დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
ფეხბურთს უნდა დაანებონ თავი.
დათო
16 ნოემბერი 2020 13:53
2
არ ვიცი შეიძლება ვინმეს აქვს დაწერილი ბევრი კომენტარია უკვე მაგრამ ჩემი აზრით, როდესაც ფეხბურთელებს არ აქვთ საუკეთესო ფიზიკური მომზადება და სისწრაფე ძალიან რთულია რაიმეს დღეს მიარწიო.
როგორც გერმანიის ნაკრებშია წესი, ნორმატივები ჩასაბარებელი რომ მოხვდე ნაკრებში ისეთი უნდა დააწესო საქართველოს ნაკრებში, ვინც ვერ ჩააბარებს ავტომატიურად ნაკრებს გარეთ დარჩება გამოძახების მიუხედავად. ყველას ექნება სურვილი რომ იმ ნორმატივი დაძლიოს. ამით კი მივიღებთ მომზადებულ ფეხბურთელებს მინიმუმ ფიზიკურად მაინც.

ბოდიში თუ ვინმე შევაწუხე ჩემი კომენტარით...
გულგატეხილი
16 ნოემბერი 2020 13:53
1
ჩემი აზრით ყველა უნდა გაუშვან კვარაცხელიას გარდა და დააკომპლექტონ კვარცხელიას ტოლა ბიჭებით.
XXX
16 ნოემბერი 2020 13:50
5
არასოდეს გვყოლია იტალიელი და ესპანელი მწვრთნელი, ვფიქრობ კარგი იქნება იტალიელი ან ესპანელი იმიტომ რომ კარგი ტაქტიკოსები არიან, ფედერაციიდან უნდა წავიდნენ კობიაშვილის გუნდი,პირადად მე ფეფეტაციაშიც უცხოელებს მოვიწვევდი პრეზიდენტიანად თუ არადა გელა კეტაშვილს ავირჩევდი პრეზიდენტად ან კახი გიგიჩაიშვილს ან ვინმე ჭკვიან და პატიოსან ადამიანს
გიორგი დაშნიანი
16 ნოემბერი 2020 13:44
8
პირველ რიგში შესაცვლელია მთლიანად ფედერაციის მენეჯმენტი
Io
16 ნოემბერი 2020 13:43
1
უპირველეს ყოვლისა რაც უნდა შეიცვალოს ქართულ ფეხბურთში - ფეხბურთის ფედერაციის პოლიტიზირებული გენერალიტეტია. ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი და მან, ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი გააკეთა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში. მაგრამ ცხადაძის მოხსნა პოლიტიკურად მოტივირებული სისულელე იყო, რომლის შედეგად თამაშის იმ დონეს, რომელიც საქართველოს ნაკრებმა აჩვენა ცხადაძის მწვრთნელობის დროს შოტლანდიასთან და გერმანიასთან მატჩებში, ვეღარ მივაღწიეთ და ერთა თასზე აშკარად დაბალი დონის გუნდებთან ნაჩვენები რამოდენიმე კარგი თამაში ამას, ალბათ დამეთანხმებით, ვერ გადაფარავს. მოდით მოვიქცეთ ისე, როგორც ჭკვიანი ხალხი იქცევა: ნუ შევქმნით ამ წაგებებისგან ტრაგედიას და ვიფიქროთ წინსვლაზე. თუმცა ჩემის აზრით, ვიმეორებ - ფედერაციის ხელმძღვანელობის შეცვლის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან ისინი თავად ვერასდროს შეიცვლებიან.
დავითი
16 ნოემბერი 2020 13:38
2
მეც მაგაზე ვგიჟდები. ერთადერთი ცხადაძის დროს მომწონდა პასები კომბინაციები და გუნდური თამაში და მიკვირდა როგორ შეძლოთქო და შეგვძლებია თურმეთქო და უცებ ბოღმის და ფულის შოვნის გამო გაუშვეს და რატომ არავინ არ ამოიღეთ ხმა?? თქვენც ხო ხედავდით ამას?
მართალი
16 ნოემბერი 2020 14:11
4
რით ვერ ვისწავლეთ სტანდარტულების გამოყენება, კუთხურის , საჯარიმოს ან თუნდაც აუტის ხეირიანად მოწოდება ?! ეს ბურთის გაჩერება კონტრშეტევის დროს ხომ საერთოდ პარადოქსია ! ხომ არსებობს წინასწარ შეთამაშებული კომბინაციები ამა თუ იმ საჭიროებისთვის ? როცა მეტოქე პრესინგს გეთამაშება რატომ ხდები უსუსური და ვერაფერს ვეღარ აკეთებ ? რატომ ? სად არის აქ მწვრთნელის ტაქტიკური მონახაზი, ყველა თამაშისთვის ორგინალური ? მაკედონიასთან აგებ და დარჩენილ წამებში რომ ცვლი მოთამაშეს რა დრო გაგყავს ? სად იყავი მანამდე? შთაბეჭდილება რჩება თითქოს მეტოქესთან გარიგებაში ხარ და მატჩების უაზრო ტაქტიკური მონახაზიც ამის ეჭვს აჩენს, არაფერია გამორიცხული ! თან იმ ქვეყანაში სადაც საკუთარ კარში აშკარად, გააზრებული ორი ბურთის გამტანი ლამის არის პრეზიდენტი გახდეს, ხოლო სიმართლის მთქმელს შეუკაზმავი ცხენიც სანატრელი აქვს
???
16 ნოემბერი 2020 13:35
5
აი კომენტარებშიც კი ჩანს რომ, ისევ ილუზიებშია უმრავლესობა. თვითოეული ფეხბურთელი როდესაც თავის კლუბში მოემზადება საუკეთესოდ, არ იზარმაცებს, რეჟიმს არ დაარღვევს, მწვრთნელს არ დააბრალებს უთამაშებლობას და საკუთარ თავში იპოვის მიზეზს და გამოასწორებს, თავში არ აუვარდება და "ბეენვეს" ყიდვის მერე არ დაიკიდებს თავის საქმეს, შეკრებაზე მყოფი ღამით შარდენზე არ დაიწყებს ბოდიალს და კიდევ ბევრი რამ...მერე მწვრთნელზეც შეიძლება ვისაუბროთ.
ოტტო
16 ნოემბერი 2020 13:35
2
მინიმუმ 20 წლიანი პროგრამა გვჭირდება რომ მომავალში მართლა რამეს მივაღწიოთ. შენება საძირკვლიდან იწყება ყოველთვის. ფედერაცია უნდა ვაიძულოთ რომ რეგიონებში ბავშვთა ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს და ტრენერები გადაამზადოს. ქუთაისში ბავშვებისთვის სტადიონი არაა ვინ უნდა გაიზარდოს არ ყოფნის მარტო თბილისი და დინამო-საბურთალოს აკადემია ხომ ვხედავთ. მანამდე კი ნატურალიზება უნდა მოხდეს იმ პოზიციებზე სადაც გვიჭირს თავდამსხმელი, ფლანგის მცველები და ა.შ.
lm
16 ნოემბერი 2020 13:34
0
11 კაცის ნატურალიზება გინდა? მაშინ კი ბატონო. შესაცვლელია ფედერაცია
roma bejanidze
16 ნოემბერი 2020 14:20
2
ამათ გარდა ნაკრებში არუნდა იყოს ამ ეტაპზე ამ ფეხბურთელების მეტი არავინ გამოძახებული ამათ გარდა ყველა გასაშვებია

ლორია
მაკარიძე

კაშია
კაკაბაძე
ხოჭოლავა
ტაბიძე
დვალი
კვირკველია
ნიკა მალი


კანკავა
კვეკვესკირი
ჩაკვეტაძე
კვარაცხელია
ოქრიაშვილი
ყაზაიშვილი
ზურიკო დავითაშვილი
ლევან შენგელია
ნინუა
ანანიძე


ჟორჟ მიქაუტაძე
ლევან მჭედლიძე
გიორგი კოხრეიძე
გიორგი არაბიძე
givi
16 ნოემბერი 2020 13:33
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული