ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
პროტესტი აქამდე უნდა გამოგეთქვათ ინტერვიუს რო არ გაძლევდათ ვაისი. ისე მიდის ნაკრებიდან ერთი ექსკლუზივი ვერ გააკეთეთ! არ გრცხვენიათ?
ave
13 ნოემბერი 2020 02:38
0
ვაისი რომ ჩამოიყვანეს, მალევე, რამდენიმე თამაშის მერე დავარქვი კურდღელი და მგონი არც შევმცდარვარ. სულ ვაპროტესტებდი რატომ იძლეოდა ინტერვიუს რუსულად, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის შეურაცყოფა იყო? ჯერ დვალიშვილზე ჩაიციკლა, მერე ამ ამერიკელებზე, საერთოდ, ამხანაგურ შეხვედრაშიც არ უნდა ათამაშო ფეხბურთელი, როცა ფორმაში არაა. გვილია იყო კარგ ფორმაში და მაგასაც კი არაფერი გამოუვიდა. ამ ხნის განმავლობაში ვაისმა არცერთხელ არ აღიარა თავისი შეცდომა ამა თუ იმ შეხვედრაში. ეს მის დაბალ ინტელექტზე მიუთითებს ან უბრალოდ შემოგზავნილია. რბილად რომ ვთქვათ, ტიპიური რუსი ბიდლო-ვანიაა. ამასაც მწვრთნელი უნდა ერქვას და საქართველოზე შეყვარებულ მელიტონასაც? ხოზიკამ რომ გამოგვიცხადა, ვერ დავესწრებოდით თამაშს, მაშინვე გავიფიქრე, რომ ტრიუკები დაიწყეს. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. რეზკად მოქისტეს ხვიჩა და შენგელია. დღეს ვთქვი მე-80 წუთზე გამოუშვებს ზურიკოს-თქო. პირველი ზამენის დრო ზუსტად გამოვიცანი, მაგრამ ზერა რომელიც ორი ტაიმი დაფრინავს როტორში, 90-ზე შემოუშვა. რა უნდოდა ვაკოს მეორე ტაიმში მოედანზე? ან გვილიას? ოქრიც ძალიან იყო დაღლილი უკვე 70-ე წუთისთვის. თევზი თავიდან ყარს. ვის ვგულისხმობ ყველა მიხვდება. ალბათ იმასაც მიხვდებით სად და როგორ დაიგეგმა საქარველოს ნაკრების ვერ გასვლა ევროპაზე. ამიტომაც ბიჭებზე აუგს ვერ ვიტყვი. რა სტრატეგია და ტაქტიკაც დაუსახეს, იმის შესრულებას ცდილობდნენ. სხვათა შორის კარგი მწვრთნელი კარგი ფსიქოლიც უნდა იყოს, მაგალითად ახალკაცის ნაირი. მაშინავ 0-1 ვაგებდით და დიდი ნოდარი სკამიდამაც კი არ წამომდგარა, ისე შემოუტრიალეს ბიჭებმა გერმანელებს თამაში და თასი ავიღეთ. დღეს ვიტალის ტრაგიკულად დაღუპვის დღეა, ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული. ნერვიულობა ეტყობოდათ ბიჭებს და ეს სამწვრთნელო შტაბის ბრალია. ბიჭებს მადლობას ვეტყვი, იმედი მაქვს სომხებს და ესტონეთს უმწვრთნელოდაც მოვუგებთ. აირჩიეთ ჯაბა მოთამაშე-მჭვრთნელად და ამ ორ თამაშში შეცვლებს მაინც გააკეთებს თავის დროზე. საქართველო მტრის ჯინაზე მაინც გაბრწყინდება, ამ ფულის ღორებს რა ეშველებათ, თორემ ხალხი ყველა ვარიანტში გავიხარებთ! სულ მალე კარგი მწვრთნელიც გვეყოლება და ამ ბიჭებით დაკომპლექტებული მოტივირებული ნაკრებიც!
კურდგელი ვაისი და ლენინი მოსკოვიდან
13 ნოემბერი 2020 01:35
3
დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას ., ხალხი როარ დაუშვასტადიონზე და შეაჩერა ეპიდემია....
ვაი თქვენს პატრონს მართლაც ქოციშვილებო.უპირატესობა გვქონდა მხოლოდ ერთი საკუთარი კედლები და გულშემატკივრები , ეს ქოცებმა მოგვისპეს კლასით მაკედონიამ მოგვიგო და დავრცით გულშემატკივრები პირდაგებულები .
მიდო არჩევნებზე შემოხაზე 41 .
იფიქრე ქოცო იფიქრე
Nl
13 ნოემბერი 2020 00:30
8
იქ იყავით და შეკითხვები არ დაუსვით და წამოხვედით? ესე არ შეიძლება. გეკითხათ ყველაფრის შესახებ რის გამოც დღეს გულშემატკივრები ლამის დავიხოცოთ. თუნდაც დაგვიანებული ცვლილებების გამო. ვაისს შეეძლო განწირული კაცის ნაბიჯი გადაედგა და გამოეყენებინა ეს ცვლილებები, როგორც ფერგიუნსონმა 98 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააკეთა და შეიძლებოდა გაგვმართლებოდა, მაგრამ სად იყო იმის გარანტია, რომ მე-60 წუთიდან ცვლილებების განხორციელება ჩვენს გუნდში, უარეს არეულობას არ გამოიწვევდა და მეორე და მესამე გოლს არ მივიღებდით? - ამის შესახებაც მოგეთხოვათ პასუხი. თუ გულშემატკივრებმა ვიმტვრიოთ თავი ამაზე აქ?
P.S
შოტლანდიამ გულშემატკივრების გარეშე სტუმრად 120 წუთი იომა სერბეთის წინააღმდეგ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელთა ფეხბურთელები ყველამ იცით სადაც თამაშობენ, იმ სერბეთის წინააღმდეგ რომელმაც 2 წლის წინ მსოფლიო თასზე იასპარეზა, ეს სერბეთი შოტლანდიელებმა ევროპის ჩემპიონატის მიღმა დატოვეს იმიტომ რომ ი ო მ ე ს ი ო მ ე ს.

გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ კომენტარს.
გულდათუთქული გულშემატკივარი
13 ნოემბერი 2020 17:28
0
მალადეც! მაგრად მოქცეულხართ! კარი ხო გამოიჯახუნეთ!
გოიმი ქვეყნის გოიმი მენტალობის გოიმი ჟურნალისტების გოიმური საქციელი!
თხა და გიგო ქვეყანა. ვერც ხვდებით ვიზე უნდა გაბრაზდეთ და მიზეზები სად ეძებოთ. მასე გააგრძელეთ. არ დაბლოკოთ
ლევანი
13 ნოემბერი 2020 10:29
1
რაც ეს კაცია მწვრთნელი, საქართველოს ნაკრებს ჩავთვალოთ მწვრთნწლი არ ყავდა, კაცმა რომელმაც არ იცის ცვლილების მნიშვნელობა და დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შემოყავს ფეხბურთელი მოვალეობის მოხდის მიზნით, რაზე უნდა ელაპარაკო, მაგას თავი დავანებოთ, ერთხელ არ დაუყენებია შემადგენლობა რომელიც იმსახურებდა თამაშს, ათამაშა უთამაშებელი ყაზაიშვილი და დავითაშვილი სკამზე დატოვა, ათამაშა კაშია ასევე უთამაშებელი და ხოჭოლავა, კაცი რომელიც ერთი კვირის წინ ლიგაზე მგლებს ეთამაშებოდა სკამზე დატოვა, მაკარიძე რამდენჯერაც კარში ჩადგა ყოველთვის უფრო დმააჯერებელი იყო ვიდრე ლოროა და ეს ჯიუტად ლოროას აყენებს, რომ ხედავ მთელი ტაიმი გვილია მოჩვენებასავით დადის გაიყვანე რა შესვენებაზე და შემოუშვი აბურჯანია, ჯერ ერთი წინა თამაშში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეორეც, ჯარიმა რომ დაინიშნოს დამრტყმელი მაინც გეყოლება სტადიონზე. აქამდე რაც მოვედით ეს იყო ორი ტალანტის ჩაკვეს და კვარას დამსახურება, არანაირი მწვრთნელის ხელი. ყველას გვახსოვს როგორ თამაშობდა ცხადაძის ნაკრები, პოლონეთმა კი მოგვიგო სამით ნოლი მაგრამ, ვისაც ეგ თამაში ახსოვს დამეთანხმება რომ თავისუფლად შეიძოებოდა ჩვენ მოგვეგო, უბრალოდ არ გაგვიმართლა, მერე ბოლო წუთებზე ლევანდოვსკიმ გაიტანა და აიჭრა გუნდი. გინდაც გერმანიასთან რა თამაში ვითამაშეთ. ეს ტალანტწბი რომ კახას ხელში, მაგრამ ეჰ. აქ რაღაც არ მოეწონათ წუწუნა კობიაშვილს და პრანჭია კალაძეს და გაუშვეს კაცი, ხოდა რაც გამოვიდა კი ვნახეთ, უღოს ეხლა ცოლს სურათები კალაძემ და დადოს ინსტაგრამზე. და რომელ ჟურნალისტიკაზე ვლაპარაკობთ ყველა ერთხმად რომ იძახდა ცხვრებივით მთავარი შედეგიაო? შედეგს დებდა ორი ბიჭი და თუ ჟურნალისტი ხარ, ტვინი და ერთი ადგილიც უნდა გქონდეს, რომ გაანალიზო ეს ყველაფერი და მერე თქვა ან დაწერო.
გიორგი
13 ნოემბერი 2020 08:27
2
ყაზახეთი რომ დავამარცხეთ, ეხლა აღარ გინდათ ვაისი ხოოო?! მოკლედ ცხადაძე, ქეცბაია უნდა დაბრუნდნენ საქართველოში, არ ვიცი ფედერაციაში, არ ვიცი მწვრთვნელებად. კობიაშვილი და კალაძის კლანი რომ გახდა აუღებელი ქაჯეთის ციხე, აი მანდ ვართ გაჭედილები
Irakli
13 ნოემბერი 2020 02:37
3
თავმოყვარე კაცი გააკეთებდა განცხადებას გადადგომის თაობაზე!!!
ტარიელი
13 ნოემბერი 2020 00:09
1
მიმაჩნია გუშინდელ თამაშზე უნდა ჩატარდეს ჭურნალისტური გამოძიება.რატომ არ დაუშვეს მაყურებელი,კვარაცხელია და შენგელია ყველაზე გამორჩეულები სად დაავადნენ და ეს თუ თბილისში მოხდა როდის,უნდა დაიკითხოს ვაისი ვისი დავალებით მოქმედებდა ასე არაადეკვატურად,რატომ დააგვიანა შეცვლები და მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე დროს გაყვანის მიზნით რატომ გააკეთა შეცვლა.
გაყიდული თამაში
13 ნოემბერი 2020 12:10
8
დიდი იმედი არ მაქვს, რომ რასაც დავწერ გამოაქვეყნებთ, მაგრამ მაინც დავწერ. ეს არ იყო მხოლოდ ფეხბურთი, ამ თამაშში ძალიან ბევრი ინტერესი იდო. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ნაკრები გაწირეს, გაწირეს ბიჭები - მწვრთნელიანად. ძალიან ვწუხვარ, რასაც ვწერ, ყველას ვთხოვ, რომ ნურც ბიჭებს და ნურც მწვრთნელს ნუ აგინებთ. არავის აწყობს გამოღვიძებული საქართველო, არავის აწყობს გამარჯვებული საქართველო. სამწუხაროა, რომ გორგასლის დაარსებულ ქალაქში ყველა ჯურის წარმომავალი დროშას აფრიალებს, და საფეხბურთო მოედანზეც კი. მაშინ როცა საბჭოთა კავშირის დროსაც კი ქართულმა გენმა არა მარტო ევროპას, მსოფლიოსაც კი გააცნო თავი. თანაც დედაქალაქის მერი ორგზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელია. მხოლოდ ნაძვის ხეებს აწყობს და მეუღლეს ფოტოებს უღებს. აი რატომ უნდა აკეთოს სპორცმენმა თავის საქმე და არა პოლიტიკა. მიმიფურთხებია მთლიანად პოლიტიკური ინსტებლიშმენტისთვის, დაწყებული ნაც-საზიზღრობიდან დამთავრებული სულგაყიდული ვაჭრუკანა მერამდე, წვრილ-წვრილ კობიაშვილებს დ.ა.შ აღარ ჩამოვთვლი. ეს აშკარად შეთქმულება იყო, დამერწმუნეთ ჩაკვეტაძეც და კვარაცხელიაც, რომ ყოფილიყო, შედეგი იგივე იქნებოდა. დროა ქართველებო უღელი გადაიგდოთ...!!!
სიმართლე
13 ნოემბერი 2020 00:21
7
საქართველო გორგასალს არ დაუარსებია.მანამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა.
ბექა
13 ნოემბერი 2020 13:30
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული