დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
იცით რისი ბრალია? ფეხბურთელს რო შეატყობ რომ არ აქვს ჟილკა თამაშის დროს და დასეირნობს ის აღარ უნდა გამოიძახო სულ რო ჩაკვეტაძე იყოს. მირჩევნია ლოკოს ან სხვა გუნდიდან ავარჩიოთ 11ფეხბურთელი ვიდრე ასეთი გაზულუქებული და გამარიაჟებული ფეხბურთელი ნაკრებში ჩამოიყვანო. უკვე ამდენი წაგებით თავმოყვარეობაც შელახული აქვთ მუმუს ფეხბურთი ნაკრებში მე არ მინახია და უცხოეთში თავის ჯიბისთვის თამაშობდა ჩვენ რა. კირკიტაძე რატო არ გამოიძახა ხო იძახის მარცხნივ უნდა ყველას თამაშიო კიკრიტაძე მარჯვენაა სწრაფი დაუღალავი მოთამაშეა სწრაფი ტექნიკური მასაც მეტი სტიმული მიეცემოდა... გადააკვდა ამ ყაზაიშვილ კაშია პაპუნაშვილებს. ჯერ გუნდში უნდა გეთქმოდეს სიტყვა და მერე უნდა იყოს ნაკრებში.... ამ ნაკრებიდან ლორია.კაკაბაძე.კვირკველია.ხოჭოლავა.კვარა.ჩაკვე.საბა.შენგელია. არიან დასატოვი დანარჩენი ისეთ რეზერვში უნდა გადააგდო ოცნებად ქონდეთ ნაკრებში მოხვედრა! კუთხურის მომწოდებელი ამათ არ ყავთ ჯარიმის დამრტყმელი ამათ არ ყავთ. ნინუას დარტყმული 10დან 7 ისეთი მიდის კარებში ორი მეკარე უნდა რო აიღოს. ბუდუს დაუძახონ კირკიტაძე გამოიძახონ მაგრამ მაფიაა აქ ძაან მაგარი
Rigiti qartveli
16 ნოემბერი 2020 15:38
3
დააბრუნეთ თემურ ქეცბაია და მსგავსი სულისკვეთების ფეხბურთელები ათამაშეთ ნაკრებში.
ზვიად
16 ნოემბერი 2020 15:31
7
მწვრთნელის შეცვლით პრობლემას არ ეშველება. მთავარია თითოეულმა ფეხბურთელმა ბოლობმდე შეიგნოს, რომ საქართველოს სახელით იბრძვის მოედან, ანუ კი არ თამაშობს იბრძვის. ასევე მიმაჩნია, რომ თემურ ქეცბაიას მსგავსი სულისკვეთების ადამიანები უნდა იყვნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში. მწვრთნელი არ თამაშობს ფეხბურთს.
ზვიად
16 ნოემბერი 2020 15:27
4
Ertic aris-problemas zemot edzebt arada qvemotaa-ezoshi.. 20-25-30 wlis win(daje 91-94wlebshic omis gamoklebit) ubnebis stadionebi gadachedili iyo ubnis igrokebit..ubanshi tu gatamashebdnen 13-14wlis bichs es imxela gamocdileba da klasi iyo rasac ver miigebdi fexburtis seqciaze.iq ki,ratqmaunda standartul stadionze tamashi da varjishi aucilebelia-magram safexburto seqciebs ubnebi amaragebda klassni bichebit.
Axla kide ufrosebi visac fexburti uyvars totalizatorebma sheiwova,an finansuri gasachiris gamo sul ara aqvt tavi da dro ubanshi satamashod..umcrosebi videotamashebma chaitria da sxva gasartobebma.igroki rasac qvia motamashe xdeba ubanshi-iq tavis xoshze tamashobs da klasi ase iwevs..aba es tu ar iqna-gavxsnat safexburto skolebi da vatarot bavshvebi rogorx musilaze dayavt..ki masec gamochndeba zogjer chakve da xvichasnaeri,magram adre ro iyo bumi varskvlavebis ise ar iqneba..igive arveladzeebma,qinqim,nemsadzem da sxvebma tamashi ubanshi iswavles..ufro adrindel taobaze ara maqvs laparaki...ai magat shemdeg kide dzalian cota nichieri fexburteli modis..safexburto skola ver gaxdeba ufaso-norvegia da shveicaria ara vart-ubral tu vinme nichieri gaichita 13-14-15wlis bichi ar daikargeba-amdeni akademiebia(ufaso)amdeni agentia da ravici..aba vidzaxot-ufaso fexburti bavshvebs,miwa glexebs da a.sh.
Levani
16 ნოემბერი 2020 15:24
3
მხოლოდ მენტალიტეტია შესაცვლელი და მიდგომა საქმისადმი. ეს ეხება როგორც ფედერაციას ისე ფეხბურთელებს... ნაკრების კადრი უნდა ირჩეოდეს იმ ფეხბურთელებისგან ვისაც ნამდვილად სურთ და იწვიან თავის ქვეყნის სიყვარულში. თითზე ჩამოსათვლელი ფეხბურთელია რომელიც ნაკრებში ბოლომდე იხარჯება.
Zura
16 ნოემბერი 2020 15:20
1
დიახ ბატონო,მენტალიტეტია კარგისკენ შესაცვლელი.
გიზოგ
16 ნოემბერი 2020 16:36
0
1 უნდა შეწყდეს კლუბების მიმართ პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსება. ეს ფული უნდა დაიხარჯოს ორი სახით: პირველი, უნდა გაკეთდეს რამდენიმე ბავშვთა საფეხბურთო ბაზა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ორი აღმოსავლეთ საქართველოში, ორიც დასავლეთში. 11-16 წლამდე ბავშვებისათვის. ამ ბაზებზე ბავშვები იცხოვრებენ, ივარჯიშებენ, ისწავლიან და ყველანაირი ყურადღების ქვეშ იქნებიან. ინტერნატივით უნდა იყოს ანუ. და სრულიად უფასო. ოჯახებსა და ქუჩაში არსებული გარემო ხშირ შემთხვევაში ძალიან უარყოფითად მათზე. 2. ფულის მეორე ნაწილით უნდა დაწესდეს დიდი ჯილდოები ჩემპიონატის გამარჯვებულებზე, პრიზიორებზე და ა.შ. რომ მოტივაცია მიეცეს ბიზნესმენებს ჩადონ ფული და სწორად წარმართონ საქმე. პლიუს სხვა ტიპის შეღავათებიც.
დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია მწვრთნელი ვინ იქნება, ვინ ჩამოვა ვინ არა და ასე შემდეგ.
იოდა
16 ნოემბერი 2020 15:12
0
1. გადაიხედოს ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების დაფინანსების წესი; კერძოდ გარდა შედეგისა განისაზღვროს მთელი რიგი კრიტერიუმები (მაგ: 21 წლამდე ფეხბურთელების რაოდებობა გუნდში; საკუთარი საფეხბურთო სკოლებიდან წამოსულების რაოდენობა; ტალანტი ლეგიონერების რაოდენობა). ასევე უნდა დაწესდეს კრიტერიუმები ინდივიდუალური სტატისტიკისთვის (მაგ. საშუალოდ დაფარული დისტანცია; სწორი პასები, მოგებული ორთაბრძოლა და ასე შემდეგ). ამ ყველაფრის მიზანი უნდა იყოს, რომ დაფინანსება მიზანმიმართულად წავიდეს ახლგაზრდა ტალანტებზე, რათა შემცირდეს უკონტროლო გადინება მეორე ხარისხოვან ჩემპიონატებში და ამასთAნ საშუალება გვქონდეს ხარისხიანი ლეგიონერების მოწვევის;
2. იგივე დაფინანსების წესით უნდა დაწესდეს კრიტერიუმები კლუბების მენეჯმენტისთვის. მაგალითად ინფრასტრუწტურა, მენეჯმენტის ხარისხი და ასე შემდეგ.
3. არსებული სტადიონების (ვგულისხმობ სკოლებთან, უბნებში, სოფლებშI და ასე შემდეგ) მოწესრიგება (ბალახს საფარი და გასახდელები) და გადაცემა სკოლებზე, საფეხბურთო სკოლებზე და ასე შემდეგ.
4. საფეხბურთო სკოლების სუბსიდირება, მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით (მწვრთელი, ინფრსტრუქტურა და ასე შემდეგ).

უნდა დავსახოთ კონკრეტული ციფრები 10 წლიან ჭრილში და თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. სხვაგვარად, გინდა ცხადაძე და გინდაც კლოპი მოვიყვანოთ არაფერი გამოვა.
გიორგი
16 ნოემბერი 2020 15:08
1
რაც ეროვნული გუნდში ხდება არის პირდაპირი ანარკლი იმისა, რაც ხდება ეროვნულ ჩემპიონატში. მცირე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელებში არ იგრძნობა, რომ თავგანწირვით თამაშობენ. არაფერი შეიცვლება იქამდე სანამ ქართული ფეხბურთის სათავეში არ მოვლენ პროფესიონალები, საქმის მცოდნე გულანთებული ხალხი, რომელიც თავის ჯიბის გასქელებაზე არ იფიქრებს. უნდა გაიწეროს კონკრეტული განვითარების მრავალწლიანი, მომავალ შედეგზე ორიენტირებული გეგმა, როგორც ეს გააკეთეს გერმანელებმა, ავსტრიელებმა, ბელგიელებმა და სულ ბოლოს ჰოლანდიელებმა. ბავშვთა ფეხბურთის სწორი განვითარება, მწვრთნელების გადამზადება და ლიცენზირება, ყველა კლუბის გასხვისება კერძო სექტორში და სხვა უამრავი რეფორმა რაც მომავალში შედეგს მოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით წლიდან წლამდე რაღაცის და ვიღაცის გამონათების იმედად და საბოლოოდ მაინც სრული ფიასკო, კატასტროფა და მორიგი იმედგაცრუება.
გულშემატკივარი
16 ნოემბერი 2020 15:04
2
და კიდევ უნდა შევიცვალოთ გულშმატკივარი, კლავიატურისა და ტელევიზორების გულშემატკივრობიდან უნდა გადავითეთ უშუალოდ მოედანზე ტრიბუნებიდან გულშემატკივრობაზე.
გიზოგ
16 ნოემბერი 2020 16:41
1
მართლა ვერ ვხვდები ამ სტატიის აზრს.ანდა ჩვენს კომენტარების მნიშვნელობას! მაგრამ მე კითხვას სხვანაირად დავსვავ! რა არუნდა შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში?!
911
16 ნოემბერი 2020 15:03
2
პირველ რიგში ქართული ფეხბურთი უნდა გამოვტაცოთ ხელიდან გაუნათლებელ, უწიგნურ,უნიათო კალაძე-კობიაშვილის საძმო-შპანას.
დანტე
16 ნოემბერი 2020 14:58
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული