საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ სომხეთთან მარცხდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 0:1 წააგო.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა
დაუშვა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 0:1
გოლი: კაზარიანი (33)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ლობჯანიძე

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი, კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი, გრიგორიანი, უდო, ბარსეგიანი, კარაპეტიანი, ადამიანი


მკითხველის კომენტარები / 62 /
პირველი ტაიმი კი არა და ....დაასამარეს ჩვენი ფეხბურთი...
ტარიელი
15 ნოემბერი 2020 22:53
0
შეიძლება ვცდები, მაგრამ მწვრთნელი ყოველთვის ნაკლებად დამნაშავე მგონია ცუდ შედეგში და მითუმეტეს ჩვენს ნაკრებში, ამ “ვაი ფეხბურთელებს“ რომ ვუყურებ.. ტატუები და საყურეები რომ გონიათ მაგარი ფეხბურთელობა.. ქართველი არ გვყვავდა მწვრთნელი, ჟილკას და ბრძოლას ითხოვდა და არ მოსწონდათ, უხეშიაო, ნუ გაიხდი ე შობელძაღლო სამაგისოდ საქმეს და ყვირილი კი არ ეხლისება ვინმეს... უსინდისოები არიან და მეტი არაფერი...
ინოკენტი
15 ნოემბერი 2020 22:52
0
ამ ვითომ ფეხბურთელების და ზოგადად ქართული ფეხბურთის მესვეურების ნამუსზე იყოს იმ თაობის ხალხის წამლით გაჟღენთილი გული და ნერვები მართლა ფეხბურთი რომ აქვთ ნაყურები, ნაგულშემატკივრები და სიამოვნება აქვს მიღებული ქართველების ფეხბურთის თამაშით
პ.ს. კორონაზე არანაკლებად უნდა მოვარიდოთ ასაკიანი ხალხი ამათზე რეპორტაჟებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფანი
15 ნოემბერი 2020 22:52
0
ბარემ ესტონეთთანაც წააგეთ....
სააკაძე
15 ნოემბერი 2020 22:51
0
აბა ხო არ აწყენინებენ შე კაცო! ჰეთ-ტრიკი არ უნდა შეასრულონ?
:)
16 ნოემბერი 2020 08:52
0
დეფაც!!
!!
15 ნოემბერი 2020 22:51
0
ძმებო ქომაგებო ხვალ ყველა ფედერაციასთან და მოვიშოროთ ეს უმაქნისები,ქომაგების მლანძღავი მუჯირი,ცოლ-შვილით მისული თამაშზე კობიაშვილი..ფარჩაკი წქიტიშვილი და ვინმე სალუქვაძე ანუ სალუქვიანი
ჯიჯი
15 ნოემბერი 2020 22:50
0
სირცხვილი თქვეეენ....კობიაავილს სასწრაფოდ დაატოვებინეთ ფედერაცია
გიო 111
15 ნოემბერი 2020 22:50
0
საქართველოში ყველა სპორტი რაც ბურთთანაა დაკავშირებული უნდა გააუქმო!!!
buba
15 ნოემბერი 2020 22:48
1
მეორე პენალს არავინ გაჩუქებს და ფრე რო სანატრელი გაგიხდება შენ მოედანზე სომხეთთან წადით ბიძია სახლში რა... ეხლა კალაძის რეკორდს ვერმოხსნით საკუთარ კარში მაგრამ არც ბევრად უკეთესები ხართ
:
15 ნოემბერი 2020 22:47
0
კვარაცხელია და ჩაკვრა გუნდი დანარჩენი კაპიკად არ ვარგიან კანკავა კიდევ
გიორგი
15 ნოემბერი 2020 22:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული