ქართული ფეხბურთის ლეგენდამ, შოთა არველაძემ Match TV-სთან ინტერვიუში ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩატარებული შეხვედრა შეაფასა.
როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისმა გუნდიდან წასვლა დაანონსა, ასე, რომ ეროვუნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. კითხვაზე - განიხილავს თუ არა შოთა არველაძე აღნიშნულ პოსტსს, ქართველს საკმაოდ მყარი გადაწყვეტილება აქვს.
"საქართველოში ასე ხდება. ერთი იმედგაცრუება და გმირიდან, ანტიგმირის სტატუსის მორგება გიწევს. ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უფრო მარტივია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, ვიდრე ნაკრების მწვრთნელი" - განაცხადა არველაძემ.