ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი." ბატონო ლევან, კარგი იქნება ის გვითხრა, თქვენ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა რა გავაკეთეთ, ქართველებს ჯერ ასეთი დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუება არ გადაგვეტანა და შემდეგ კიდევ სირცხვილი არ გვეჭმა მეზობლისგან. ხოლო რა არ გავაკეთეთ მე ჩამოვთვლი: არ შეიწუხეთ თავი 65 ათასიანი სტადიონზე, თუნდაც 5 ათასი გულშემატკივარი არ დაასწარი თამაშს, რომელთა უსაფრთხოება სულ ადვილი დასაცავი იყო, ასეთი საპასუხისგებო თამაში დანიშნეთ ყველაზე გვიან, რაც კი შეიძლებოდა ღამის 9 საათზე. ჯერ ერთი სამედიცინო თვალსაზრისით ამ დროისთვის ორგანიზმი უკვე ძილის რეჟიმზეა გადასული და ეს არ წაადგებოდა აღმოსავლეთ ევროპაში და შუა აზიაში მოთამაშეებს, და მე-2-ც, ჩვენ რიგითმა გულშემატკივრენმაც კი ძლივს გავატარეთ მთელი დღე თამაშის მოლოდინში და წარმომიდგენია, რა მდგომარეობაში იყვნენ ფეხბურთელები, თამაში, რომ 6 საათზე დაწყებულიყო, სულ ცოტა 3 საათით ნაკლები დაძაბული ნერვიულობა მოუწევდა. თქვენ ალბათ, რომელიღაც ტელევიზისგან უმნიშვნელო შემოსავლების გამო პირველ რიგში ფეხბურთის მომავალი დაუკარგეთ ქართულ ფეხბურთს, შემდეგში 10 მლნ ევროზე მეტი ასევე ქართული ფეხბურთის მომავლისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო რომ როდესაც ხედავთ, რომ კაცი აშკარად არაადეკვატურია შექმნილი მდგომარეობის, მიმაჩნია, რომ თქვენი მოქმედებაც უნდა ყოფილიყო არაორდინალური და სულ მცირე უნდა გეკარნახათ აგონიაში მყოფი ან, როგორც კრივში იტყვიან ნოკდაუნში მყოფი მწვრთნელისთვის, რომ გაშვებული გოლის მერე სწრაფად უნდა გაკეთებულიყო ცვლილებები, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ცვლილებები გოლის გაშვებამდეც საჭირო იყო. ჩვენ კი ყველაფერს ფეხბურთელებს ვაბრალებთ, მაგრამ მათ შესაბამისი პირობების შექმნა სჭირდებათ. ბატონო ლევან მე თქვენი უპირობო მხარდამჭერი ქომაგი ვიყავი, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, თუ გადადგებით ვფიქრობ უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.
გიზოგ
18 ნოემბერი 2020 15:50
0
ლევან კობიაშვილის და იმ ფეხბურთელბს ვინც დღეს ფედერაციაში არიან დიდ პატივსვცემდი როგორც ფეხბურთელებს მაგრამ როგორც ჩინოვკინები ძალიან დაბალი დონის და კვალიპიკაცისანი ხართ წაიღეთ 300 მილიონი ჩვენი ფული და შედეგი როგორც საკლუბო ისევე სანაკრებო დონეზე არის 0 ისიც კი ვერ შეძელით რომ 2 ფეხბურთელისთვის იმ დონეზე მიგექციათ ყურადღება რომ ამ ფინალისთვის მზად ყოფილიყვნენ მაყურებელი არ დაუშვით სტადიონზე დანიშნეთ ვაისი მწვრთნელად რომელმაც 2 ციკლის მანძილზე ვერც ერთ ანგარიშ გასაწევ ნაკრებს ვერ მოუგო თამაში და მერე ამბობდით დალაგა ნაკრების თამაშიო რა იყოო დალაგება? ყოველი მე 2 პასი უკან საკუთარ ნახევარზე და ამით აღებული ბურთის ფლობის უკეთესი პროცენტი?? დალაგებულ ქვეყანაში სხვა ფედერაცის პრეზიდენტი გადადგებოდა რადგან ვერც ერთი მიმართულებით ვერ მიაჰწიეთ წარმატებეს ვერც უცხოეთში მოთამაშე ნიჭიერი ქართველები ჩამოიყვანეთ და ვერც ინვესტორები მოყვანეთ აქ ვინც ფულს ჩადებდა და ნუ გადაგვაყოლეთ ერთ ბათუმის სტადიონს რომელიც ჩვენი ფულით შენდება გადასახადების გადამხდელების და არაა თვენი მოყვანილი ინვესტორების მიერ კი გასაგებია რომ 300 მილიონი დალაგებულ ქვეყანაში არაა დიდი თანხა ფეხბურთისთვის მაგრამ საქართველოში ეს უზამაზარი ფულია ერთი კონკრეტული სპორტისთვის და იქაც რო არ არის შედეგი და კიდევ გამოდიხართ და ასე უტიფრათ ვითომ რაღაცას ამბობთ ეს თქვენი ინტელექტის დაბალ დონზეც მეტყველებს მარა თქვენ ხართ კორუმპირებული საძმო რომელიც ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებთ და არც თავმოყვარეობა და პასუხისმეგბლობის გრძნობა გაგაჩნიათ ახლა გამოდიხართ და რაღაც სადღეგრძელოებს წერთ პასუხისმგებლობის აღების მაგივრათ.
ზურა
18 ნოემბერი 2020 14:33
0
მოკლე შეჯამება ამ გამოსვლის - ყვეალფერი დარჩება ისე როგორც არის, არფერი არ შეიცვლება და არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.
პელე
18 ნოემბერი 2020 14:14
0
ამან ისე ილაპარაკა რომ წასვლაზე არ ფიქრობს
digela
18 ნოემბერი 2020 16:54
0
ვეღარ გაძეხი? ორ ადგილს რომ ეპოტინები, ორივესთვის უვარგისი
??
18 ნოემბერი 2020 16:43
1
Ბარემ მწვრთნელიც შენ იყავი,თანამდებობა სამობითაა
Ლევან
18 ნოემბერი 2020 14:28
1
გადადექი თუ ნამუსი გაქვ!!!
ლეო
18 ნოემბერი 2020 14:22
1
ჩემო ლევან, გადავხედე ხალხის აზრს და ყველა ერთხმად მოითხოვს რომ დატოვო დაკავებული პოზიცია. მეც ვფიქრობ რომ უნდა გადადგე, მე გაძლევ ამის უფლებას! მიდი დაწერე განცხადება ... სხვაგან დაგნიშნავ გპირდები ...

შენი ბიძო
ბიძინა ივანიშვილი
18 ნოემბერი 2020 16:26
2
დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში კაცი, ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით იყო ცხონებული გივი ნოდია, დიდი ანგარიშით წააგო მისი მწვრთნელობისას "დინამომ" და გადადგა. სხვები წასვლის მიუხედავად, ყველა რაღაცას იმიზეზებს, სრულ პასუხიმგებლობას არავინ იღებს. თუ გახსოვთ იაპონიის სუმოს ჩრდილოეთ კავკასიელი მოჭიდავე მარიხუანის მოწევაზე გამოიჭირეს და ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა, თანაც პირდაპირ ეთერში განცხადებისას ტიროდა და ისე იხდიდა ბოდიშებს, ჩვენთან მსგავსი წარმოგიდგენიათ?
goga
18 ნოემბერი 2020 14:37
0
არ გვჯერა შენი გულწრფელობის! ეს ტექსტიც შენი დაწერილი არ არის, ვიღაცამ დაგიწერა და ამის გამოქვეყნებასაც რამდენიმე დღეები მოანდომე! ვაისი შენზე თავმოყვარე აღმოჩნდა რომ გადადგა თავისით, შენც უნდა გადადგე ! არც ისეთი ნიჭიერი ხარ რომ პარლამენტშიც და ფედერაციაშიც ორივეგან საქმე აკეთო, პირიქით ორივეგან აფუჭებ ერთდროულად საქმეს ! ყველაზე მეტი შეცდომა ფედერაციამ დაუშვა და თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა არსებულ შედეგზე და უნდა გადადგეთ თუ ოდნავ თავმოყვარეობა მაინც შეგრჩათ!
კობი წადი
18 ნოემბერი 2020 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული