კატასტროფა - საქართველოს ნაკრები სახლში სომხეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები სომხეთთან 1:2 დამარცხდა.

როგორც საქართველოს ნაკრების ჯერ კიდევ მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე დაანონსა, წინა მატჩთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. სატურნირო სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გამარჯვება და თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით სჭირდებოდა. მთავარი იყო, „ჯვაროსნები“ როგორ გამოვიდოდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხის შემდეგ სტრესული მდგომარეობიდან და როგორ შეძლებდა მეტოქესთან თამაშს, რომელიც პირველ წრეში აშკარად კი დაჯაბნა, მაგრამ მაინც ფრეს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და შეუტია. ჯიღაურის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე იურჩენკომ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, მაგრამ ჩვენმა
ფეხბურთელებმა შანსი ვერ გამოიყენეს. მეტოქე კი კონტრიერიშებზე თამაშობდა, უფრო მარჯვენა ფლანგიდან და 33-ე წუთზე კაზარიანმა ანგარიში გახსნა. შემდეგ კაზარიანს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა. მე-40 წუთზე ლობჯანიძის თავური გოლკიპერმა მოიგერია.

ჩვენს გუნდს აშკარად არ ჰყავდა მოედანზე ფეხბურთელი, რომელიც თამაშს საკუთარ თავზე აიღებდა და გაამწვავებდა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მიუხედავად შეტევაში პრობლემებისა, ვაისმა შესვენებაზე შეცვლები არ განახორციელა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, თუმცა კვლავ უხიფათოდ უტევდა, დავითაშვილის ნაცვლად მოედანზე ყაზაიშვილი შევიდა და მან ლობჯანიძის მოპოვებული თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 67-ე წუთზე ვაისმა ლობჯანიძე კაჭარავათი შეცვალა. მერე ყაზაიშვილს გოლის გატანა იურჩენკომ არ დაანება. 86-ე წუთზე ჩვენი დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩავარდა და ადამიანმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საქართველოს ნაკრები ისევ უხეიროდ გაისარჯა, საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, ვერც ევროპირველობაზე გავიდა და ერთა ლიგაზეც ჯგუფში ჩარჩა. აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოკლება გამამართლებელი მიზეზი არ არის.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - სომხეთი 1:2
გოლები: 0:1 კაზარიანი (33), 1:1 ყაზაიშვილი (65, პენ), 1:2 ადამიანი (86)

საქართველო: მაკარიძე, ჯიღაური, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (კვეკვესკირი 80), გვილია (მიქელთაძე 80), ლობჟანიძე (პაპუნაშვილი 80), დავითაშვილი (ყაზაიშვილი 56), ლობჯანიძე (კაჭარავა 67)

სომხეთი: იურჩენკო, ოგანესიანი (გრიგორიანი 69), კალიცირი, აროიანი, ამბარცუმიანი, კაზარიანი (ბიჩახჩიანი 77), გრიგორიანი, უდო (მურადიანი 77), ბარსეგიანი, კარაპეტიანი (კორიანი 77), ადამიანი (ვოსკანიანი 89)


მკითხველის კომენტარები / 254 /
აი თურმე რა არის ტუალეტში ჩარეცხვა
ლევანი
15 ნოემბერი 2020 23:33
0
ფსკერი, სირცხვილი, უთავმოყვარეო კაცუნების ,,სბროდი". ზოგადად ოცნებას შეგაძულებენ კაცს.
მამუკა
15 ნოემბერი 2020 23:27
0
მემგონი 22 წელს ზემოთ ვინც არის არავინ არ უნდა გამოიძახონ აწი ნაკრებში . მთელი ცხოვრებაა ფეხბურთი მიყვარს ფეხბურთით ვცოცხლობ და მემგონი ეს ნაკრები ფეხბურთს მაზიზღებს
ტოტტი
15 ნოემბერი 2020 23:13
0
უნდა დაითვალოს ყოველი თამაშისას ყველა მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტი!!! ვინ რამდენჯერ დაკარგა ბურთი, გააფუჭა პასი, რამდენი კილომეტრი ირბინა, დაცვაში რამდენი გადაცემა ჩაჭრა, რამდენი საგოლე პასი გააკეთა, ვინ რამდენჯერ დაარტყა კარისკენ, და ასე შემდეგ და დადებული შედეგებით დაკომპლექტდეს გუნდი და არა ისე რო ვუყურებ ვითომ ვარსკვლავი მთელი თამაში ნატაობით რო ერთობა 30 ჯერ ართმევენ ბურთს 30 ჯერ პასს მოწინააღმდეგეს აძლევს 30 ჯერ ბურთს ვერ აჩერებს ნორმალურად პასი რო მიიღოს და ჩავარდა თამაში მარტო ამით და ერთ თამაშში თუ გაუვარდება გოლი ნაკრებში გარანტირებული აქვს ადგილი!!! რაც სომხებმა ირბინეს და პრესინგი მოაწყვეს მითუმეტეს იგებდნენ იმის ნახევარი არ ურბენიათ ამ მაჩანჩალებს!!!!
რჩევა!!!
16 ნოემბერი 2020 08:45
1
ჩვენთან ხომ სტატისტიკას არ აქვს მნიშვნელობა, სულ რომ უგუნდოდ იყოს და უთამაშებელი, მაინც "მუდმივად პერსპექწიული" ფეხბურთელები გვყავს და უნდა ითამაშონ ნაკრებში აუცილებლად!
გიორგი
16 ნოემბერი 2020 12:01
1
ქეცბაია უნდათ ამათ მწვრთნელად, ერთ ადგილს თუ არ გაანძრევდნენ მოედანზე და სირბილის მაგივრად სპორტულ სიარულს გააგრძელებდნენ გინებით რო ამოუტრიალებდა ყველას და ყველაფერს ის თუ უშველის საქმეს ან წიწაკა თამაშის წინ ერთ ადგილას...:)
სამჭკუაშვილი
16 ნოემბერი 2020 08:17
2
35 ცლის ვარ და 1000 ლარს გამოვალ ტუ გრიგალავაზე უკეტესი ფეხბურტი არ ვიტამასო ტექნიკურადაც და სწრაფადაც!
KOSTAKURTA
16 ნოემბერი 2020 02:49
5
რაღაცა დალპა დანიის სამეფოში
???
16 ნოემბერი 2020 01:36
0
რაღაცა არა, ყველაფერი დალპა
შესწორება
16 ნოემბერი 2020 08:25
1
დღეს გამოჩნდა რომ ოქრის, ვაკოს ჯანოს კვარას ჩაკვეს და კანკავას დონის ფეხბურთელები არ გვყავს სხვა არცერთი, და თქვენ ჯანოს, ვაკოს და ოქრის გამოძახების გამო მწვრთნელებს ლანძღავდით, ქეცბაიაც მაგისთვის გალანძღეთ და ისიც მახსოვს სავსე დინამოს სტადიონი შოთა არველაძეს რა სიტყვებით აგინებდა, ბავშვი ვიყავი და ცრემლები მახრჩობდა რომ ვერაფერს ვაბობდი, შოთის გამო შემიყვარდა ფეხბურთი და გაოცებული ვიყავი არ მჯეროდა რომ ბრბოს ასე შეიძლება გაემეტებინა ფეხბურთელი და ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი. თქვენი ძმა ან შვილი რო დამარცხდება გადაუვლით ზემოდან თუ ხელს გაუწვდით გაამხნევებთ და მომავალ გამარჯვებაში მხარში ამოუდგებით? არ მჯერა რომ ქართველები ასე ღვარძლიანები და უმადურები ვართ!
Semi
16 ნოემბერი 2020 00:46
5
ჯიღაირი პელე ხარ)) გვილია შენ მარადონა))
კრუიფი
15 ნოემბერი 2020 23:18
0
აქამდე არაფერი იყო! აი სომხეთთან წაგებას თბილისში ქვია 7-ჯერ ჩაჯმა!
მწრთვნელი
15 ნოემბერი 2020 23:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული