"იმედის ფსონის" მიმდინარეობისას ლევან სალუქვაძე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხო.
ვლადიმირ ვაისის გუნდიდან წასვლის შემდეგ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი თემურ ქეცბაიას შესაფერის ვარიანტად აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის ნაკრებში უნდა დაბრუნდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სალუქვაძემ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ქეცბაია ქსენოფობი და უზრდელია, რომელმაც ჟურნალისტებთან მოქცევა არ იცის.
"ჟურნალისტებთან რომ თურმე მართალია, ეგ არის უზრდელი და უზრდელურად იქცეოდა. ის ჩვეულებრივი ქსენოფობია. "ტო"-ს და რუსული სიტყვის გარეშე წინადადებას ვერ ამბობდა, ნაკრები კი უსაზიზღრეს ფეხბურთს თამაშობდა" - ამბობს სალუქვაძე.
მალტაზე გასვლა წააგო და მალტას კაი ფეხბურთელები ყავსო ამბობდა.
ყაზახეთში წააგო და კარგად ვითამაშეთო.
ლატვიაში იგებდა და 5-ე მცველი შემოიყვანა(ზუსტად როგორც ვაისმა მაკედონიაში) და 2 ქულა დაკარგა
ფინეთში იგებდა,ფინეთს კაცი გაუგდეს და 1-1 ითამაშა.
ლატვიასთან სახლში წააგო.
მერე მოჯდა ტელევიზიაში და ჟურნალისტებს აკაჩავებდა ფეხბურთელებს ზედმეტი წონა აქვთ,ვერ დარბიან და მე თავი გამანებეთო,მესებს ვერ დავბადავო და ა.შ.
ესე ყველა იყვირებს რა პრობლემებიცაა-ამ ფორუმიდან 20 კაცი მაინც იქნება,რომლებიც უფრო ზუსტად და გასაგებად ჩამოაყალიბებს იმას რასაც "ქეცბას სიმართლე" ქვია და ამ 20 კაციდან ავირჩიოთ მაშინ