დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
Sidamonidzes zaalishvili da berdzenishvili chamoiyvanen..nu shechamet tbini am cxadadzeti..magas jer kidev tbilisis lokomotivis treneri ro gaxda 18 wlis win maqedan vakvirdebi da aravisze cudi treneri ar aris.am 18 welshi ras miagwia vabshe,qecbam ch.lze mainc gaifafxura,arveladzes kai gundebshi mainc umushavia,cxadadze kide chexradzestan ertad marto or kapiks shoulobs da egaa-gmertma milionebi misces imasac da chvenc
Levani
16 ნოემბერი 2020 12:21
2
ლორია,კაშია, ყაზაიშვილი, გრიგალავა, გვილია, ქვილითაია, კაჭარავა, ნაკრებში საერთოდ არ უნდა თამაშობდნენ, ახალგაზრდებზე უნდა დავაფუძნოდ ნაკრები; უნდა გამოიძახონ ვინც სისტემატურად თამაშობს კლუბში, ბუდუ, ხარაიშვილი, ნინუა რომელიც ჯარიმებს პენალტივით ურტყავს, ხარაიშველზე ტიტულოვან კლუბში, რომელი თამაშობს მითხარით?! ნუ ამათ დავუმატოთ ჩვენი მარგალიტები და ნორმალური სტრატეგი მწვრთნელი, მივიღებთ საშუალო ევროპულ გუნდს, რომლებიც მაქსიმალურად დაიხარჯებიან ქვეყნისთვის და ხალხისთვის...
თემო
16 ნოემბერი 2020 12:07
3
თუ შევადარებთ ნაკრების მიერ ჩატარებულ ორ გასვლით თამაშს(სომხეთთი,მაკედონია)შინ ჩატარებულ სამ თამაშთან(ბელარუსი,მაკედონია,სომხეთი),ვფიქრობ ნაკრებში არც ისე ცუდადაა საქმე.გასვლითი თამაშები,რომ ვერ მოვიგეთ უფრო მწვრთნელის შეცდომები იყო ვიდრე ფეხბურთელების.არ შეიძლება ყოველ მომდევნო თამაშში შემადგენლობა ძირეულად ცვალო.როტაციას მივესალმები და კარგია,მაგრამ იმ რაოდენობით რაც ვაისმა აკეთა წარმოუდგენელია.ის ვერ ჩამოყალიბდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებში,რომლის ირგვლივაც გუნდი შეიკვრებოდა.მაგის ბრალია,რომ ნაკრებს შეთამაშებულობა აკლია.ფეხბურთელები უმარტივეს სიტუაციებში სწორ პასებს ვერ აკეთებენ,ერთმანეთს ვერ უგებენ.ანთუ აკეთებენ პასს,მათი 90 % უკან კეთდება.გამამწვავებელ პასებს ვერავინ აკეთებდა.მხოლოდ ინდივიდუალურად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას,რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია და ის მხოლოდ მესის შეუძლია.
და ბოლოს სირბილი,ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა კი არ დარბის,არამედ დაძუნძულებს.მოუმზადებლები არიან ფიზიკურად.
მე მაინც მჯერა,რომ კარგი მწვრთნელის(სომხეთის მწვრთნელი კაპაროსიკარგი მაგალითია)ხელში ყველაფერი კარგად იქნება.
ლერი
20 ნოემბერი 2020 16:08
1
მწვრთნელად ვის ვისურვებდით ეს ჟურნალისტის პოზიციიდან მეტად არაკვალიფიციური ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული თემააა!!!...ნაკრების მწვრთნელი ფედერაციამ უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა !!! მაშინ ფედერაცია რა საჭიროა ჟურნალისტო ?!? ნაკრებში პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს თითოეული თამაშის მიმართ ფეხბურთელებისგან!!! თუ არადა გუნდიდან გაუშვან!!! უპირველესად ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელების თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!!! რომ ბავშვი საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად გაიზარდოს!!! თორემ ნაკრები იმ შედეგს მოიტანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება!!!
Simartle
18 ნოემბერი 2020 09:08
0
გუნდის ნახევარზე მეტი უნდა იყოს ნატურალიზებული უცხოელი, კლუბში კი ლეგიონერები თუნდაც იგივე დონის. როგორც ჩანს ქართველ ფეხბურთელს არ აქვს არც საკმარისი ფსიქიკა, არც პროფესიონალიზმი, რომ მსგავს (უფრო მაღალ დონეზე აღარც კი ღირს საუბარი) ამოცანებს თავი გაართვას. მთელი ცხოვრება გულისდაწყვეტის მეტი არაფერი არ მახსოვს, მხოლოდ მტკივნეული და დამამცირებელი წაგებები სომხეთთან, არარატ არმენიასთან, ფარერელებთან. მაკედონიელების სახე ნახეთ გოლის შემდეგ? აი ეგ გამოხატავდა ევროპულ ძლიერ და მებრძოლ ხასიათს. ჩვენები კიდევ დასაწყისიდანვე წამხდრები იყვნენ… ათიდან ათს წააგებენ ასე
levani
17 ნოემბერი 2020 18:52
0
თვითონ კითხვის აზრს ვერ ვხვდები...როგორი ჭეშმარიტებაც არ უნდა დაიწეროს აქ,ნამცეცის ოდენაზეცკი ვერაფერს შევცვლით და აზრი??? თუ ესეც შოუა,ჩვენ ხომ შოუების ქვეყანაში ვცხოვრობთ?! შოუ შოუსსთვის! მეცოდება ყველა ვინც ზემოთაა მომჯდარი და ცხოველურ განცხრომაშია ხალხის და ქვეყნის ხარჯზე.რა ელით ამ საცოდავებს,რომ არ უკვირდებიან.რაც შეეხება ცვლილებას,ნათქვამია მდინარე სათავიდან იმღვრევაო.აი როცა ქვეყნოს პირველი კაცი დაოკაპიწებს ხელებს და სიყვარულით და თავდაუზოგავი მართალი შრომით ეცდება,ჩვენი ფეხბურთის განვითარებას მაშინ გვეშველება.რისი შანსიც სამწუხაროდ ძალიან მცირეა.
ოთარი
17 ნოემბერი 2020 17:04
0
amat 10 qecbaiac ver ushvelit
davit
17 ნოემბერი 2020 09:15
0
ტაქტიკა ნული, ფიზიკა ნული, თავდადება და მონდომება ნული, ტექნიკურებიო ბურთს ვერ აჩერებენ და დარტყმისას ფეხს აცილებენ, კარში იშვიათად თუ დაარტყეს-მადლობა თქვი, მოედნის ხედვა დიდი ვერაფერი, ბავშვთა ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაში, 6-12 წლის ბავშვს არ უნდა ყვირილი და მითითება ასე გააკეთე და ისე,მიუშვი და დააკვირდი რაშია ძლიერი, მაგრამ ასე არ ხდება
გელა
17 ნოემბერი 2020 06:59
0
მწვრთნელს რაც შეეხება შოთა არველაძე საუკეთესო ვარიანტი იქნება. ნაკრების შემადგენლობა: ლორია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ხარაიშვილი, ზივზივაძე, ოქრიაშვილი, ნინუა, კიტეიშვილი, შენგელია, კანკავა, კვევესკირი, ყაზაიშვილი, კაკაბაძე, კოხრეიძე, პაპუნაშვილი, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ლობჟანიძე...
M.G
16 ნოემბერი 2020 21:43
9
ცრუ ცხრიანით უნდა ათამაშოს ახალმა მწვრთნელმა (ჭიაბრიშვილი ოპტიმალური ვარიანტია) ნაკრები ცენტრალური ფორვარდის გარეშე (არცერთს არ აქვს საგოლე ალღო და თადარიგში უნდა იყვნენ რამოდენიმე), და განაპირა 2 მცველი უნდა მოიძიოს (არცერთი არ ვარგა არაფრად, ელემენტარულად ბურთს ვერ აგდებენ საჯარიმოში, პასის გაკეთებას ხომ საერთოდ ჯვარი წერია), თუნდაც ნატურალიზირებული და ზოგიერთმა უნდა დაამთავრონ სანაკრებო კარიერა თორემ ისე არაფერი გვეშველება.
თაზო
16 ნოემბერი 2020 14:56
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული