საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ სომხეთთან მარცხდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა სომხეთთან 0:1 წააგო.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა
დაუშვა, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - სომხეთი 0:1
გოლი: კაზარიანი (33)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ლობჯანიძე

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი, კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი, გრიგორიანი, უდო, ბარსეგიანი, კარაპეტიანი, ადამიანი


მკითხველის კომენტარები / 62 /
იძახეთ ახლა დავითაშვილი რომ გამოეყვანაო მაკედონიასთანო....ახლა თუ გამოიყვანა რა ქნა?
ამათი საშველი არაა
15 ნოემბერი 2020 21:52
5
რას აწვალებთ ამ ქართველებს, ამას თამაშზე არ გასვლა ჯობია, დავიწვი საცოდაობით, ფეხბურთელების გარდა ყველაფერი არიან, ვინც ამათ რომელიმე გუნდში ათამაშებს, იმათ ტვინში ჩამახედა
???????????????
15 ნოემბერი 2020 21:52
0
რა ჯიშის ხართ ღირსება კაცობა არ გაგაჩნიათ ? ადამიანები არ ხართ ? ფუ
გიო
15 ნოემბერი 2020 21:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული