დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
თუ შევადარებთ ნაკრების მიერ ჩატარებულ ორ გასვლით თამაშს(სომხეთთი,მაკედონია)შინ ჩატარებულ სამ თამაშთან(ბელარუსი,მაკედონია,სომხეთი),ვფიქრობ ნაკრებში არც ისე ცუდადაა საქმე.გასვლითი თამაშები,რომ ვერ მოვიგეთ უფრო მწვრთნელის შეცდომები იყო ვიდრე ფეხბურთელების.არ შეიძლება ყოველ მომდევნო თამაშში შემადგენლობა ძირეულად ცვალო.როტაციას მივესალმები და კარგია,მაგრამ იმ რაოდენობით რაც ვაისმა აკეთა წარმოუდგენელია.ის ვერ ჩამოყალიბდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებში,რომლის ირგვლივაც გუნდი შეიკვრებოდა.მაგის ბრალია,რომ ნაკრებს შეთამაშებულობა აკლია.ფეხბურთელები უმარტივეს სიტუაციებში სწორ პასებს ვერ აკეთებენ,ერთმანეთს ვერ უგებენ.ანთუ აკეთებენ პასს,მათი 90 % უკან კეთდება.გამამწვავებელ პასებს ვერავინ აკეთებდა.მხოლოდ ინდივიდუალურად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას,რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია და ის მხოლოდ მესის შეუძლია.
და ბოლოს სირბილი,ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა კი არ დარბის,არამედ დაძუნძულებს.მოუმზადებლები არიან ფიზიკურად.
მე მაინც მჯერა,რომ კარგი მწვრთნელის(სომხეთის მწვრთნელი კაპაროსიკარგი მაგალითია)ხელში ყველაფერი კარგად იქნება.
ლერი
16:08 20-11-2020
1
მწვრთნელად ვის ვისურვებდით ეს ჟურნალისტის პოზიციიდან მეტად არაკვალიფიციური ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული თემააა!!!...ნაკრების მწვრთნელი ფედერაციამ უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა !!! მაშინ ფედერაცია რა საჭიროა ჟურნალისტო ?!? ნაკრებში პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს თითოეული თამაშის მიმართ ფეხბურთელებისგან!!! თუ არადა გუნდიდან გაუშვან!!! უპირველესად ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელების თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!!! რომ ბავშვი საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად გაიზარდოს!!! თორემ ნაკრები იმ შედეგს მოიტანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება!!!
Simartle
09:09 18-11-2020
0

სიახლეები პოპულარული