ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
ქვეყანა ავგიას თავლას დაემსგავსა , ჰერკულესიც ვერ გამოგვის, ყველა სფეროში ჩავისვარეთ, მოდის ჩემდედის მაგინებელი თაობა , ძველები კი სამშობლოს საზღვრებს ჰყიდიან, აქეთ ქოცმაცები იქით ნაცმაცები, შუაში არაფრის მაქნისები, უცოდინრობა, გულგრილობა , უმუშევრობა, სიღარიბე და უზნეობა და მექრთამეობა ,ნარკომანია. ლოთობა და მრუშობა, იმედი არაფრის, მომავალი ბუნდოვანი, მოშლილი ინფრასტრუქტურა, მრეწველობის ,სოფლის მეურნეობის.... მადაგახსნილი გამორჩენას გამოკიდებული ფუნქციონერები ,ვაი პოლიტიკოსები, აქ მაგარ ბიჭად ის ითვლება ვინც მეტს მოიპარავს,წაგლეჯს თანამემამულეებს, ხეგლეჯია ,პარანოიდალური მმართველი, დორბლიანი, არაადეკვატური ოპოზიცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ....და ახლა ამ ქვეყანაში სადაც ნორმალურად ადგილობრივი ჩემპიონატიც ვერ ჩაგიტარებიათ გინდათ ფეხბურთმა აგაყვავოთ ?? ხო ავყვავდებით აბა რა !აყვავყრანტალების მეტი რა დაგვრჩენია ? აქ ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი იყიდება და ყველაფერი მოსულა, საკუთარ კარში გატანილი გოლების ჩათვლით?
ბაბაია
12:18 19-11-2020
1
ლევან, 100%-ით გეთანხმები. მაგრამ... მე მთელი ცხოვრება ასე ვიცხოვრე: ახლობლების რაიმე თუ არ მომეწონებოდა, პირადად ვეუბნებოდი. უმეტესობა სწორად იგებდა - ხვდებოდა, რომ კარგი მინდა მისთვის, ზოგი კი ნაწყენი რჩებოდა. მეც მეტი აღარ ვერეოდი მასთან ურთიერთობაში. მე ასე ვთვლი, თუ ვინმე ჩემი მეგობარია, ჩემთვის კარგი უნდა, შენიშვნაც უნდა მომცეს. ბევრი მიმიღია, ბევრი არასწორად ჩამითვლია. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ ვთვლიდი მათ ჩემთვის კეთილმსურველებად. აბა ვინც არ მადარდებს, მას რა შენიშვნა უნდა მივცე?! სამწუხაროდ ძალიან ბევრს არ ესმის ეს, მტრად ჩაგთვლის. აი ამის ეშინიათ ამ ჩვენ ვეტერანებს. მაგრამ 1 ავიწყდებათ! ეს ვიღაცის პრობლემა კი არ არის! ეს ქვეყნის პრობლემაა. ამიტომაც მოვთხოვოდ, წყალს ნუ ჩაიგუბებენ პირში, ილაპარაკონ. იქნებ რამე ეშველოს ჩვენ ფეხბურთს!
alexandre
11:21 19-11-2020
0

სიახლეები პოპულარული