ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად ვაისის პრესკონფერენცია დატოვეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო... გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ... მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა... ყველას მიმართ. ვულოცავ მაკედონიას, ერთით მეტი გოლი გაგვიტანეს, დაიმსახურეს. ისინი ევროპაზე მიდიან, ჩვენ სახლში ვრჩებით... ბოდიში ყველას, თქვენ, ფანებს, ფედერაციას, ხალხს..."

ამის შემდეგ ქართველმა ჟურნალისტებმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დავტოვეთ.

მკითხველის კომენტარები / 100 /
1590-თე წუთისთვის ინახავდა ეს....... შეცვლებს? წააგო მწვრთნელმა და გააგდეთ!!! არ გაუშვათ გააგდეთ!!!
დააბრუნეთ ცხადაძე თუმცა რაღა მნიშვნელობა აქვს.
Live
13 ნოემბერი 2020 00:24
5
Უზრდელობა უქნიათ. Ამ ბიჭების გამზრდელებს გაუპროტესტონ ეგრე არც ფიზმომზადება და არც ბურთთან მოპყრობა რომ არ იციან, ფეხის მაგივრად ჩოგანი აბიათ თითქოს, ტაქტიკაზე და პასზე ოცნებაც უადგილოა.

Მესიზე და რონალდოზე ჭორებია მთელი ჩვენი ჟურნალისტიკა. Არ იქჩევიან სწორად.
ანდრი
13 ნოემბერი 2020 11:49
0
არ წაუგია ნაკრებს. გაგვიყალბეს! მაკედონიას 1:0 მოგება დაუწერეს. არ ემთხვევა ციფრები! პანდევი მოედანზე საერთოდ არ იყო, არადა გოლი ჩაუწერეს! გადადგეს უეფა! არიქა პროტესტი!
ჩიჟი ბიჟის ხომ არ გასინჯავთ გეთაყვა?!
13 ნოემბერი 2020 07:20
8
ვაისის მაგ პოსტზე ჯდომა, ამდენი ხნით, უკვე შეცდომა იყო გარკვეულწილად, რომელიც ხან ჩაკვეტაძის და ხან კვარაცხელიას ფაქტორმა მიჩქმალა. რაც შეეხება ჟურნალისტებს, ვინც ეგ გააკეთა, ქაჯია ჩვეულებრივი. უფრო ძლიერმა გუნდმა გაიმარჯვა და მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც პატივი უნდა სცეთ. შემადგენლობის დაყენება მწვრთნელის საქმეა და არა ვიღაც მეტიჩრების. ვაისი საშუალოზე დაბალი დონის მწვრთნელია, მაგრამ ვერ დამაჯერებთ, რომ რომელიმემ მაგაზე უკეთესად იცით ფეხბურთი! ვერც იმას დამაჯერებთ, რომ ბიჭებზე ან ვაისზე ნაკლებად გინდოდათ ევროპაზე გასვლა! გიჩიჩინებდათ ქეცბაია აკადემიური ფეხბურთის ანაბანას, მაგრამ არ ინებეთ და გააპანღურეთ. გავაგრძელოთ ჩვენც, ვიაროთ ასე იმედგაცრუებიდან იმედგაცრუებამდე...
Lasha
13 ნოემბერი 2020 02:19
3
დატოვეთ ეხლა თქვენც მამულიშვილური საქმე არ გაგეკეთებინოთ რა.აქამდე თქვენ არ აქციეთ ცარსკვლავად? ამაზე მაგარი მწვრთნელი არ გვყოლიაო
გელა
13 ნოემბერი 2020 01:30
0
რა ვერ გაიგეთ ხალხო ყველაფერი პოლიტიკაა.ეს თამაში ჩვენ რო წაგებული გვქონდა თავიდანვე იმითდამტკიცდა რო კვარაცხელიას კორონა დაუდგინეს რაც ძალიან გაუკვირდა რუბინის ბოსებს.ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო ევროპამ წაგვაგებინა სადაც ასე გვინდა შესვლა.ვერ გაიგეთ რო მათ არვჩირდებით?გავა დრო და ეს ყველაფერი გამოაშკარავდება თუ როგორ შეასრულეს დაკვეთა ქარათული ფეხბურთის ბოსებმა.
მუხრან
13 ნოემბერი 2020 01:24
9
ბოდიში სიტყვით კი არა საქმით უნდა მოიხადო. წადი წადიიიიიი !!!
!!!
13 ნოემბერი 2020 00:30
1
გასაგებია, რომ ვაისმა შეცდომები დაუშვა გუშინაც და მანამდეც. 5 წელი იმუშავა ამ ნაკრებში და ჰქონდა თავისი დადებითიც, დაასრულა საქმე და მიდის კიდეც, მაგრამ ვინც მას შეცვლის, ის როგორ აპირებს მოცემული მოთამაშეებით წარმატების მიღწევას, ეგ არის საინტერესო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მარტო მწვრთნელის წასვლით არ მოგვარდება პრობლემა.
: )))))))
13 ნოემბერი 2020 12:48
1
ჟურნალისტები სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დაარქმევენ და გვარებით და სახელებით ლაპარაკს არ ისწვლიან სულ ასე იქნება მააშ......ეხლაქ გინდა გადით გინდა გამოდით 37 წლის პანდევმა მთელ საქოცეთს შეგისრულათ
ტრეი
13 ნოემბერი 2020 10:29
7
თავიდან ბოლომდე მწვრთნელის ბრალია, გუნდი გუნდს არ გავდა, არანაირი ტაქტიკა, ცვლილებები ხო ვაისის ყველაზე სუსტი წერტილია, ვერავინ აუხსნა ამდენი ხანი ამ კაცს, რომ ცვლილებები ცოტა ადრეა საჭირო, ყოველთვის აგვიანებდა და დღესაც მაგრად დააგვიანა!
გიორგი
13 ნოემბერი 2020 02:51
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული