ლევან მჭედლიძე: რამდენსაც ეს წაგება გაგიხარდათ, თქვენი... [PHOTO]

AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" საქართველოს ნაკრების ჩრდილოეთ მაკედონიასთან გუშინ, 12 ნოემბერს განცდილ მარცხს გამოეხმაურა.

"რამდენსაც გუშინდელი წაგება გაგიხარდათ, დღეს რაღაც რომ გეთქვათ... თქვენი არასწორი...

გული მარტო იმის გაფიქრებით მტკივა, თუ რა დღეში არიან ბიჭები...

ჩვენ მაინც მივაღწევთ იმას, რასაც ბევრი არ ელოდება ან არ უნდა..."- დაწერა ლევანმა.

Sportall.Ge

ლევან მჭედლიძე, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო გოლი შოტლანდიას 17 წლის ასაკში გაუტანა, ახლა უგუნდოდაა და ვერც ეროვნულ გუნდს ეხმარება...

მკითხველის კომენტარები / 54 /
ვის გაუხარდა ბიჭო? რას იგონებ? იმინა ეს პოპულისტური პოსტი, თავის გამოჩენა მოუნდა ბიჭს. ფეხბურთი გეთამაშა და თავისთვის მიგეხედა თუ თავის გამოჩენა გინდოდა. გამომივიდა აქ გმირი. ვის გაუხარდა? ვის? ვის შეიძლებოდა გახარებოდა ნაკრების 100%-იანი შანსის ხელიდან გაშვება, შენ თუ დებილი და პოპულისტი არ ხარ. ორი ნაოჭი არ აქვთ ტვინზე ამ ფეხბურთელებს.
მოდი რა ერთ რა
21:39 15-11-2020
3
ეს არის მწარე რეალობა. ძალიან შორს ვარ იმ აზრის რომ რომელიმე ქართველს გახარებოდა ნაკრების წაგება. ეს არის შედეგი, როდესაც ყველა მთავრობას თავისი ფედერაციის პრეზიდენტი ყავს. უნიათო მწვრტნელი ვაისი, ყველა დამეთანხმებით, რომ შერჩეული ფეხბურტელები არა თავის პოზიციაზე თამაშობენ, არაფერს ვიტყვი ბოლო წუთების ცვლილებებზე. კობიაშვილის სირცხვილი, რომელმაც დაამტკიცა თავისი უნიათობა. გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც ნაკრებს შეკრებს კარნახის გარეშე.
vkose
22:09 14-11-2020
2

სიახლეები პოპულარული