ლევან სალუქვაძე ვეტერან ფეხბურთელებს მიმართავს

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის ფსონის" ეთერში ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საკმაოდ მწვავე თემები განიხილა.

"პატივს ვცემ ყოველთვის ჩვენს ნებისმიერი თაობის ვეტერან ფეხბურთელებს. სიტყვას ვერ ამოაღებინებ, ყველაფერი კარგად არის, იმის ბრალი არ არის, ამის ბრალი არ არის, მასზე ვერაფერს ვიტყვი, არაკორექტულია. თქვე კაი ხალხო, თქვენ თუ არ თქვით, სპეციალისტები თქვენ ხართ, აბა, მშენებლები მოვიყვანოთ თუ მეხანძრეები და იმათ გავარჩევინო თამაში?

თქვით რამე, ამოიღეთ ხმა. ერთი სიტყვა არ გამიგია ჩვენი სათაყვანებელი ფეხბურთელებისგან, შეაფასეთ და თქვით, ამისა და ამის ბრალია, ეს ასე არ
დაუძახეს და ეს ისე არ გააკეთეს. არაკორექტული რატომ არის ეს?

თქვენს ძველ გულშემატკივრებს და თქვენ ვინც გეთაყვანებოდათ, ვისაც ახარებდით, იმ ხალხთანაა უხერხული, რომ არ ეუბნებით არაფერს. რუმენიგე, კლინსმანი და მათეუსი გამოდიან და თავიანთ მოსაზრებას ამბობენ, ხსნიან თამაშს. აგვიხსენით რაღაცები, გვითხარით თქვენი მოსაზრება, ვიკამათოთ, თქვენ იყავით ის დიდი გამარჯვების მომტანები და გეთქმით ეს სიტყვები, თქვით. ნუ ცდილობთ, ურთიერთობას გაუფრთხილდეთ, არაფერია მოსარიდებელი.

მიბაძეთ გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ გუნდი გადამწვარი და ფსიქოლოგიურად გადამწვარი იყო და ამიტომ წააგო ეს თამაშიო. სწორედ ამიტომ ვაფასებ მას.

თუ არ ილაპარაკეთ, ისევ ასე გაგრძელდება. მოვემზადებით, ვიღაცას მოვუგებთ, ვიწვალებთ და შედეგი არ მოვა. ასე რომ, ყველამ გავარჩიოთ და ვთქვათ, ვისი რა ბრალია და რატომ მივედით ამ შედეგამდე" - განაცხადა ლევან სალუქვაძემ.


მკითხველის კომენტარები / 38 /
ქეცბაიას ლანძღვის მერე სულ ოქრო-ვერცხლი რომ ამოყაროს პირიდან, ამ კაცისგან ვერ მივიღებ. კონსტანტინე გამსახურდიას მარტივი ჭეშმარიტებაა: ,,თუ გსურს აღემატებოდე მეფეს, უნდა წარმოადგენდე კიდევაც რაიმეს!"
ცოტნე
18 ნოემბერი 2020 14:01
25
ლევან, სამწუხარო რეალობაა, ფაქტია და ფაქტიურად დამღუპველია და აუხსნელია, რომ ჩვენი დიადი და ავტორიტეტული ვეტერანების დიდ უმრავლესობას ესეთ შემთხვევებში ყოველთვის ჩუმად ყოფნა ურჩევია. წლებია უკვე თავზე დაგვემხო ნაკრები და ამ დროს მათი კომენტარი, რჩევა, ემოცია არავის არსად უნახავს!!! როდემდე?!
!
18 ნოემბერი 2020 13:07
0
ბატონო ლევან ჟურნალისტი ხარ და არაფერი დაგიწერია კრიტიკული და კონკრეტული არასდროს, რატო არცერთი ჟურნალისტი არწერთ (პოსტებსაც არაქვეყნებთ) რა ზეიმით გვამცნო ფედერაციამ ტორპედოს გასხვისება და ამის შემდეგ როგორ გაიფლანგა ტორპედოს ბიუჯეტი და მივიღეთ ეს შედეგი რაც დღეს გვაქ. ეტაპობრივად მოვდიოდით ამ წუმპემდე და ყველამ დავაკელით რაღაც მათშორის ჟურნალისტებმა. ჩვენც გულშემატკივრებმაც დავაკელით რადგან ერთობა არგვაქ და ცალცალკე ყველა გუნდს გვერევიან. ვეტერანებს რო თხოვ კრიტიკულ კომენტარს მეცინება, რადგან მაგათ მიიყვანეს ამ ნეხვამდე ქართული ფეხბურთი და თავის ჩასვრილს ვინმე გააკრიტიკებს? ამიტო უნდა დაწეროთ ჟურნალისტებმა სრული სიმართლე რაცარუნდა მწარე რეალობა დაგვიდგეს. ერთს ვიტყვი მხოლოდ ყველამ ყველაფერი იცით მაგრამ არავინ არწერთ და აუტკივარ თავს არიტკიებთ.
Tb
18 ნოემბერი 2020 13:17
1
პირველ რიგში, ქართული ფეხბურთის მესვეურები (გვარები ყველამ იცის) არიან პასუხისმგებელი იმ დაკარგულ დროსა და შედეგებზე, რაც ქართულ ფეხბურთშია. კარგი ბატონო, მოიწვიე მწვრთნელი, მთელმა შესარჩევმა ციკლმა ისე განვლო, რომ თამაში ვერ მოიგო. არც თამაშის ხარისხი უვარგა. ათი თამაშიდან ერთსაც რომ ვერ მოიგებს, ხომ უნდა მიხვდე, რომ იმ მწვრთნელის ადგილი იქ არ არის. შედარებით უკეთესი ვარიანტი იყო ცხადაძე, მაგრამ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლეს ქართული ფეხბურთი და საერთოდ წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ის მილიონები, რაც ვაისს გაატანეს ამ ხუთ წელიწადში. ობიექტურობისათვის ვიტყვი, რომ ისევ იმ ნაგავში ვზივართ, როგორიც ნაციონალების დროს ვიყავით და სისტემა, ერთპარტიული სისტემა, რომელიც კონკურენციას და საღ აზრს კლავს, თუ არ შეიცვალა, კარგა ხანს ვიჯდებით ამ უპასუხისმგებლობის ნაგავში.
ახლა რაც შეეხება ვაისს. ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, სამხრეთულ ფეხბურთს, ისტორიულად, ერთი მცირე, მაგრამ ყურადსაღები ნიუანსი გაააჩნია - ფეხბურთელი ბავშვობიდან უფრო მეტხანს ატარებს ბურთთან და თუ ეს ტექნიკის გაუმჯობესებისათვის კარგია, მეორე მხრივ, ბურთის ზედმეტად ტარების, თრევის კომპლექსს უვითარებს. დღვანდელ სწრაფ და დინამიურ ფეხბურთში, როდესაც ბრძოლა მიდის კარში დასარტყმელი თავისუფალი და ხელსაყრელი პოზიციების დასაკავებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთელის სხარტ აზროვნებას, მობილურობას, უბურთოდ მოძრაობას და მანევრს. კვალიფიციური და კომპეტენტური მწვრთნელი, ტაქტიკური მომზადების დროს ამ და მსგავს ნიუანსებზე ამახვილებენ ყურადღებას და შემდეგ პრაქტიკული ვარჯიშების დროს, ამ ელემენტების დახვეწაზე მუშაობენ. როდესაც ხედავ რომ თამაშის დროს, ფეხბურთელებმა ელემენტარული გახსნა, თავისუფალ პოზიციაზე გადაადგელება არ იცის, ხვდები, რომ იქ ფეხბურთელის მომზადებაზე და ტაქტიკურ აზროვნებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს ვერ დავინახეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებში. უფრო მეტიც, გუნდი მანამ ვერ გადადის მეტოქის მოედანზე, სანამ თვითონ მეტოქე არ წავა ჩვენი მოედნიდან და არ ჩავა თავის საჯარიმოში. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე ჩამორჩეს ან ჩარჩეს ჩვენს ნახევარზე, შემდეგ იწყება გაუთავებელი პასები და დაგორებები გვერდებზე და უკან, დინჯი და ზანტი გადადგილებები და ა.შ. შემდეგ ეს ნელი, ზოზინა სტილი იწვევს იმას, რომ შემტევების ეფექტურობა მცირდება, ფეხბურთელები გადადიან უძრავ, სტატიკურ მდგომარეობაში და რაოდენობრივი, ექსტენსიური ფაქტორების ხარჯზე, მცველების შეტევაში ჩართვით ვფიქრობთ ფონს გასვლას. საბოლოო ჯამში, მეტოქის სწრაფ და გააზრებულ კონტრშეტევას ჩვენი დაცვა ხშირად მოუმზადებელი ხვდება.
სხვა მეტიც უამრავი ხარვეზი იკითხება ნაკრების თამაშში და ეს ვაისის დაბალ კვალიფიკაციაზეც მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთ დროს პროგრესული მისი მეთოდები დაძველდა და დროს ჩამორჩა, ან თამაშის ქართულ სტილს ვერ მოერგო. სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთის მესვეურებს ამის გასაგებად 5 წელი დასჭირდათ.
თენგაბი
18 ნოემბერი 2020 13:15
1
ქეცბაიაც იგივეს იძახის - ამოიღეთ ხმა? ფედერაცია და რომან ფიფია უხდის ფულს და ხმას როგორ ამოიღებენ. კულტურის სფეროშიც იგივეა. ბიძინა ყიდულობს წითელ ინწილიგენციას - მსახიობებს, რეჟისორეს, მომღერლებს და წითელი ინწილიგენციისგან იღებს სიჩუმეს. ანუ დასკვნა - ლევან საკუქვაძეუნდა მიხვდეს, რომ ტუალეტის ღაღალდებს რჩევას არ ეკითხებიან, მათ მხოლოდ იხოცავენ.
დაT
18 ნოემბერი 2020 20:27
6
მეგობრებო, აქ ლევან სალუქვაძეს, რომ განიხილავთ, მაგაზე მნიშვნელოვან საკითხზეა საუბარი, ქართული ფეხბურთის გადარჩენაზე, უფრო სწორად ხელახლა შექმნაზე და დაბადებაზე და ამ საქმეში დიდი ვეტერანების ჩართულობაზე, ამაზე მეტად გადარდებთ სალუქვაძე როგორი წამყვანი და კომენტატორია ?!
რა არის პრიორიტეტი?!
18 ნოემბერი 2020 20:14
1
ამისმა დასმულმა კუშებმა გაამართლა უკვე და სხვა რამისთვისაც მოიცალა ყოჩაღ ამას თუმცა კომენტატორობა მაინც ვერ ისწავლა არადა უკვე პენსიაც უწევს მალე
კიზინგერი
18 ნოემბერი 2020 16:05
23
მართალს ამბობს ლევანი, გამოდით თქვით, თამაშის წინ ისეთ პროგნოზებს აკეთებდით, ეხლა რა დაგემართათ?
x.x
18 ნოემბერი 2020 18:19
3
როგორ პატივს ვცემდი ლევან სალუქვაძეს და როგორ აურევია... ეხლა ყველა პროფესორი გამოვა.. სიმართლის თქმისთვის არ აითვალეუნეთ ქეცბაია? ან რა ჭიაბრიშვილი, არარატთან გაყიდული თამაშის მერე, როგორ შეგილიათ მისი რაიმე საკითხში ეტალონად მოყვანა...
ინოკენტი
18 ნოემბერი 2020 17:19
21
Ჯერ 1.2 კუში მაინც დასვი ძმურად და მერე იბაზრე
გიო
18 ნოემბერი 2020 15:50
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული