კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
უვარგისებისგან შემდგარი ნახირი. რა აზრი აქვს კომენტარს, შერცხვებათ???? არა კუჭიც არ აეშლებათ...............
სტალინი
15 ნოემბერი 2020 23:04
0
რაც ვაისია ის არის კანკავა. ხო კიდევ გვილია არ დაგეკარგოთ არსად. ერთი ფეხფურთელი ვინც თამაშობდა საბა ლობჟანიძე იყო და ისეც გაიყვანა შემთხვევით რამე არ მოიფიქროს და არ მოგვაგებინოს იფიქრა. ძონძმა ვაისმა. ფუ.
პაატა
15 ნოემბერი 2020 23:04
0
თუ ძმა ხართ მითხარით, ფეხბურთელები ხართ, ჰოკიჯოხელები, ბალერინები, მოდელები თუ ,,,,, ნამუსი ნული, ჯიგარი მინუს 8, იმნაირები 179%........
???????????????
15 ნოემბერი 2020 23:01
0
კანკავა სირცხვილია... წადი კაპიტანო!!! და ზედ მიყევით სუყველანი!!!
ლელო
15 ნოემბერი 2020 22:59
1
რა კარგია ამათ თამაშებს რომ აღარ ვუყურებ. რა ცუდია, რომ ჩვენო 200 მილიონის ფასად უყურებს, ვისაც უხარია ამათი ყურება. მერე კიდევ, ეკლესიას რატომ აქვს 25 მილიონიო, და კიდევ, ამათ ფონზე საზმაუ (60 მლნ) წიწკვი კდემამოსილების ერთობლიობაა ...
სიმართლის მოყვარული
16 ნოემბერი 2020 13:01
5
თუ განვიხილავთ ფეხბურთს და ზოგადად სპორტს რომელის ყურებაც ქვეყნის უმრავლესობის გასართობს წარმოადგენს, რაც სპორტში ფული იხარჯება კიდევაც ცოტაა იმ სიამოვნების ასანაზღაურებლად რასაც სპორტი გვაწვდის. (იმის მაგივრად გავიდეთ და თვითონ ვითამაშოთ იმ მოედნებზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ თითქმის ყველა უბანში ააშენა და ამ ტრადიციას ახლანდელი ხელისუფლებაც აგრძელებს) საინტერესოა ფეხბურთის მნიშვნელობა საერთოდ ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა არის ფეხბურთი? მოედანზე სადაც ამოსულია ნორჩი ჯეჯილი, ლაღად დარბის 22 ადამიანი და საკუთარი ოსტატობის დემონსტრირებას ცდილობს იმ ადამიანებს გასამხიარულებლად რომლებიც იძულებულები არიან მთელი დღე იმუშაონ ბეტონის ციხეში (რომელსაც ქალაქს ვეძახით) ოჯახების გამოსაკვებად, თვალს წყალი დავალევინოთ ასე ვთქვათ. სპორტსმენების ლანძღვა ცოტა ზედმეტი ხომ არ არის, მათ შორის სპორტული ღონისძიებების დამგეგმავ აღმასრულებლების. თუ სპორტი ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის დემონსტრირებაა მაშინ სპორტსმენების ლანძღვა (ასევე მწვრთნელების და მთელი სპორტულ ინდუსტრიის) საკმარისი არაა. წაგება უნდა გაიგივდეს ქვეყნის ღალატთან, წაგებაში თანამონაწილე ყველა უკლებლივ უნდა დაისაჯოს (უკიდურეს ზომებსაც არ გამოვრიცხავ სარზე დასმა ან თავის მოჭრა და მოედნის გარშემო მესერზე ჩამოკიდება).
რა შეჭამეთ ეს ფეხბურთელები (და ზოგადად სპორტსმენები) კუდამოძუებული ძაღლებივით რო დარბიან. თუ არ მოგწონს წადი და ეთამაშე ვისაც გინდა გადაიღე, ატვირთე ინტერნეტში და იბლატავე მერე, თუ ერთ ადგილი გაქვს თუ არა და დააყენე ეგ ერთი ადგილი და მიხედე შენ საქმეს.
რა ქართულ ჯიგარზე ლაპარაკობთ სახლში გამოკეტილი დიასახლისები ხართ!
განდონი
16 ნოემბერი 2020 15:22
4
მოწიეთ ძამა რამე თუ? დედა რა იყო ეს ა?
(:: !::)
16 ნოემბერი 2020 08:49
2
ის დრო მოვიდა ჩაკვეს, კვარას, კიტეს, ზურიკოს, პაპუნას, ბუდუს, ხოჭოლავას, კაკაბაძის, ლობჟანიძის, ტაბიძის, შენგელიას, აბურჯანიას, ქვილითაიას და ვაკოს ღერძზე უნდა დაკომპლექტდეს შემადგენლობა და ჩვენი ოქრი, კანკავა, კვეკვე, კაშია, გვილია, ანანიძე, ლორია, დვალი, ლობჯანიძე, კაჭარავა, დაუშვილი და ასე შემდეგ... ნაკრების სკამს და მთლიან შემადგენლობას ავსებდნენ.
ეს არის ერთადერთი გზა ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის.
რა თქმა უნდა უკეთესი მწვრთნელის (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ახალი) პირობებში.
GSS31
16 ნოემბერი 2020 02:02
22
არ ვიცი რა დავწერო. საბა ლობჟანიძე არ უნდა ყოფილიყო სკამზე წინა შეხვედრაში. რესურს ეს კაცი არასწორად ანაწილებს. ჯიღაური, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, გრიგალავა დღეს მაინც, არ უნდა ყოფილიყვნენ,გვილია ხომ საერთოდ შენელებული კადრი, როცა თავის ლეგიაში არაა სასტარტოში ესეიგი ვერ ქაჩავს შენ რაღას ეძალები. მე პირადად საბა ლობჟანიძეს დღეს ყველაზე მაღალ შეფასებას და სათამაშო დროს მივცემდი. შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა მწვრთნელობა.... სტანდარტულებში ნული.არ იგრძნობა არაფერი ამუშავებთ რამეს????
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2020 01:43
2
ისე ანონთროსისის არცერთი ფეხბურთელი რომ არ ათამაშებს, ვითომ ქეცბაიას კრიტიკის გამოო?!!! ნეტა არ სცხვენიათ, სახლში შვილებთან რომ მივლენ რა უნდა უთხრან.
დუდუ
16 ნოემბერი 2020 00:33
2
როგორც ვიცი ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის ხარისხს ნაკრების წარმატებებით ზომავენ და ჩვენი ნაკრების ასეთი გაბითურების შემდეგ კობიაშვილმა და მისმა ბიუჯეტის ყლაპია კლასტერმა ,ნუთუ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და არ უნდა გადადგნენ? თუ სანამ ოცნების ხელისუფლება იქნება,მანამ უნდა თქვლიფონ ხალხის ბიუჯეტი?
mamulo
15 ნოემბერი 2020 23:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული