დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
შევცვალოთ წესები, დავუშვათ მოწინააღმდეგეზე ორჯერ მეტი მოთამაშის გამოყვანა, ბურთის ხელში აღება, გავაუქმოთ თამაშგარე და საერთოდ ეროვნული ფეხბურთი შევქმნათ, თუ ჩვენს გარდა არავინ ითამაშებს უკეთესი იქნება, ჩვენ ვიქნებით მსოფლიოს, ევროპის, აზიის, აფრიკის და ა. შ. ჩემპიონები. კლასიკური ფეხბურთის თამაშს დავანებოთ თავი და დიდი ქართველი ფეხბურთელებით ვიამაყოთ სხვა წარსულის გმირებთან ერთად.
თემური
17 ნოემბერი 2020 04:48
0
სანამ ტოტალიზატორები იარსებებენ, ამაოა ყოველგვარი მცდელობა ქართული ფეხბურთის აღორძინების! მე ასე მიმაჩნია! აღარ შეიძლება ამდენი მაიმუნობა!
მანჩო
16 ნოემბერი 2020 21:37
1
გერბი და ჰიმნი.დანარჩენი შესაცვლელია ყველაფერი.
Kkkk
16 ნოემბერი 2020 21:13
0
სულ მოკლედ, ნამუსი უნდა გქონდეთ. პრანჭვა-გრეხვას და მოდელობას თავი უნდა დაანებოთ და უნდა -- იბრძოლოთ
ესეა ეს
16 ნოემბერი 2020 20:20
2
ფედერაცია შინ..
მორჩეს ყვარყვარეობა და პოლიტიკური ნიშნით პრეზიდენტების დანიშვნა..
კობიაშვილო, მთლად ნუ შეგვაზიზღებ თავს, საყვარელი ფეხბურთელი იყავი..
ცხადაძეს გაგდებისთვის და ამ აფერისტის მოყვანისთვის პასუხი მაინც უნდა აგო
ყური მიგდე
16 ნოემბერი 2020 17:46
4
თევზი თავიდან ყარს - უნდა შეიცვალოს პოლიტიკოსების თუ არქიფოების მიერ ფედერაციის ხლმძღვანელობის დანიშვნა. ვინც ცხადაძე გაუშვა იმას პასუხი უნდა მოეკითხოს. ფახბურთელების მიერ ნაკრებისადმი მიდგომა და იმის შეგნება რომ ქვეყნისთვის ომში მიდიან და არა სამარიაჟოთ. პროფესიონალიზმის არსის გაგება.
niko
16 ნოემბერი 2020 17:26
3
ფედერაცია
ზეზვა
16 ნოემბერი 2020 16:12
7
სახელმწიფო აღარ უნდა ეხმარებოდეს ფეხბურთს, მხოლოდ კერძო კლუბები უნდა არსებობდნენ და გაიწმინდება სიტუაცია. სხვა გზას ვერ ვხედავ
გია
16 ნოემბერი 2020 14:34
0
ფეხბურთისადმი დამოკიდებულება და ის რომ ფიზუკურად უნდა იყვნენ მაქსიმალურად მომზადებულებიიი,რაც დღეს ეზარებათ ამათ!გაიგეთ ხალხო გაიგეეთ ესაა დღევანდელი ფეხბურთი,ფიზიკურად თუ ვერ ხარ მომზადებული და პრესინგს ვერ თამაშობ,თუ ვერ დარბიხარ 90 წუთი და თუ იღლები და დასეირნობ ვერაფერს შედეგს მივაღწევთ!პირველ ადგილას უნდა იყოს ფიზიკური მომზადება და მერე სხვა დანარჩენი.გინდა გაიგეთ გინდა არა და თუ არ გაიგებთ კიდევ და აგერ აჰა თქვენ და ეს ნაკრები და რამდენი მწვთნელი უნდა გამოიცვალოთ რამდენი გამოიცვალეთ რომ ამას ბოლოს და ბოლოს მიხვდეთ და აღიაროთ ეს!
გეგი
16 ნოემბერი 2020 14:21
1
გსთანხმები . ოღონდ 120 წუთი
ზურა
16 ნოემბერი 2020 15:46
1
1. კლუბში უთამაშებელ ფეხბურთელს არაფერი ესაქმება ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. ზოგი 20 წუთს თამაშობს კარგად, შეიყვანეთ 70-ე წუთზე.
2. IQ და ზოგადი უნარების ტესტები შემოიღეთ.
3. ჩატარდეს სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატები, ჩაერთოს მოსახლეობის +50% (ამოვიდა ყელში ღვინის სმის და გინების ჩემპიონატები).
4. ნაკრები უნდა იყოს პირამიდის წვერი და არა ალვის ხის წვერი.
რაგბის ფანი
16 ნოემბერი 2020 14:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული