საქართველო - სომხეთი | 14 ნოემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე სომხეთს დაუპირისპირდება. წლის დასკვნითი მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დღეს ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. სომხეთთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები 18 ნოემბერს ესტონეთს კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.

სომხეთთან შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველო ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 14 ნოემბერს გამართავს.

14 ნოემბრის სრული
განრიგი
14:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერნეცია - სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
17:00 - საქართველოს ნარების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
18:15 - ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია - დინამო არენა
19:00 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა

14 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

15 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С ლიგას ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 49 /
დღეს ჩვენს ქვეყანაში არის პატრიოტიზმის დეფიციტი და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.ის ხალხი,ვინც მატჩზე ხალხის არ დასწრება გადაწყვიტა,დარწმუნებული ვარ ვერ მიიტანეს მის ტვინამდე ის თუ რამხელა მნიშვნელობის მატჩი იყო ის ჩვენი ფეხბურთისთვის და არა მარტო ფეხბურთისთვის,ზოგადად ქვეყნისათვის.როცა გუნდი ამხელა ფორუმზე გადის, იქ ამ ქვეყნის სახელი არ გააქვს და ყოველივე ეს ქვეყნის პრესტიჟზე არ ისახება??? მარა როგორც იტყვიან კიდიათ...
გულშემატკივარი
14 ნოემბერი 2020 04:39
3
ქვეყანას სხვა ქვეყნის ელჩები მართავენ და რაზეა ლაპარაკი რასაც ეტყვიან იმას აკეთებენ
sar
14 ნოემბერი 2020 10:45
3
ელჩები კი არ მართავენ, სხვა ქვეყნის ელჩია პრემიერმინისტრი. მისი კაბინეტიდან გამოსულები, სულ სხვა ხმაზე მღერიან.
სიმართლე.
15 ნოემბერი 2020 12:00
0
მთავრობის ბრალია რაც მოხდა-ხალხის არ შეშვება...და ოპოზციის რო შეიყვესამ მიტინგებით-ერთი ორი დღე მოეცადათ,მაგრამ მაგათ ისე კიდიათ როგორც ჩემსას ორი.
ვითომ რა მოხდა-ხო გვითხრეს ფეხბურთი პროსტო თამაშიაო..ანუ 30 წელი უბრალოდ თამაშს ელოდითო და ყველა 4 წელში ეს მარაზმი ორივე მხრიდან უმნიშვნელოვანესიაო..
ეს პოზიცია და ოპოზიცია როდის გავიგდოთ ერთად გულშემატკივრებმა(და არა აღშფოთებული გულშემატკივრების როლში შესულმა ცოცხისტებმა)???
Levani
14 ნოემბერი 2020 02:10
5
არა ბრატ, ხმა არ ამოიღო, უმსგავსობა არ გააპროტესტო და აბრალე მერე ნაცებს, მწვანეებს, წითლებს, კომუნისტებს და ა.შ უყურე სტადიონის ჭიშკართან, დიდ ეკრანზე და მერე სახლისკენ მიმავალს პატრული 2000 ლარიან საჩუქარს რომ ჩაგახუტებს, მადლობა უთხარი. მთავარია ბნელიტა იყოს ვიპ ლოჟაში მოკალათებული.
1234
14 ნოემბერი 2020 09:13
4
კარგი იყო, მაგრამ ბევრი ბრმა და ყრუ, არ დაგეთანხმება.
ლევანი-ს!
15 ნოემბერი 2020 12:02
0
ეს ორი თამაში უნდა მოვიგოთ კარგი ანგარიშებით, რომ ამ ჯგუფში მაინც გავიდეთ პირველზე. იმედია ვაისი საყვარელი ტაქრიკისგან გადაუხვევს და უფრო მეტად შემტევს დააყენებს. ძალიან კი დაგვწყვიტეთ გული, მაგრამ მაინც ბოლომდე გიგულშემატკივრებთ.
DAVE
14 ნოემბერი 2020 11:52
1
კარგ ანგარიშზე ოცნებაც არ ღირს, უბრალოდ გოლის გამტანები არ გვყავს, ერთადერთი შანსი ისაა, რომ ჩრდილო მაკედონია თავს დიდათ აღარ მოიკლავს და იქნებ სომხეთში წაიფორხილოს.
hhh
14 ნოემბერი 2020 12:58
0
hhh ჩემი სათქმელი თქვი რა!აქ წერენ ცისარტყელა კაშია და ოქრიაშვილი თუ იქნებიან, წავაგებთო და ასარჩევად კი გვაქვს საქმე? გოლი , რომელიც გავუშვით მაკედონიასთან , ერთი არ უხსენებია კაციშვილს - შეტევაში ბღლარძუნით როგორ დავკარგეთ, იმათ როგორ წამოიღეს და უმარტივესი კომბინაციით გააბრუეს ჩვენი 3 მცველი. მეორე ტაიმში 1 გაჭირვებული მომენტისმაგვარი ძლივს შევქმენით
: )))))))
14 ნოემბერი 2020 13:25
0
ყველა გამოხმაურება
კიდე რა მაინტერესებს ეს ვის მოსდის თავში სიგნალს რო გვითიშავენ რა დავაშავეთ ამ ემიგრანტებმა ვინც შევიკრიბეთ მოვემზადეთ საგულშემატკივროთ და თამაშის დაწყების წინ სიგნალი გათიშეს ალტერნატივა არ არსებობდა myvideo ც გათიშეს ბოლოს ფეისბუქის ლაივიდან გავაზიარეთ და ისე უყურეთ პატრონები გყავთ საერთოდ ვინმეს ტვინი მოიკითხება ვინმე ვინმეზე ფიქრობს???
Papuna
14 ნოემბერი 2020 02:04
2
კანონია ასეთი, ევროპაში.უნდა იყიდოს რომელიმე არხმა ტრანსლიაცია , ევროპულმა,რომ ჩვენც ვუყუროთ თამაშებს, მაგრამ არარის დაინტერესება .
დევკალიონი
14 ნოემბერი 2020 14:03
0
მეც, რომ ვერ ვუყურე, ამათი ბრალი არ ყოფილა, თორემ მათ კარგებში ისე ვგულაობდი, რომ გაეგოთ, უთუოდ მოიწონებდნენ.
სინსილიო!
15 ნოემბერი 2020 12:07
0
წარმატებები.მაინც ჩვენი ხართ .მარტო ვაისის ბრალი არ არი თქვენი ბრალიც ბევრია მაგრამ ამან ჩაიარა ეხლა მაინც გადაახტით თავს და მაკედონიაზე 3 ბურთით მეტი გაიტანეთ ეს შანსი მაინც დაუტვეთ ჩაკვეტაძე კვარაცხელია და ეგებ გვეღირსოს რაღაც.და კიდევ თუ ფორმაში არახარ სირცხვილი არაა რომ უთხრა მწვრთნელს თვითონ თუ ვერ ხვდება.მოუმზადებელი და უთამაშებელი ნუ ჩამოდიხართ ნაკრებში ეს თხოვნა მაინც შეგვისულეთ.
თემური
14 ნოემბერი 2020 10:49
5
წავაგეთ სამწუხაროდ, მაგრამ რაციონალური არ იყო მოგების მოლოდინი , რათქმაუნდა მეც დარწმუნებული ვიყავი,მაგრამ ეგ სუბიექტური აზრი იყო, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ჩვენი გუნდის ორი უდიდესი და უძლიერესი ფეხბურთელია,ისინი გუნდის კრეატივი და მოტორები არიან, მათ გარეშე ნაკრები ვერ თამაშობს,მოვა დრო და ყველა გავიხარებთ დიადი გამარჯვებებით, ერთადერთი ზურიკოზე დამწყდა გული,მას უნდა ეთამაშა 90 წუთში!
დევკალიონი
14 ნოემბერი 2020 14:00
2
37 წლის ბაბუ რომ გოლს გაგიტანს იქ საცოდაობააა მერე იმ გუნდის გაგდება. შერცხვა ბიჭებს ანგარიშის გათანაბრება პანდევის დარი კი არა მიახლოებულიც რო გვყავდეს თუნდაც ერთი როგორც მაკედონიას ამ წაგებას ასე არ განვიცდიდი მთელი გულით ვულოცავ პანდევს და მის კამანდას იმსახურებენ და მაგაზეც არ თქვათ რამე ბოღმით გავსკდი მარა რა ვქნა?ჩვენი გლახა ჩევენი დასაცავია.
vova
14 ნოემბერი 2020 11:39
0
როჟე მილა თუ გახსოვს შენ რეები გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატზე 40 წლის ასაკში; გამარჯვებულის გვერდით დადგომა იოლია, დამარცხებულს რომ დაუდგები ეგ არის კაცობა, რაც არასდროს ჰქონდა ქართველ გულშემატკივარს; ნუ ქილიკობ თუ ძმა ხარ, აიჭრა გუნდი (თორემ წინა ორ თამაშში რაში ჩამორჩნენ თუ არ აჯობეს), დიდზე დიდ გუნდებს დამართნია (ბრაზილია, იტალია, გერმანია სულ მასეა ლამის იტალიასთან), არ იომეს, არ იბრძოლეს ვერ იტყვი; არ ვარგიხარ გულშემატკივრად, ღრუზინი ხარ ღრუზინი, ქილიკში უმაგრესი!!1
mateo
14 ნოემბერი 2020 12:15
5
შენ უძახე ბაბუ და საუკეთესო იყო მოედანზე და წინა თამაშებში. უბურთოდ მოძრაობს და იხსნება ისე, ჩვენ რომ გვენატრება. სირბილი არ ეზარება და ჯენოაში მშვენივრად თამაშობს ამ ასაკში . ჩვენს ერთ ადგილას მოტრიალე ფეხბურთელს (გვარს არ დავასახელებ) ნეტავ მაგდენი შეეძლოს
????
14 ნოემბერი 2020 21:44
0
რაც ვართ,ეს ვართ,მეტი არ შეგვიძლია და ვაღიაროთ,ამ თამაშით ჩვენი ადგილი,ევროპაზე არაა... ჩვენი დარი გუნდია სომხეთი და უნდა მოვიგოთ.. მაინც გვიყვარხართ ბიჭებო და თქვენთანერთად ჩვენც ცეცხლი გვიკიდია...
ჯაბა
14 ნოემბერი 2020 12:22
0
პრესკონფერენციაზე ჰკითხეთ, მაკედონიისგან მიღებული 1.000.000$-დან რამდენი უწილადეს კალაძე-კობიაშვილმა ბოლო წუთებზე დროის გაყვანაში?
...
14 ნოემბერი 2020 01:41
13
შენ თითონ რამდენი გერგო?
aburjga
14 ნოემბერი 2020 07:52
4
სანამ არ გვექნება მასიურად ყველა ქალქში და რაიონებში აკადემიები, უცხოელი სპეციალისტები მოწვეული და ბაუშვების გაორმაგება კი არა გახუთმაგება, ვინც ეხლა ვარჯიშობს, მანამდე საქართველო ვერსად გავა. სანამ ვიქნებით მაეტო ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული იქნება წაიღოს ბურთი და შეაგდოს, ეგ არა ფეხბურთი. ბევრი ჩაკვეტაძე და კვარაცხელია უნდა წამოვიდეს
გოგა
14 ნოემბერი 2020 10:27
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული