კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
სასწრაფოდ გადადგეს ფედერაციის ხელმძღვანელობა და ფინანსური აუდიტი მოხდეს ფედერაციის საქმიანობის. ლევან კობიაშვილს და მის მოშავო გაგების ფედერაციის გაუნათლებელ გუნდს უკვე მორალური უფლებაც არაა აქვს დარჩნენ.

ახლაც ცემეთ გულშემატკივრები, მერე გამოდით და ირიბად ისაუბრეთ პოლიტიკურ კუთვნილებაზე.
პრაგმატისტი
15 ნოემბერი 2020 23:10
0
მე მათგანი ვარ ვინც შეგნებულად შეწყვიტა ვაისის კრიტიკა. ვთვლიდით აქ ბევრნი რომ არ იყო ამის დრო. ნაკრებს გვერდში დგომა უნდოდა და არა ვაისის კრიტიკა. არაფრიდან შეგვრჩა ისევ არაფერი და დაკარგული დიდი დრო. ამაზე პასუხისგებლობა ფედერაციამ უნდა აიღოს და გადადგეს კობიაშვილი. წავიდეს პარლამენტში და თავი დაანებოს ფევბურთის მართვას. მან სრული ნეპოტიზმი დაამყარა ფეხბყრთის ფედერაციაში და საქმე ნული. საკლუბო ფეხბურთი ნული, ნაკრების შედეგები ნული. ცალკეული ფეხბურთელების გამონათება რომ არა ესეც არ იქნებოდა. ამაზე ფსკერი სადღაა ვიკითხავთ და გეტყვით. იქ სადაც დინამომ დაწია ქართული საკლუბო ფეხბურთის დონე, ეს ალბათ ნაკრების ხვედრიც გახდება სანამ ფეხბურთში ნეპოტიზმი მძვინვარებს და მხოლოდ ჩვენ ფულის განიავებაში არიან.
G.LA
15 ნოემბერი 2020 23:08
0
ბიჭებო მაგარი იდეა მაქვს და ჟურნალისტებმაც იქნებ ამიბათ მხარი.. ჩვენს უნამუსო უსისრცხვილო გუნდს დავარქვათ და ამის მერე მოვიხსენიოთ... საქართველოს საქათმეთა ნაკრები!!!
ყველას ეხება
15 ნოემბერი 2020 23:07
0
უბრალოდ სირცხვილსაც თავისი ზღვარი აქ.....
d.b.v
15 ნოემბერი 2020 23:02
0
ბ დივიზიონის ლუზრებეი და ჩმორები ხართ თქვენ!
giorgi
15 ნოემბერი 2020 23:01
0
გაბრექილი ჭიაბრიშვილი ჯერ კიდევ ერევან არარატისგან სუნით დადის და ეხლს ნაკრებს აკლდა ეს,,
lado
15 ნოემბერი 2020 23:01
0
ჩხუბი კი არა გამოსავლის პოვნაა ეხლა მთავარი
თბილისი
16 ნოემბერი 2020 16:39
0
პსკერი!
Skorpion07
16 ნოემბერი 2020 12:22
1
ერთი იდეა მაქვს, მწვრთნელად რომ დაინიშნოს ქართველების დუეტი, მაგ. ცხადაძე-ქეცბაია ან არველაძე-ქეცბაია ან სხვა, მგონი საინტერესო იქნებოდა, ერთმანეთს შეავსებდნენ და გამოცდილებას გაუზიარებდნენ. მინიმუმ მომავალი ხუთი წელი მაინც ერთ წრე უნდა ვიტრიალოთ და გვეცადა მაინც რამე ახალი. ერთი რამე ცალსახაა, რომ ისევ ქართველი ჯობია თორემ კუპერი და ტოპმიოლერიც მოგვინელებია და დიდად არ შეგვრგებია. და კიდევ ჩემ აზრსაც დავაფიქსირებ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხუთი თუ რვა წლის წინ დაწყებული ფეხბურთის განვითარების პროექტის წარუმატებლობაზე. პირადად მე ვერაფერი დავინახე წინა ხელმძღვანელობის შედეგზე უკეთესი.
სახალხო ტრიბუნიდან-ცარიელ ტრიბუნამდე!
16 ნოემბერი 2020 01:41
12
არახალია, გვყავდა ეგეთი დუეტიც - ყიფიანი/ძოძუაშვილი. რომ გითხრა რესორები დაღუნესთქო, მოგატყუებ
გიორგი
16 ნოემბერი 2020 12:22
0
დრანც ლავი ქუნემ.
სომეხი
16 ნოემბერი 2020 00:09
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული