ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
ვისაც ჩვენი მარცხი გაუხარდა, ............. !
100%
13 ნოემბერი 2020 12:39
3
2020 წელს ჩრ. მაკედონიამ მოაგვარა ქვეყნის დასახელების სადავო საკითხი საბერძნეთთან (პოზიტივი 1); ამავე წელს ქვეყანა გახდა ნატოს წევრი (პოზიტივი 2); დაწყებულია მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და დასრულებდა საკმაოდ მალე (პოზიტივი 3); ამ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს წარმატებების სერია გაგრძელდება ... რაც შეგვეხება ჩვენ, ნახევარი ნაბიჯითაც კი არსად არ მივდივართ წინ, მხოლოდ უკან. ეს აისახება როგორც საფეხბურთო ნაკრებზე ასევე სხვა რაღაცეებზე. სამწუხარო რეალობა ასეთია! გვარამიას პოლიტიკაში საკუთარი ინტერესი ამოძრავებს, მაგრამ ახლა სადავაო არაფერია. ჯობია სახელმწიფომ უაზრო ფინანსების ხარჯვას თავი დაანებოს და ჩვენ ნერვების და დროის უაზრო კარგვას!
გიორგი
13 ნოემბერი 2020 12:16
3
რას ერჩით, ამ შემთხვევაში მართალია!
შეტევა
13 ნოემბერი 2020 11:06
20
გვარამიაზე დაგინებული მქონდა არასდროს არაფერსი დავთანხმებოდი და ამ სტატიამ შემექანა.
dato
13 ნოემბერი 2020 11:05
8
სულ ტყუილად.თავის გაფუჭებულს,ახლა ამათ აბრალებს და თან ფულს ნუ ახარჯებთო.სენი მევენახეობაზეც ამას ამბობდნენ და არაბებს აძლევდნენ ქართულ მიწას,სტადიონები დაგვინგრიეს და ფეხბურთს ვერ ვთამაშობთო,სპორტის აკადემია გააუქმეს და კვალიფიციური მწვრთნელები არა გვყავს,შევეშვათ სპორტსო.მსოფლიოს დონის მათემატიკური,გეოლოგიური,ფილოსოფიური,სამედიცინო,სასოფლო სამეურნეო,მეცნიერული სკოლები გვქონდა,რომელსაც უამრავი შემოსავლის მოტანა შეეძლო ქვეყნისათვის,მაგრამ ყველა საკვლევი ინსტიტუტი გააუქმეს,უნივერსიტეტებშიც აკრკრძალეს სამეცნიერო კვლევები და მეცნიერებათა აკადემიაც გაანადგურეს. კადრები კი უნივერსიტეტიდან გამოყარეს და საშიმშილოდ გაწირეს.ყველა დარგი სადაც ლიდერები ვიყავით,გაგვინადგურეს და ახლა რატომ ვართ ჩავარდნილებიო.ამიტომ ვართ ჩავარდნილები.სპორტშიც და განათლებაშიც.მხოლოდ კომპიუტერი,ინგლისურის ცოდნა და პიარი,ქვეყანას ვერ აშენებს.ქვეყნის აშენებს მრავალი დარგის სპეციალისტი სჭირდება და სწორედეს პროდესი რომ გაანადგურეს,ამიტომაა ქვეყანა ამ დღეში დღესაც.დანგრევას ერთი დღე რომ ეყოფა,იმის აშენებას შესაძლოა წლები დასჭირდეს.
სოსო
14 ნოემბერი 2020 14:28
0
ეს რა სისულელეს ბოდიალობს ?? არასდროს არ იყო ესეიგი ქომაგი და მაგიტომაც დაანება 15 წლის წინ ადვილად თავი , მოდას იყო აყოლილი და მაგიტომ ბალეშიკობდა ... ძაან გამიცრუე ნიკა იმედი მე მეგონა გამოხვიდოდი და პირიქით იტყოდი რომ ისაა შესაცვლელი ესაა შესაცვლელიო არ გცხვენია ??? რანაირი განხცხადება გააკეთე ??
bejo
13 ნოემბერი 2020 11:03
16
მკლავჭიდელი ბიჭები ბრᲓღვნიან ყველაფერს და ტურნირზე რო წავიდნენ იმის სახსრები არააქვთ. არ გრცხვენიათ? კაცო არაა ეს ფეხბურთი ჩვენი და ნუ ახარჯავთ მილიონებს. რო გამოჩნდებიან ტალანტები მერე დავახარჯოთ. მანამდე მიხედეთ ძალისმიერ სპორტს და ნუღარ არის იმაზე ლაპარაკი რო ვინმეს ტურნირზე წასვლის ფინანსები არააქვს.
გუგა
13 ნოემბერი 2020 11:01
6
ვის რაში აინტერესებს მერე მკლავჭიდი ან ჭიდაობა ან მაგათი შედეგები მსოფლიოში ?.. ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში და ასეთად დარჩება სამუდამოდ
papai
13 ნოემბერი 2020 11:46
10
არასოდეს არ ყოფილა ნითა მთავარი პროკუ
რორი, ეს იყო სენაკელი ბიჭი მამუკა გვარამია. ნიკა მოადგილე იყო.
Status quo
13 ნოემბერი 2020 10:59
7
ამ კაცმა თქვა ბოლო ორი ათწლეულიაო..
მახა
13 ნოემბერი 2020 10:59
2
ნიკას პოლიტიკური აზრი არავის აინტერესებს. მიშას დროსაც არ ბრწყინავდა ჩვენი ფეხბურთი. ამასთან, გუშინდელ მარცხში პასუხისმგებლობა მარტო მწვრთნელს კი არა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ.
zaza
13 ნოემბერი 2020 10:57
8
ფეხბურთი არის ნომერ პირველი სპორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში რ თორემ სპორტი ბევრი გამიგია,მს.ჩემპიონი ესპანეთი დავამარცხეთ და ფინალისტი ხორვატია და ერთი მითხარი რაგბიმ ზელანდიას სად მოიგონა ან ავდტრალიას?!
ჯაბა
13 ნოემბერი 2020 10:35
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული