ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
კობიაშვილის ჟილკიანი თამაში სად ნახეთ ნაკრებში? გთხოვთ ლინკი ჩამიგდეთ მაგრად მაინტერესებს!!! 100 თამაშიდან ჰა ჰა 30 თამაში ეთამაშა ასე თუ ისე, ისიც ახალგაზრდა როცა იყო მაშინ!!! ყველა თამაში ნანახი მაქ ნაკრების და ყველ მოთამაშე მახსოვს , აი ყველაზე ანტიპატია ფეხბურთელი იყო ნაკრებში ჩემთვის, იმიტომ რო საკლუბო დონეზე გიჟივით დარბოდა და ნაკრებში წამდაუწუმ პრიჩოსკის გასწორებით იყო დაკავებული! შემახსენეთ რამდენი თამაში ითამაშა ჯიგრით და რომელი თამაში ამ 100-ში.
Vasili
14:33 17-11-2020
1
ეხ კობი კობი, როგორ მიყვარდა ამის ფეხბურთი, ჟილკა, ხედვა, ბრძოლა და ა. შ. არ მინდა რაიმე უკეთური სიტყვა ვიხმარო ამ მართლაც მაგარი ფეხბურთელის მიმართ, მხოლოდ მერაბ ჟორფანიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც მან დინამოს ბოლო ფიასკოს შემდეგ ტელევიზიით წარმოთქვა -"დაანებოს კობიაშვილმა მელიას დევნას თავი და საქმეს მიხედოს". სრულად ვეთანხმები, ან აქ ან იქ. იქა და აქ ერთად არ გამოდის ჯიგარ, ხომ დადასტურდა.
zaal
14:00 17-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული