ქართველების შეურაცხმყოფელ თანამემამულეს სომხებმა უპასუხეს - "ასეთი მდაბიო საქციელი არ გვეკადრება!"

AutoSharing Option
დღეს, 15 ნოემბერს "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრამდე კი გულშემატკივრები ორივე მხარეს გამარჯვებას სთხოვენ, თუმცა ზოგი ფარგლებსაც სცდება...

ერთ-ერთმა გულშემტკივარმა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქ" გვერდზე გამოთქვა პროტესტი, რომ საქართველო დიდი ასოთი ეწერა, მისი თქმით, ქართველები არ ვიმსახურებთ ამას და ჩვენი ქვეყნის სახელი პატარა სიმბოლოთი უნდა დაიწეროს, რაზეც პასუხიც მიიღო:

"მესმის შენი, თუმცა ასე არ შეიძლება, ეს ჯერ ერთი, დასჯადი საქციელია და მეორეც, თუ მაგრები ვართ, საქართველოს მოედანზე უნდა ვაჯობოთ, ამგვარი მდაბიო საქციელები არ გვეკადრება."

იყო
სხვა კომენტარებიც:

"არ შეიძლება ყველას პროვოცირება და მტერთა რიცხვის ზრდა. არცერთ მეზობელსა თუ არამეზობელს არ ვუყვართ, ყველა მოვიძულეთ და დავრჩით მარტო, დახმარების გარეშე.

ვერ წარმომიდენია, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დასრულდეს. მტრებს ქვეყნის გარეთ ვეძებთ, არა და მოღალატეები ქვეყნის შიგნით გვყავს."

"ქართველებთან რა გვინდა, მაგრამ ასეთ რთულ დროს ამ მატჩში გამარჯვებას მცირე სიხარულის მოტანა მაინც შეუძლია."

"ჯერ არაფერი გვაქვს სალაპარაკო, არასდროს მოგვიგია მეზობლებისთვის, იმედია ამ აუტანელ ვითარებაში ბიჭები მაინც გაგვახარებენ!"

"ყოჩაღ ჩვენ. რომ არ მოგატყუოთ, მიკვირს, ირგვლივ ყველას გადამტერება როგორ მოვახერხეთ."

ცხადია, ამ კომენტარების მიღმა იყო საწინააღმდეგო განწყობისა და შინაარსის მქონე ტექსტებიც, თუმცა, მიგვაჩნია, რომ მტრული და ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივების ნაცვლად ყველამ არსებული პრობლემების მოგვარებაზე უნდა ვიფიქროთ.

საქართველოსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ ტრანსილაციას პირველი არხი შემოგვთავაზებს.

altხოაკონ კაპაროსი: მაკედონიასთან წაგება საქართველოს ნაკრებზე გავლენას არ მოახდენს

altგევორგ კაზარიანი: სომეხ გულშემტკივართა ნაწილს საქართველოს დამარცხება გაუხარდა

altვლადიმირ ვაისი: "ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, მაგრამ სომხეთს უნდა მოვუგოთ"

altსაბა ლობჟანიძე: სტრესული ვითარებაა - რეაბილიტაცია მოგება იქნება

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჩვენ მტერს ასეთი მეზობელი!!!!
dato
15:30 16-11-2020
1
სომხებიც და აზერებიც ჩვენი მეზობლები არიან, კარგი და ცუდი ყველგან არის.
ჯობია ჩვენს ქვეყანას მივხედოთ. ქართულ მიწებზე პრეტენზია ყველას აქვს და თუ ჩვენ არ ვივარგებთ პრეტენზიაც გაუჩნედებათ.
აგერ აზერბაიჯანი ალბამენელბის მემკვიდრეებად აცხადებენ თავს და ნახევარ კახეთს ეპოტინებიან, ნუ თან ამბობენ თურქები ვართო.
ასე რომ ამ დაპირისპირებაში ვინმეს მხარეს ყოფნა უბრალოდ სისულელეა.
ამჟამად თუ სიმართლე გაინტერესებთ ჩვენთვის სომხეთის მარცხი არ არის კარგი. ამით კვეთრად იზრდება აზერაბიჯანის გავლენა ამიერკავკასიაში, უკვე ფიქრობენ რომ ისინი არიან კავკასიაში ლიდერები, რაც ამბიციებს გაუზრდით
1

სიახლეები პოპულარული