საქართველო - სომხეთი | 14 ნოემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე სომხეთს დაუპირისპირდება. წლის დასკვნითი მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 27 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დღეს ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ივარჯიშა. სომხეთთან შეხვედრის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები 18 ნოემბერს ესტონეთს კვლავ თბილისში დაუპირისპირდებიან.

სომხეთთან შეხვედრას უეფას ერთა ლიგაზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოტოვებენ. მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველო ნაკრები ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე 14 ნოემბერს გამართავს.

14 ნოემბრის სრული
განრიგი
14:00 - ვლადიმირ ვაისის პრესკონფერნეცია - სასტუმრო ჰუალინგი (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია)
17:00 - საქართველოს ნარების ვარჯიში - ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზა
18:15 - ხოაკინ კაპაროსის პრესკონფერენცია - დინამო არენა
19:00 - სომხეთის ნაკრების ვარჯიში - დინამო არენა

14 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

15 ნოემბერს მატჩზე აკრედიტირებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების С ლიგას ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო 6-6 ქულით ლიდერობენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

15 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 - დინამო არენა
საქართველო - ესტონეთი

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 49 /
ჩვენ დღეს სულ სხვა საზოგადოება გვყავს, ვისაც არ უნახია მესხის, მეტრეველის, ბარქაიას, კალოევის ჟორა სიჭინავას თამაშები. გუცაევს შენგელიას ყიფიანს მოსწრებიხართ ალბათ. საცოდაობა არ არის? ასეთი ფეხბურთელების ქვეყანა, მიკნავებულ ქვეყნებს ვერ ვუგებდეთ? რაც მთავრობაა და დღეს ხალხია, ის სეთივე სპორტია. მაგრამ, ღმერთის წყალობით, კარგი ხალხი, კიდევ შემოგვრჩა.
გიორგი.
11:27 15-11-2020
1
წავაგეთ სამწუხაროდ, მაგრამ რაციონალური არ იყო მოგების მოლოდინი , რათქმაუნდა მეც დარწმუნებული ვიყავი,მაგრამ ეგ სუბიექტური აზრი იყო, ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ჩვენი გუნდის ორი უდიდესი და უძლიერესი ფეხბურთელია,ისინი გუნდის კრეატივი და მოტორები არიან, მათ გარეშე ნაკრები ვერ თამაშობს,მოვა დრო და ყველა გავიხარებთ დიადი გამარჯვებებით, ერთადერთი ზურიკოზე დამწყდა გული,მას უნდა ეთამაშა 90 წუთში!
დევკალიონი
14:00 14-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული