ნიკა გვარამია საქართველოს ნაკრების მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" დირექტორმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს ნაკრების მარცხთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა:

"რომ მივხვდი, რომ შეიძლება ინფარქტი დამმართნოდა, ავიღე და ბოლო 15 წელია ქართულ ფეხბურთს (გინდ საკლუბოს, გინდ სანაკრებოს), უბრალოდ არ ვუყურებ. აი, საერთოდ არა. მაქსიმუმ livescore-ზე ვნახო ანგარიში, ისიც იშვიათად.

არაა ეგ ჩვენი სპორტი, დაამსხვრიეთ ეგ მითოლოგებმა თქვენს ცნობიერებაში. არც ერთი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი არ გვყავს ლამის ბოლო ორი ათწლეულია (გადახედეთ, რა კლუბებში თამაშობენ), მესამეხარისხოვანი მწვრთნელები ჰყავს ნაკრებს მუდმივად, შიდა ჩემპიონატი
პრაქტიკულად არ გვაქვს და ეზოების გუნდების შეჯიბრადაა ქცეული, და რა რეზულტატზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი, რატომ იტყუებთ თავს? რას ეფუძნება, რაციონალურს, თქვენი მოლოდინები?

რაც მალე შევეგუებით ყველანი ამ სიმართლეს, მით უკეთესი. და რაც მალე გადავანაწილებთ ფეხბურთზე (ანუ წყალში + ქართული ოცნების კორუფციაზე) გადაყრილ ასობით მილიონს სპორტის იმ სახეობებზე, სადაც ბევრი ფულის დახარჯვას რეალური და ფანტასტიური შედეგი მოყვება, თანაც მყისიერად (ჭიდაობა, ძალოსნობა, რაგბი, კალათბურთი, კრივი, ჭადრაკი და ასე შემდეგ) - ასევე მით უკეთესი. უკეთესი ჩვენი ფსიქიკისთვის და ჯანმრთელობისთვის, და სპორტისთვის და ქვეყნისთვის ასევე.

მითქვია მე და თქვენ იხეთქეთ გულები, სანამ არ მოგწყინდებათ. მე 15 წლის წინ მომწყინდა." - დაწერა გვარამიამ.

მკითხველის კომენტარები / 104 /
ვისაც ჩვენი მარცხი გაუხარდა, ............. !
100%
13 ნოემბერი 2020 12:39
3
ეს კვერცხი ხან ჟურნალისტია, ხან ეპიდემიოლოგი, ხან პროკურორი, ეხა სპორტული მიმომხილველიც გახდა. ვის აინტერესებს საერთოდ ამის აზრი?
კაიერთი
13 ნოემბერი 2020 15:31
7
ჭიდაობაა ქართული სპორტი მაგითი იცნობენ საქარტველოს ბევრ ქვეყანაში; მარტალს ამბობს კიდე ბევრი ფული უნდა ცაიდოს ჭიდაობაში
KIKI
13 ნოემბერი 2020 13:50
7
ბათუმის სტადიონი რაა აბა აშენებული არაა,ვინ დანგრია ნეტავ თავის დროზე ააა, ის არი საინტერესო ნაცებმა ხო არა, მგონი ასეა არა.
vinmes
13 ნოემბერი 2020 22:39
9
ის სტადიონი არანაირ სტანტარტებში არ ჯდებოდა და რო დაანგრიეს უმაგრესი სასტუმრო აშენდა შემდეგ ახალ ბულვართან უნდა გაკეთებულიყო 40 000 იანი სტადიონი მარა ოცნებამ ჯინაზე შეაჩერა ის პროექტი
kiki
14 ნოემბერი 2020 13:46
4
მართალია ნიკა. მაგრამ.... გვიყვარს ფეხბურთი.
3 სპორტის სახეობაში ჩადეს მეტ-ნაკლებად დიდი ფული: ფეხბურთი, რაგბში და ძიუდოში.
თავისი სანდო ხალხიც დანიშნეს.
რა მივიღეთ?
ამას წინ რაგბისტებმა სროლა ატეხეს ოფისში, ძიუდოისტებმა დაკა-დაკა ატეხეს, ვაი ფეხბურთელებმა გული დაგვწყვიტეს. ასეთია შემდეგი და გინდა შეე@ი!
სპორტში დაიბანდა ფული თუ პარლამენტის მანდატებში?
ჰერი ჰააა
Soxumi
13 ნოემბერი 2020 17:57
6
რა მნიშმნელობა აქ ამას გვარამია ამბობს თუ სხვა ვინმე იტყვის, უბრალოდ მართალს ამბობს, წუხელ ჩემმა ცხრა წლის ბიჭმა მკიტხა სულ რატომ აგებენ მამაო, პასუხი ვერ გავეცი
giorgi dashniani
13 ნოემბერი 2020 08:32
14
ფედერაციის პრეზიდენტი რომ არც გააპროტესტებს ხალხის სტადიონზე არ დაშვებას, ის სასწრაფოდ გასაგდებია. მელიასთანაც წააგო პირველი ტური,მოსაშორებელია მალე
david gurgenidze
14 ნოემბერი 2020 21:31
4
ამ არსების პოსტი, კომენტარი თუ რაღაც, რატომ უნდა გაანიუსო sportall გამაგებინე ერთი ?! ძალზედ კომპეტენტურია ? სხვა არაფერი ხდება ? სხვა არავინაა ? ვაი თქვენს პატრონს !
პიკანდრე
13 ნოემბერი 2020 18:19
11
ჩვენც მოგვბეზრდა პოლიტიკა და პოლიტიკოსები დაგვანებეთ თავი
მალხაზი
13 ნოემბერი 2020 10:32
2
ამ კაცის ბოღმა ავადყოფობაშია გადაზრდილი...
tngh
13 ნოემბერი 2020 10:02
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული