგუოთ. აბა, შევუტიოთ.
ჰო, უგულავა და კიდე ვინმე ნაცები ჩართეთ ამ პროცესში აუცილებლად. რაც არ უნდა იყოს, გამოცდილი ხალხია.
ბანდა
13 ნოემბერი 2020 06:20
14
გაყიდულია!!!!ეხლა გინდ შაიტანე და გინდ გამაიტანე.მილიონები კი ჩაიდეს მაგრამ სად დახარჯავენ ეს აგარ ვიცი
არაფერი გეშველებათ
13 ნოემბერი 2020 02:09
2
დააბრუნეთ მწვრთნელად ცხადაძე
...
13 ნოემბერი 2020 00:36
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული