კვეკვესკირი: რასაც ამდენი წელი ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ

AutoSharing Option
ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა,
რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

მკითხველის კომენტარები / 39 /
მთელი გუნდი უნდა დასვა ერთ ოთახში და თავიანთი თამაში ბოლომდე აყურებინო სამჯერ მაინც. აი ესე უნდა დასაჯო ეგენი, მერე სამ სამი პაანჩური თითოს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17 ნოემბერი 2020 19:07
2
არა არა არა !!! ნიკა, ბიჭებო სანამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ვისწავლით მანამდე არ გამოვა არაფერი !!! ერთხელ მაინც თუ გინახავთ სრულად, თქვენი ფორმაციის ნაკრების თამაში განმეორებით ტელევიზიით?! თუ არა, მერწმუნეთ ძალიან ძალიან რთული საყურებელი იყო ყოველთვის და ფაქტიურად ტანჯვა-წამებას უდრიდა. არა შეტევა, არა კარში დარტყმა, არა ჩაწოდება, არა სირბილი, არა სისტემა, ტაიმების ბოლო წუთებზე გაშვებული გოლები, დაბალი სათამაშო კლასის გამო აკიდებული პენლები და ა.შ. ყოველივე რაღაც ფაცი-ფუცს უფრო ჰგავდა ვიდრე სისტემას, ფაქიურად წინა საუკუნისაც არა უფრო იმის წინა საუკუნის თამაშის მაგვარს აკეთებდით მოედანზე. რაც შეეხება ერთა ლიგის ფინალს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო დ დივიზიონის ანუ ევროპაში ყველაზე მაჩანჩალა გუნდების დივიზიონის ფინალი და მანდ მოსახვედრად ვის მოვუგეთ ის გუნდებიც ნუ დაგავიწყდებათ(გასვლაზე ანდორასაც ვერ მოვუგეთ) და სომხეთთან წაგებით ხომ საერთოდ ისტორიაში ჩაეწერეთ (სომხეთთან წაგება არ გვქონდა, მითუმეტეს სახლში) რაც შეეხება შენებას და წყალში გადაყრას: ამდენი ხნის ნაშენები მყარი რომ ყოფილიყო ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ვერ გადაყრიდით !!! რათქმაუნდა ყველას წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თვითკრიტიკის გარეშე ეს ძალიან ძნელია !!!
!
17 ნოემბერი 2020 17:38
1
თქვენ რაც შეგეძლოთ ის გააკეთეთ, ახლა დროა აკრიფოთ თქვენი გუდა- ნაბადი და დატოვოთ ნაკრები.5-6 კაცის გარდა ნაკრებში თქვენი ადგილი არ არის. სიმართლე ესაა და ზღაპრები არ გვჭირდება...
ზაზა
17 ნოემბერი 2020 16:20
0
შენ რა სულ დანგრევაზე ხარ. ცეცხლი გვიკიდია და ყველაფერს გავაკეთებთ რომ დაინგრეს ქალაქი მატჩის შემდეგო. რომლებს გეკიდათ ცეცხლი მაინც? ისე ნაღდი ქართული ფეხბურთი კი ითამაშეთ - პასი უკან.
Jonny
17 ნოემბერი 2020 15:38
1
მაკედობიასთან ერთადერთი ფეხბურთელი იყო რომელმავ ასე თუ ისე ჯიგრით ითამაშა.მსოფლიოშო არ მეგულება გუნდი,რომელიც ჩვენზე მეტ პასს აკეთებდეს უკან.ეხლა მივხვდი რატომ,წინ ვერ მიდიან და ......
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 17:48
2
ვაისის ბრალია მხოლოდ? ფეხბურთელები თავს იკლავდით და მწრთვნელმა არასწორი ტაქტიკა შეარჩია? იქნებ ყველას ბრალია მოედანზე და მიღმა? სიმართლეს შევხედოთ თვალებში, თამაშობდით თუ ნაძალადევად, ზანტად ბურთს აგორებდით? თუ ვინმემ დაინახა ფეხბურთელების თავდადება, ჟინი და ენერგიულობა მაშინ ბოდიში ბატონო.
ta
17 ნოემბერი 2020 16:34
1
სიტყვები სწორია, ახლა საქმით უნდა დაამტკიცოდ რამ არ გატყდით
juna
17 ნოემბერი 2020 15:49
5
კვეკვე ლიჩნად შენი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მარა ბევრი ვერ ვრძნობს პასუხისმგებლობას და ეს ფაქტია
KA
17 ნოემბერი 2020 15:43
2
ვიღებთ პასუხისმგებლობას? ერთი ეგეც გითხარი როგორ, ცარიელი სიტყვებით? ეგ სიტყვები პოლიტიკოსებისგან ყოველდღე გვესმის ისედაც. შენღა გვაკლდი ახლა. დაიშალეთ საერთოდ. ნუღარც ესტონეთთან გამოხვალთ.
დავით 67
17 ნოემბერი 2020 18:14
0
მეც ვფიქრობ რაში გამოუხატება პასუხისმგებლობის აღება. მინიმუმ უნდა წახვიდე მაინც, აქ კი თავპირს ალეწავენ ერთმანეთს ადგილებუსთვის...
გელა
17 ნოემბერი 2020 23:14
0
მასეთ სიტყვებს 30 წელია ვისმენთ და სანამ კობიაშვილის გუნდი იქნება ფედერაციაში მანამ მოგვიწევს მოსმენა, ოხ თქვენი უმაქნისი..... თქვენ ფასს პენალს ურტყამდა ჩელებაზე
ლეჩხუმელი
17 ნოემბერი 2020 18:58
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული