ვაისი: მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი

AutoSharing Option
სომხეთთან ერთა ლიგაზე წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კომენტარი გააკეთა:

"კონტრაქტი დამთავრდა და გაგრძელება საჭირო აღარაა, ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ახალი სული მოიტანოს.

3 დღის წინ შეგვეძლო გმირები გავმხდარიყავით... დღეს შანსები შევქმენით და გოლი ვერ გავიტანეთ... შეტევაში კლასი გვაკლია...

ახალი არაფერია... მაკედონიისთვის გასვლაზე 3:1 უნდა მოგვეგო, საბოლოოდ 1:1 დამთავრდა.

დღეს 60 მეტრი ირბინა სომეხმა შემტევმა და არავინ შეხვდა. ასეთი შეცდომა ამ დონეზე არ შეიძლება.

5 წელი გავატარე აქ. ეს ორი თვე არ ყოფილა. მე გული ჩავდე ქართულ ფეხბურთში...
3 დღის წინ რაღაც საოცარს ველოდით, ევროპი ჩემპიონატს. ახლა ეს ტრაგედიაა, ჩემი ტრაგედიაა, ქართველების ტრაგედიაა...

ბიჭებს ვუთხარი, მე მივდივარ, თქვენ რჩებით, ეს ორი მატჩი უნდა მოვიგოთ, ჯგუფი უნდა მოვიგოთ-მეთქი... თუ გინდათ გაიზარდოთ, მაღალ დონეზე ასვლა... მაგრამ საკმარისი არ არის...

დაუჯერებელია, როცა ხედავ, რომ ნავალოვსკი აწეულია, ნახევარმცველმა მისი სივრცე არ უნდა დატოვო...

ადამიანს ორი შანსი შეექმნა და გოლი გაიტანა... ჩვენ იმდენი შესაძლებლობა გვქონდა და რა?!

თამაშის წინ ვუთხარი ბიჭებს, 100% ჩავდოთ და ვნახოთ, რა გამოვა... თითოეულ ფეხბურთელს ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი მასზე, როგორც მოთამაშეზე და როგორც ადამიანზე, რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარე.

მე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ნაკრების ყველა ფეხბურთელზე იმავეს ვერ ვიტყვი. ყველა მათგანი ნაკრების მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მე, არაქართველმა ამ გუნდში ყველაფერი ჩავდე. ბევრს ვენდე და ყველამ ეს ნდობა ვერ გაამართლა. ვფიქრობ, ახლა გუნდში მყოფ რამდენიმე მოთამაშეს საქართველოს ნაკრებში ვეღარ იხილავთ.

ზოგ მოთამაშეს მეტი ნიჭი აქვს, ზოგს - ნაკლები, თუმცა იმ ნიჭიერზე ორჯერ მეტს მუშაობს.

საშინელი დღეები იყო. კიდევ ძნელი 2 დღე მელის, გუნდი ჩემს ბოლო შეხვედრაში უნდა გავიყვანო...

ჩემი ტრაგიკომედიაა, სომხეთს ოთხჯერ შევხვდი და სამჯერ წავაგე. ახლა ეს საქართველოს ტრაგედიაა... ტრაგედიაა კუთხურები, ტრაგედიაა ჯარიმები...

ძალიან ვწუხვარ თქვენ წინაშე, ქართველი ხალხის წინაშე, ბიჭების წინაშე. ყველა ტიროდა გასახდელში...

ნავალოვსკი ძალიან მიყვარს, კარგი ბიჭია, იმდენჯერ ვუთხარი, პირველ რიგში მცველი ხარ, მაგრამ ის ძალიან მოტივირებულია, უნდა ირბინოს, წინ წავიდეს, შეუტიოს, მაგრამ მარტო ნავალას შეცდომა არ ყოფილა ეს...

5 წელი უკვე წარსულია... ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი წავაგეთ ზედიზედ... იმედია, ჩემს ბოლო შეხვედრას მოვიგებთ.

მე წავალ, დაგლოცავთ, ახალ სამსახურს მოვძენი, თქვენ პროგრესი უნდა განაგრძოთ. ნიჭიერი მოთამაშეები გყავთ, საქართველოში არის ნიჭი...

5 წელი უმნიშვნელო არ ყოფილა... შემიყვარდა ეს ქვეყანა, ეს ხალხი, ის ადამიანები, ვინც მენდო. მინდოდა მოგება, მაგრამ...

საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი ფეხბურთელი არ გვყავს... ვენდე რამდენიმეს, მაგრამ მათ ეს ნდობა ვერ გაამართლეს. რას ვიზამთ, ახლა მე უმუშევარი ვარ... მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდათ.

ფეხბურთს მხოლოდ მინდორზე არ თამაშობ... ეს ნიშნავს, როგორ ცხოვრობ, როგორ ვარჯიშობ...

ძალიან ცუდი ქართულ ფეხბურთში ის არის, რომ ზოგიერთი მოთამაშე პოზიტიურ კრიტიკას ვერ იღებს... ჯაბა კანკავას გოლის გატანას ვერ დავავალებ, შემტევებმა უნდა გაიტანონ, საგოლე პასი გააკეთონ...

ვაკო და ოქრი ძალიან მიყვარს, მათ კლასი აქვთ, ნიჭი აქვთ, მაგრამ შეცდომებთან ერთად...

ჯაბა 34 წლისაა, მაგრამ 3-4 წელს კიდევ მაღალ დონეზე ითამაშებს. აქაა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, უნიჭიერესი ბიჭები.

ხოჭოლავამ ბრწყინვალედ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დღეს გეგონებოდა, ამხანაგურ შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას. ხოჭო-მეთქი მეტი ემოცია, მეტი, მეტი...

ოქრი ბურთით საოცარი ფეხბურთელია. ვუთხარი, სადაც უნდა იყოს უფრო აქტიური, კართან, კართან და არა ფლანგზე.

დღეს კიდევ ერთი შანსი გავუშვით ხელიდან, გაგვეკეთებინა დიდი ნაბიჯი ქართულ ფეხბურთში... მაგრამ მოვა, უკეთესი დროება დაგიდგებათ...

არ ვიცი, იქნებ ზივზივაძისთვის უფრო მეტი ნდობა უნდა გამომეცხადებინა, ან სხირტლაძისათვის, არ ვიცი...".

მკითხველის კომენტარები / 124 /
ხოჭოლავას ცუდათ არ უთამაშია რას ერჩის ვეწრ გავიგე, როცა გუნდი მოშლილია რა უნდა ქნას ერთმა მცველმა? მემგონი მთავარი პრობლემა ყოველთვის შემადგენლობის სერჩევაში ქონდა ამ კაცს, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ფეხბურთელი ვერ თამაშობდა და მე 80 წუთამდე არ სცვლიდა.
იაგო
16 ნოემბერი 2020 10:17
5
არ ვიცი რა დავწერო. საბა ლობჟანიძე არ უნდა ყოფილიყო სკამზე წინა შეხვედრაში. რესურს ეს კაცი არასწორად ანაწილებს. ჯიღაური, ნავალოვსკი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, გრიგალავა დღეს მაინც, არ უნდა ყოფილიყვნენ,გვილია ხომ საერთოდ შენელებული კადრი, როცა თავის ლეგიაში არაა სასტარტოში ესეიგი ვერ ქაჩავს შენ რაღას ეძალები. მე პირადად საბა ლობჟანიძეს დღეს ყველაზე მაღალ შეფასებას და სათამაშო დროს მივცემდი. შესაძლებლობების სწორად გამოყენებაა მწვრთნელობა.... სტანდარტულებში ნული.არ იგრძნობა არაფერი ამუშავებთ რამეს????
გიორგი კაჭკაჭიშვილი
16 ნოემბერი 2020 01:40
1
მისი სიტყვების მჯერა.ხვიჩას და შენგელიას ავადმყოფობა რომ გაიგეს,მაშინ ჩაქრა გუნდი.იბრძოლეს,ირბინეს,რაც შეეძლოთ,მაგრამ თამაში არ იყო.ალბათ განწირულის ფართხალი უფრო ეთქმოდა.დრო დაგვჭირდება თვითრწმენის დასაბრუნებლად,თუ საერთოდ დავიბრუნეთ. ნინუას დაყენებაზეც იყო ლაპარაკი,მაგრამ ნინუა,დინამოს კაპიტანი იყო და ბოლო თამაშებში,გუნდს არ დაეხმარა.ასეთის შემდეგ,არ ვიცი რამდენად გამოადგება ნაკრებს.
სოსო
16 ნოემბერი 2020 00:35
3
ამ მარცხში ამ კაცის ბრალი რათქმაუნდა არის მაგრამ ნაკრების ფეხბურთელებთან შედარებით მიზერული,ყველაზე დიდი ბრალი ფეხბურთელებისაა,მათი არაპროფესიონალიზმის და ფეხბურთის არცოდნის,ეს დაემართა ფარერებში დინამოსაც,მოკლედ დიდ ნეხვშია ჩაფლული ქართული ფეხბურთი
gabu
16 ნოემბერი 2020 14:32
1
ვაისმა სლოვაკეთის ნასრები ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, რაც თავის დროზე სასწაულად მონათლეს და ცხადია ვაისის ავტორიტეტიც საკმაოდ გაიზარდა, ნახეთ დღეს რა ხდება ამ პატარა ქვეყანამ სხვა მწვრთნელის ხელშიც დიდ წარმატებას მიაღწია, მოუგო გასვლა ჩრდილოეთ ირლანდიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს და ფინალურ ეტაპზე მოხვდა, ევრო ლიგის ჯგუფშიც თამაშ თამაშზე იგებს!!! კომენტარი და დასკვნები თქვენთვის მომინდვია ჩემო საყვარელო ქართველებო!!!
ლეო
16 ნოემბერი 2020 13:27
1
უფრო სწორად მსოფლიოს მერვედფინალში გაიყვანა ,და იტალიასთან დამარცხდა .
დევკალიონი
16 ნოემბერი 2020 15:12
1
ძლივს არ ამოიღო ამან ხმა რაც არ უნდა იყოს ჩვენ ქართველები ვართ და კულტურას და პატივისცემას იქეთ გასწავლით უკვე 10 000 წელია ( არგონავტების დროიდან ) ასე რომ პირველ რიგში მადლობა მაგ 5 წლისთვის და ალბათ იმისთვისაც რომ გინდოდა დაგვხმარებოდი გისურვებთ მომავალში წარმატებებს...!!!! დანარჩენზე კი ბოდიში მაგრამ ჩვენ ქართველები ვართ და სიმართლეს და მითუმეტეს სამართლიანობას ჩვენ თავს ზემოთ ვაყენებთ ასე როომ...დავიწყოთ იქედან რომ საერთოდ არ იყო ეს კაცი ჩამოსაყვანი ბოლოსდაბოლოს რა უნდა გვასწავლოს სლოვაკეთის საფეხბურთო სკოლამ და ტრადიციამ როცა ასჯერ მეტი გვქონდა ....როგორც არ იყო საჭირო არც გერმანელი არც ფრანგი და არც არგენტინელი ვერცერთმა გაუგო მენტალურად ქართველებს როგორც ფეხბურთელებს ასევე გულშემატკივრებს თან არცერთი ამ ქვეყნის საფეხბურთო სტილი და ფილოსოფია ჩვენთვის ძაან შორს არის საერთოდ რომ არ შეესაბამება ...სამხრეთული ქვეყნებიდან კი იტალიურიც არ არის ჩვენი სტილი არავის არ მოგვწონს დაცვითი ფეხბურთი და ვერც ვისწავლით მაგათ კატენაჩოს ესპანეთი ვითომ ხომ მაგრამ მაგათამა აგრე ახლახან გაიბრწყინეს და მგონი ისევ გაქრებიან დიდი ხნით ...ევროპიდან ვისგანაც ჩვენ შევძლებთ რამეს ათვისებას ( ისიც თუ გვეყოლა საკმარისი ტალანტები ) ეს არის ჰოლანდიური და მათ უნივერსალიზმს ბურთთან ასე თუ ისე ყველას შენობით არის კაცის მოტყუება თითქმის ყველას შეუძლია ბურთის ართმევაც ყველამ უნდა ისწავლოს როგორც ზონების ჩაკეტვა და მაღალი პრესინგი მართალია პრესინგს ძლიერი ფიზიკური მომზადება სჭირდება ასე რომ ეგ ჰოლანდიური სისტემა ბავშვობიდან უნდა დანერგონ ...და იქნებიან ნაკრებში კანკავას და კვარეცხელიას მსგავსები რომლებსაც 90 წუთი შეეძლებათ ირბინონ და არა 5 წუთი მერე დავისვენებენ 15 წუთს ისევ 3-5 წუთს გაირბენენ და ასე შემდეგ ზოგიერთს გამოდის რომ მოედანზე იყო 90 წუთი მაგრამ ითამაშა 15 ....ეს ისე მომავლისთვის თუ სადაური სისტემა და სადაური მწვრთნელები გვჭირდება აბა რა ვქნათ არ ვართ ჩვენ გერმანელებივით ფიზიკურად ძლიერები და დისციპლინებურები ასევე ფრანგებივით 100ქვეყნიდან შეჯვარებუკები რომ არაბი ზიდანი და აფრიკელი მპაბე ჩვენთანაც გამოჩნდეს ( ისე ზიდანზე არანაკლები ჩვენაც გვყავდა) .....რაც შეეხება დღევანდელ ნაკრებს მგონი უკეთესია ორი ქართველი მწვრთნელის დანიშვნა შედარებით ერთი ახალგაზრდა ვინაც ამათი უმეტესობა გაზარდა და იცნობს ბავშვობიდან ერთს კი ბებერს ვისაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება ჩემი შტერული მოსაზრებით მაგალითად დევდარიანს პატიოსანი კაცი ჩანს და თან უყვარს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეორეს კი ჩივაძეს ვის თუ არა მას აქვს საერთაშორისო გამოცდილება კარგი მცველი და მკაცრიც იყო და მაგის დროს მშვენიერ ფეხბურთს თამაშობდა ნაკრები ...ოღონდ ერთმანეთს უნდა შეერწყან და ერთმანეთის ჭამა და საბანის ქაჩვა არ უნდა დაიწყონ თავიანთი ამბიციები გადადონ გვერდზე ....რაც შეეხება ფეხბურთელებს და რაც იყო ვაისის დიდი მინუსი იძახდა ერთიდაიგივე ფეხბურთელებს მიუხედავად იმისა ქონდათ თუ არა სათამაშო პრაქტიკა ....დავიწყოთ კაშიას და ვაკოს 3-4 თვე არ უთამაშიათ ფეხბურთი და როგორ უნდა იყვნენ ფორმაში გვილია რასაც ვაკვირდები წინა სეზონი პოლონეთში მაგრად ჩაამთავრა მაგრამ ახალი სეზონდან რატომღაც არ იყო ფორმაში და ლეგიის ძირითადინაც კი ამოვარდა როტორში აგერ ახლახან ჩაიარა კოვიდმა ორი თამაში წაგება ჩაუთვალეს კიდეც რამაც ამოაგდო ფორმიდან კვირკველია და დავითაშვილიც ...კაკაბაძემ აბურჯანიამ და პაპუნაშვილმა აგერ ახლახან შეიცვალეს გუნდები და ესპანეთის სეგუნდას აუტსაიდერებში ზამენებზე ზიან რაც ნიშნავს რომ არ არიან ფორმაში და როგორც ვხვდები ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ზედმეტი ვარჯიშისგან თავს არ იწუხებენ ვარჯიშებზე დადიან ალბათ როგორც სამსახურში და იქაც ცდილობენ საჩკაობას აბა ორ თვეში როგორ ვერ უნდა აკრიფო ფორმა როდესაც იცი წინ ნაკრების ეგეთი გადამწყვეტი თამაშები გაქვს ....საერთოდ ვერ ხვდები რა უნდა ნაკრებში თბილისის დინამოს ფეხბურთელებს მითუმეტეს ახლა კლასვკის შემდეგ ასევე ბათუმის დინამოდანაც გარდა ნავალოვსკისა ეს ჯერ ერთი ბებერი მგელია და გამოცდილება აქვს და გუნდში აუცილებელია ერთი ორი ეგეთიც თუმცა რაც დღეს ვნახე ყველაზე მეტს და სწრაფად ეგ დარბოდა ...და თუ კი საქართველოს ჩემპიონატიდან ვინმეს იძახებ მითუმეტეს ამ ეტაპზე როგორც პერსპექტივაზე როგორ რომ ლოკომოტივიდან არავინ მაგალითად თუ გვარი არ მეშლება კირკიტაძე იყო რეაქტიულ რაკეტესავით რომ გაირბინა მოსკოვის დინამოსთან და საგოლე პასი გააკეთა და მის წინა თამაშშიც კრაიოვასთან ანალოგიური პასი გააკეთა ...ასევე რატომ უნდა იყოს ნაკრებში კაჭარავა და არა სიხარულიძე ბოლოსდაბოლოს კაჭარავასნაირი არის კიდევ ეგრეთწოდებული სტოლბი ქვილითაია და ლობჯანიძე ამ სამიდან გამოიძახე ორი რომლებიც უკეთეს ფორმაში ერთი ძირითადში და მეორე ზამენაზე მაგრამ მათთან გვერდით აუცილებელია მეორე თავდამხსმელი ვინც ამათ მოგებულ ბურთს მიიღებს და კარში დაარტყამს სანამ მიქაუტაძე არ ჩამოგვიყვანია საუკეთესოები დღესდღეობით არიან სიხარულიძე მიქელთაძე და ქავთარაძე ...არცერთს არ იძახებდა ან თუ არ ათამაშებდა ...ან რა დაუშავეს ან ვის არ მგონია რომ მარტო ვაისის ბრალი იყოს ხარაიშვილმა და ნინუამ ჯერ ერთი ესენი ნახევარდაცვის ცენტრში ფიზიკურად ყველაზე ძლიერები არიან ართმევაც ეხერხებათ და შეტევაც ნინუა კი ჯარიმებს პენალტივით ურტყამს აქ კი ჯარიმა კი არა კუთხურს ვერ აწვდიდა ვერავინ ასევე როდესაც ამდენი ფორმიდან ამოვარდნილი ცენტრალური მცველი ჩამოგყავს კაშია და კვირკველია ავხსენი ხოჭოლოვამ ლიგაზე კი ითამაშა მაგრამ ბოლო თამაში 6:0 წააგო და არ იქნებოდა კარგად ფსიქოლოგიურად გყავს ასევე ლიგაზე მოთამაშე დვალი ტაბიძე და ერ ეძახი ლოჩოშვილს რომელიც ლიგა ევროპას თამაშობს და მშვენიერ ფორმაშია დვალს უშვებ ფლანგზე და ტაბიძეს საერთოდ არ ათამაშებ ...ასევე არ ეძახი ნაკრებში მუდმივად სათამაშო პრაქტიკის მქონე ჭანტურიშვილს ...ტყუილად აცხადებ გაფორთობულ სიას და როდესაც ყველა თამაშის წინ და შემდეგაც გაკლდება ორ-ორი ფეხბურთელი მაინც არ იმატებ არავის მაკედონიის წინ გამოგვაკლდა კვარა და შენგელია არავინ დაიმატე სომხეთის წინ დაუშვილი და ოქრი მაინც არავის იმატებ მოკლედ მეცოდება რა უკვე ეს ზივზივაძე რით არ დაპატარავდა მაგისთვის ეგ გაფართოებული სია....არადა მაგ სამივე სტოლბს ყველას ეგ სჯობს ამის გოლები მინახავს და მსმენია მაგათი ძაან იშვიათად ....და ყველაზე უარესი თან იმ დროს როდესაც გვაჩუქეს 5 შეცვლა შე დალოცვილო ხედავ უპრაქტიკო და ფორმიდან ამოვარდნილი ფეხბურთელები გყავს მაგენი სუპერფორმაში რომ არიან მაშინ ვერ დარბიან 90 წუთს ან ხედავ და იცი რომ ხასიათის მოთამაშეები არიან ნახევარი გუნდი არ წაუვიდა თამაში შეცვალე შესვენებაზე იმათ ხედავ რომ დაიღალნენ რაღას ელოდები როდის გაეხსბებათ მეორე დიხანია ეგ მგონი არ გვაქვს ქართველებს საერთოდ ...დაღლა ყველა თაობის პრობლემა იყო იმ მაგარი თბილისის დინამოსაც კი და ბევრი თამაში ფუჭდებოდა ბოლო წუთებზე ..ოღონდ იმათ ქონდა ორი ზამენა შენ კი 5 ხუთიიი რაც ნახევარი გუნდია სუპერვარსკვლავი და შეუცვლელი არავინ გყავს ხშირად შენივე სისულელეთი უკეთესი სკამზე გიზის ვიდრე მინდორზეა და 80-85 წუთამდის არ ცვლი არავის იმათ ხომ კლავ მინდორზე ძლივს დაბობღავენ უკვე და ჩვენც გვაწყვეტ ნერვებს ამას გაიძახის ყველა უკვე 3-4 წელია შენ კი დგახარ სადომაზასავით და არ აკეთებ დროულად ცვლილებებს ....წაბრძანდით ბატონო გზაც დაგვილოცნია ...მადლობა და წარმატებები და ბოდიში რომ ამდენი ხნით შეგაყოვნეთ ადრე იყავი გასაშვები ...!!!!
ოხოო
16 ნოემბერი 2020 04:10
7
5 კი არა ერთი წელი საკმარისი დროა გაიგო რა მენტალობის და შეძლების ნაკრებს წვრთნი. რომ გაიგე ვაის, რატომ არ წაეთრიე აქედან შენ, ფულის მონავ. იგივე ითქმის ქეცბაიაზე. არ გამოდის , წადი რა პატიოსნად თავაწეული და დაუთმე სხვას ადგილი. ვეცადე თქო, მაგრამ ესენი ვინ ყოფილანო, სათქმელიც გექნებოდათ.
ოზეკი
16 ნოემბერი 2020 09:49
10
რა ქვეყანაც ის ფეხბურთი.
AEY
16 ნოემბერი 2020 01:26
1
ერთ უბრალო მაგალითს მოვიყვან. მუშაობთ კომპანიაში სადაც უფროსი ხედავთ რომ იპარავს და კიდია კომპანიის განვითარება. რას იზამთ ადგებით და თქვენც ეგრე მიუდგებით უგულოდ და სადაც შანსი მოგეცემათ იქ ფულსაც გაჭრით და მართალიც იქნებით და ნუ თხოვთ ფეხბურთელებს გმირობას როცა შიგნიდან ჩვენზე კარგათ ხედავენ რა სიბინძურე ხდება
მართალი
16 ნოემბერი 2020 13:56
5
ვინ რას იპარავს და რას ხედავენ ფეხბურთელები, იქნებ დააკონკრეტოთ. სადღაც რაღაც ყურმოკრული ინფორმაციის გავრცელება უსაგნო ჭორაობაა. ფეხბურთელს თავისი საქმე აქვს და რაც მას ევალება, უნდა აკეთოს. თუ რაიმე მისთვის მისაცემი დააკლეს, თქვას. მეეჭვება, ჩვენი ფეხბურთელები უზრუნველყოფილი არ იყვნენ. მგზავრობის, განთავსების, კვების და ყველა ხარჯს 100%-ით უფარავენ.
მართალი-ს
16 ნოემბერი 2020 15:43
4
მეზარებოდა წერა და ვიფიქრე აღარ დავწერ თქო... მარა ეს მარაზმი რომ წავიკითხე, უფრო სწორად აღარც დავამთავრე... ზედმეტს არც ვიკადრებ და არც გაკადრებთ - ბატონო ვაისს! მაგრამ თქვენ მოგმართავთ პირადად: დღეს 100 % თქვენი წაგებულია ეს მატჩი. მთლიანად!!! და ჩუმად მაინც იყავით. რატომ გაუშვით ოქრიაშვილი, ლორია, კაკაბაძე, კაშია, ქვილითაია, კვირკველია ასეთ თამაშში??? ოქრიაშვილი ?? სომხებთან რომ გადაგარჩინათ არ გახსოვთ??? კაკაბაძეს რომ გაიყვანთ და ჯიღაურს დააყენებთ ეს ნორმალური გგონიათ?? ან ლობჟანიძეს რომ ცვლით თქვე კაი ადამიანო, მეგონებოდა რომ თამაშობთ ტოტალიზატორზე, სახეზე რომ არ ვხვდებოდე რომ პატიოსანი და კარგი ადამიანი ხართ, ამის ნამდვილად მჯერა, უბრალოდ გაგებაში არ ხართ ფეხბურთის! და ვინც 1ქვას რომ რამე გესმით- ის თვითონ აზრზე არ არის!! თქვენ უბრალოდ ვერ გრძნობთ რა მოწინააღმდეგეს რა უნდა დაუპირისპიროთ, სომხეთ გდავუვლიდით იმ შემადგენლობით რომ არა თქვენი დაყენებული გუნდი! მესამე შემადგენლობა!! ეს რა ჯანდაბაა? ეს ჩაწოდებები და ჩაწოდებები ამ ერთი თავდამსხმელის თავზე, რომ ვერ არტყავენ ეს საცოდავები ვერ ხედავთ??? რომ ვერ აწვდის ეს გვილია და ნავალოვსკი და ჯიღაური ძნელი დასანახია ??? ან რომელი იბრაჰიმოვიჩი ეს ლობჯანიძეა რომ ტვირთავთ მარტო მაგას შOრიდან? ლობჟანიძე , რომელსაც არა და არ აღირსეთ ძIრითადი ძლივს ათამაასEტ DA ღOM IტAMAსA სასწაულად გამოცვალეთ!!!! გამოცვალეთ!!! ვატონო ვაის, გულწრფელად გეუბნებით - ძალიან სიმპატიური კაცი ბრძანდებით. დიდი მადლობა მიოხუედავად ამ ყველაფრისა, უბრალოდ დროა შემცვლელი მოვიდეს რომ ბოლო თამაში მაინც ათამაშოს გუნდი, რაღაცა მონიშნოს თავისთვის. ფედერაციას უფრო ეხება ეს! და მუჯირს გადაეცით რომ ადამიანი დაუნახავი ღორი არ უნდა იყოს!!! ქომაგებს რომ აბრალებს ეს ვაი მენეჯერი თავიანთ კრახს ამაშია საქმე!! არც კი გრცხვენიათ თქო ასე უთხარით ჩემგან . და კომენტატორებს გადაეცით, რომ დ ა ა ნ ე ბ ე თ თ ა ვ ი ფეხბურთის წაყვანას!!!!
გადასარევი გიორგი
16 ნოემბერი 2020 02:35
5
რაზეა ხალხო საუბარი, გჯერავთ, რომ წავაგეთ? დღევანდელი რესურსით, ყველა თამაშს მოვიგებ, ყველას, ამ დონის გუნდებთან , რა თქმა უნდა. სასტავს ვერ ან არ აყენებენ, ეს ხომ ფაქტია, პოზიციებს ვერ არჩევენ. დღეს ძალით წააგეს, რადგან ბ ჯგუფში არ გადასულიყვნენ, ეხლა ბოლო თამაშსაც წააგებენ და დ ჯგუფში დაქვეითთებიან, რადგან

ფიქრობენ, რომ იქედან იოლად გავლენ. აბა სხვა რა ვიფიქრო. ფარჩაკები
leo
16 ნოემბერი 2020 00:36
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული