ვლადიმირ ვაისი: "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, მაგრამ სომხეთს უნდა მოვუგოთ"

AutoSharing Option
სომხეთთან გასამართი მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისაუბრა.

"ასეთი თამაშის შემდეგ ძილი შეუძლებელია. 0:1 წავაგეთ, 1 შეცდომა დავუშვით დაცვაში და... მაკედონია მცირე შანსებსაც სულ იყენებდა ჯგუფში... ამ თამაშამდე მათ კართან ბევრი მომენტი გვქონდა.

ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო. მატჩის შემდეგ ყველა ცუდად იყო, იმედგაცრუებული, ასეთი შანსი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა, ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, ხვალ სომხეთს ვეთამაშებით, ეს მატჩი უნდა მოვიგოთ.

ბიჭებისთვის ერთა ლიგის B დივიზიონში დაწინაურება ძალიან კარგი იქნება, ძლიერ მეტოქეებს შეხვდებიან. ეს მომავლისთვის იქნება კარგი.

იმედგამაცრუებელი მატჩის შემდეგ ძნელია მოედანზე გასვლა, თუმცა ვნახოთ. წინა მატჩში სათადარიგოთა შორის მყოფ ფეხბურთელებს მივცემ შანსს და ვეცდებით წარმატებულად ვითამაშოთ.

გუშინ შევიკრიბეთ... პირველად ჩემ გარეშე, შემდეგ ბიჭებთან ერთად მეც ვიყავი. ვისაუბრეთ ამ იმედგაცრუებაზე. ზოგმა იტირა, ზოგი ქანცგაცლილი იყო, ლევან კობიაშვილიც ძალიან ემოციური გახლდათ. ძალიან კარგი ადამიანია, გვესაუბრა მე, ბიჭებსაც.

საერთო ჯამში არავისთვის ყოფილა ადვილი საუბარი. მოვა ახალი მწვრთნელი, რომელიც გუნდში ახალ სულს მოიტანს და იმედია, უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. აქ კი მაღალი დონის ფეხბურთელები დახვდება. არ ვიცი მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი, ის ჩემი და ქეცბაიას მიქსი შეიძლება იყოს, რომელიც ასევე ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია. ის ძალიან ემოციური პიროვნება გახლავთ.

თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, კარგ გუნდს ჩაიბარებს, უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ეს 5 წელი ჩემს გულში მუდმივად დარჩება. სადაც არ უნდა ვიყო, ქართველებისა და ამ ბიჭების გულშემატკივარი ვიქნები, ნაკრებსა თუ კლუბში. მხოლოდ წარმატებებს გისურვებთ.

4-5 ცვლილება იქნება. ეს სხვა თამაშია, მაკედონია დაცვაში ძალიან კომპაქტურად თამაშობდა. მათთან სისწრაფეზე მეტად კრეატივი გვჭირდებოდა, თუმცა არაფერი გამოგვივიდა. შესაძლოა ცვლილებები დავაგვიანე, თუმცა ეს უკვე წარსულია.

თავიდან 26 ფეხბურთელი გვყავდა. 4 ფეხბურთელი გამოგვაკლდა. ამ ორი თამაშისთვის საკმარისი მოთამაშეები გვყავს. მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვა მწვრთნელის თავსატეხია. კვარა, ჩაკვე დაგვაკლდა...

იბრძოლეს, იომეს, ერთი შეცდომა დაუშვეს... შეტევაში საკმარისი სიმწვავე ვერ შევქმენით. რაც მაკედონიელებმა გააკეთეს თავდასხმაში, ჩვენ ვერ შევძელით და წავაგეთ...

მხითარიანი სომხეთის ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ძალიან კარგი ადამიანია, განათლებული, მის ოჯახსაც ვიცნობ. ის არ იქნება, მწვრთნელი ალბათ რაღაცას შეცვლის, შეიძლება გაზარიანი ათამაშოს ფლანგზე.

როცა საუკეთესო ფეხბურთელს კარგავ, ეს ძალიან ძნელია. როგორია მესის გარეშე "ბარსა" რომ თამაშობს? ან რონალდოს გარეშე "რეალი"? კვარა რომ ყოფილიყო, იქნებ მოგვეგო, მაგრამ ეს იქნებ არაფერს ცვლის.

მგონია, ამ მატჩში გამარჯვებული მოიგებს ჯგუფს. ყველაფერი მათემატიკაა და ვნახოთ, როგორ იქნება ყველაფერი.

სომხეთის დამარცხებასთან ძალიან ახლოს ვიყავით პოლონეთში. ვფიქრობ, ხვალ ახალი ფეხბურთელები ახალ ემოციებს შემოიტანენ და იმედი გვაქვს, რომ ეს მატჩი ჩვენთვის წარმატებულად დასრულდება," - აღნიშნა ვაისმა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნუ ვიქნებით უმადურები, ვაისი კარგი პიროვნება და კარგი მწვრთნელია წარმატება ვუსურვოთ მომავალში. ჩვენ კიდე ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ და მომავალზე ვიფიქროთ, მეტი პროფესიონალი მწვრთნელი და ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერებას მივხედოთ, რომ ბევრი კვარა და ჩაკვე გვყავდეს ! წარმატება ეროვნულ ნაკრებს!
Semi
14:56 14-11-2020
12
შენი მათემატიკის მე არ მჯერა არც ტაკტიკის ბიჭებმა დად ეს რაც შეეძლოთ მეტი თავს ზევით ძალა არაა და შც თუ გინდა უბრალოდ ერთს ვიტყვი სანამ მთელი ფედერაცია არ გადადგება ჩემში ჩაცხრა სიყვარული ფეხბურთისადმი გთხოვთ მოგთხოვთ რომ გადადგეთ დატოვეთ პოსტები თქვენ არხართ ღირსი მანდ რომ იყოთ
დანარჩენი ვუსურვებ ყველა ფეხბურთელს წარმატებებს. .
ლაშა
15:02 14-11-2020
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული