სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის წინ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ პრესკონფერენციაზე მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ცუდი, სტრესული ვითარებაა. ერთმანეთს გუნდში გვერდში ვუდგავართ. რეაბილიტაცია ხვალინდელი მოგება იქნება. ამ თამაშით ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, თუმცა სამი ქულის მოპოვება მნიშვნელოვანია.
სომეხი გულშემატკივრების კომენტარები არ მინახავს, თუმცა გამარჯვებისთვის მოტივაცია ისედაც არ გვაკლია".