ალექსანდრე იაშვილი: ესტონეთთან ეროვნულ ნაკრებს ვაისი აღარ გაიყვანს

AutoSharing Option
ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩში, რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

"გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც
შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს", - განაცხადა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 55 /
ყველა ნორმალურ ქვეყანაში პროფესიონალ და თავისუფალ მწვრთნელს დანიშნავდნენ. ჩვენთან დანიშნავენ ისეთ რომლის მართვის სადავეები ექნებათ.რათ უნდათ?ეს მონური ფილისოფიაა
პეტროსი
16 ნოემბერი 2020 18:45
3
არაფერ გეშველებათ ამ მწვრთნელების ცვლით!კუპერი ტოპმიოლერი ვაისი კიდევ რამდენი მწვრთნელი შეიცვლება ნეტავ?როდემდე უნდა იტყუოთ თავები?ვერ დარბიან ვერააა დადიან ომედანზე იქნებ მაგას იაქციოთ ყურადღება ალიოოოო.
გეგი
16 ნოემბერი 2020 18:45
4
"Ახლა გინდა შაიტანე და გინდა გამაიტანე ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი!"
N
16 ნოემბერი 2020 18:35
3
რა მორალურ უფლებას ემყარება ამათი დარჩენა ფედერაციაში?
მერე -ასაკობრივ ( ყველა, დაწყებული ალბად 19 წლ-დან ნაკრებებში უაზროა უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანა , გამრუდებულ უნარ-ჩვევებს ვეღარ გამოასწორებენ და ფინანსების გადაყრა იქნება,საერთოდ გასაუქმებელია, უმაღლეს ლიგასთან ერთად . პანდემია მოვიშველიოდ და დროებით შევწყვიტოდ გამოსვლა, დაგვეზოგება ფინანსები. ბავშვებს ჩამოუყვანონ სპეციალისტები, ფსიქოლოგები( მათ შორის ზოგიერთის მშობლებისთვისაც ) და ახლიდან დაიწყონ შენება სუფთა ფურცლით, მერე ჯანსაღ გარემოში კერძო სექტორსაც გაუჩნდება მონაწილების სურვილი.
გუსანი
16 ნოემბერი 2020 18:29
6
ვინ უნდა მოიყვანონ.ვაისმაც კი თქვა ქართველ ფეხბურთებთან საუბარს აზრი არ აქვს შენიშვნასაც არ არ იღებენო.ამათთან გინდ იურგენ კლოპი მოგიყვანია აზრი არ აქვს. აი ბოლო ინტერვიუში დავეთანხმე ბევრ რამეში. ყველაფერი მწვრთნელზე არ უნდა გადატყდეს. ნუ მის შეცდომებზე ცალკეა სალაპარაკო, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე რომ შეცდომას რომ ხედავ იქ მარტო მწვრთნელი არაა დამნაშავე
haaland
16 ნოემბერი 2020 18:27
1
ყველას მაგრად გვიყვარდით ქართველებს იაშკა კობი კალა დემე და სხვები მაგრამ იმდენი მოახერხეთ ამ თქვენი კაი ბიჭობით შავობას მიწოლით ფულის კეთებით უკვე გვეზიზღებით ამ წუმპეში რო იყავით ადრე ხო გული გწყდებოდათ? ეხლა მაინც გექნათ იმდენი ახალ თაობას მიეღწია რამისთვის მაგრამ ალბათ შურიც არის გშურთ თქვენ რომ არა ამათმაც არ უნდა მიაღწიონ ხო? ფულის მეტი რა გაქვთ? წადით ბიზნესიბაკეთეთ ხალხი დაასაქმეთ რატო გვწოვთ სისხლს????
ეს საქართველოა
16 ნოემბერი 2020 18:27
6
არანაირი განათლება, არანაირი ცოდნა არ აქვთ მიღებული , კაი ფეხბურთელი არ ნიშნავს იმას რო კარგი მენეჯერიც ხარ, უნდა ერკვეოდე ბევრ რამეაში, პლიუს უნდა გყავდეს პატიოსანი ჯგუფი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, საქმეზე შეყვარებული ხალხი, დააამთავრეს კარიერა და პირდაპირ ფედერაციაში წამოსკუპდნენ, ყველა რაღაცის დირექტორი და მოადგილე გახდა, ერთი ვის რამდენი აქ ხელფასი მანდ და რა ჯდება წლიურად ფედერაცის ხელფასები, იქნებ გაგვაგებინოს ვინემ? ყველა ვეტერანი მანდ აბირჟავებს ერთ ოფისში, არადა თავის მოსაფხანი დრო არ უნდა გქონდეთ თქვენ წესით, სამწუხაროა რო ქართულ რეალობაში, გულშემატკივრის გარდა თქვენ პირში არავინ გეტყვიათ სიმართლეს, არც ჟურნალისტები რომლებიც ენისმოჩლექვით გელაპარაკებიან და არც ვეტერანები, მაგათი იმედი მე პირადად კაი ხანია აღარ მაქ! ესე ვიქნებით ჩვენ კიდე კაი ხანი, და არც ვიცი ვინ შეიძლება რომ ჩაგანაცვლოთ, მამუკა კვარაცხელია ერთხელ მახსოვს მაგრად ცემეს თავის თავი არჩევნებში რო წარადგინა და მემგონი ეგ აწი ვეღარ გარისკავს. /იმხელა მილიონები ტრიალებს მანდ, მუჯირი და კობიაშვილი ასე ადვილად არ დათმობენ!! ასე ხდება ერთ დროს საყვარელი ფეხბურთელები შეიძლება ვირთხებივით შეგზიზღდეს!
Vasili
16 ნოემბერი 2020 18:23
3
მაგარი სამსახური აქვთ რა. ქვეყანა შეარცხვინეს მთელ ქვეყანას ნერვები დაგვაწყვიტეს იმედები გაგვიცრუეს და არაფერი.

დამნაშავე არ არის არავინ არც ვაისი არც ნაკრების წევრები და არც ფედერაცია ჩვენ ვართ დამნაშავეები, რომ ფეხბურთი გვიყვარს და ვხვდებით რა არის კარგი თამაში და რა არა.

წადით ძმაო წადით დაანებეთ ფეხბურთს თავი არც თქვენი ნაკრები იყო რამით უკეთესი და გამორჩეული.
ლევანი
16 ნოემბერი 2020 18:22
3
იაშა მაგრად გაფასებ როგორც კარგი მობურთავე შენი წარსულით ვამაყობ და ეგრე იქნება მუდამ მაგრამ გთხოვ გამოიჩინე ადამიანობა და ჩამოშორდი მაგ ფულის მღრნელებს შენგან ველოდები სწორ გადაწყვეტილებას იაშ.
ლაშა
16 ნოემბერი 2020 18:22
4
ყველა ერთად ასე რამ დაგადებილად რამ გამოგაშტერათ? კაი ვაისი არ იძახებდა ხო.. ეხლა ხო წავიდა ნაკრებში ვინცაა ერთი სული აქვთ ევროპაში ან ამერიკაში წავიდნენ.... წამსვლელი გაუშვით... ესტონეთან კირკიტაძე გამოიძახეთ ხარაიშვილი გამოიძახეთ ნინუა გამოიძახეთ ბუდუ გამოიძახეთ აბა ის სია რისთვის ჩამოწერეთ თუ ვინმე გამოაკლდებოდა უნდა დაგემატებინათ ხო? ამატებთ ვინმეს? ფეხბურთის თამაში ნუ გონიათ ფედერაციის მართვა შეიგნეთ ბურთი არაა ფედერაცია მისით გაერთოთ და აკენწლოთ!!!!! ხო ხედავთ ვერ უძღვებით წადი და ვინმე ისეთი გამოჩნდება ვინც მიხედავს ფეხბურთს კობიაშვილმა ისე დაალაგა ფედერაცია და პარლამენტი არცერთი არ ეთმობა რა ისწავლეთ ასეთი რა გაქვთ დამთავრებული იქნებ ჩვენც რამე გვეშველოს გვითხარით
Rigiti qartveli
16 ნოემბერი 2020 18:20
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული