ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
ბათუმის დინამოს წაგებულ თამაშებს ვაგებინებდით გულშემატკივრები.. ის 3000 კაცი!!! და 60 ათასიან დინამოზე 20,000 კაციც რომ დაგეშვათ მართლა შეიცვლებოდა ყველაფერი.. არც იუაროთ! ყველას ბრალია, ვინც გადაწყვიტა, რომ არ უნდა დასწრებულიყო ხალხი მატჩს..
ზუზუ
18 ნოემბერი 2020 22:43
1
აუუ რა უყურებს ამას და ამის ფედერაციას კიდე რამდენიმე წელი... და მერე ამათ მოყვანილ მწვრთნელს და ამ ბევრ ინვალიდ ფეხბურთელს((
შექმენით ახალი გუნდი, 19-21 წლიანებში ბევრი ტალანტებია... ჩამოიყვანეთ BIELსA ლიდსიდან, გიჟია კარგ კონტეკსტში და ნახავთ ორ წელში გუნდს დიდ დონეზე და ბევრს დაანგრევენ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე და არა მარტო იქ!!

Geo
18 ნოემბერი 2020 17:47
2
სად არის ფეხბურთელები მითხარით.
gia
18 ნოემბერი 2020 18:15
3
მთავარია პარლამენტში შეძვერი კიდევ! არ გკიდია ფეხბურთი?
ელგუჯა
18 ნოემბერი 2020 17:15
1
დასკვნებს გამოვიტანთ და ახალი შემართებით ვაგრძელებთო.. დდდ. როდის იყოს ჩასვრის მერე ვინმე შემართების ხასიათზე დგებოდა.. მაგრამ როცა ფულის სუნი გიტრიალებს ცხვირში ფუნის სუნს უკვე ვეღარც ცხვირი გრძნობს და ვეღარც ნამუსი... შენ დაუკარ....
აჰა გვეშველა
18 ნოემბერი 2020 16:51
1
ხელოვნურსაფარიანი,მარტივი მოედნების მეტი არაფერი გაგიკეთებია შენ და შენ გუნდს.გაუგებარი,პირადი ანგარებით გაუშვით ცხადაძე და ჩამოათრიეთ უინტელექტო,საუკუნის დასაწყისში ჩარჩენილი ვაისი და წარუმატებლობების შემდეგაც კბილებით იცავდით,სანამ ნაკრები არ დაღუპა.რაღაზე უნდა ილაპარაკო,ვის რა უნდა აუხსნა?ერთი იმას თუ აღიარებ,ვინ აყენებინებდა ძალით შემადგენლობას,ვინ ბლოკავდა ნაკრებში ხარაბაძეს,ხარაიშვილს,ნინუას,შენგელიას და ბევრ სხვა ნიჭიერ ახალგაზრდას და გვატენიდა კაშიას,ყაზაიშვილს,გრიგალავას და სხვა გადაბერებულებს.
აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს თავზე და წადით,დაანებეთ თავი ქართულ ფეხბურთს!!!
ნუკრი
18 ნოემბერი 2020 16:35
2
ეგ სიტყვები შენთვის შეინახე, წესით შენი გუნდიანად უნდა გადამდგარიყავი, ორ კურდღელს დასდევ, ვერცერთს ვერ დაიჭერ, ეხლა ხალხს სძულხარ აი მერე კი შეგიზიზღებენ, თუ იცით რა არის ზიზღი?
გიორგი დაშნიანი
18 ნოემბერი 2020 14:10
1
ამ ერთაოზს ეტყობა არ აქვს ნანახი ,,ფეოლა" და არ იცის გენიალური ფრაზა ,,წააგებ წადი"
???
18 ნოემბერი 2020 14:56
0
როგორც ფეხბურთელს პატივს ვცემდი როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უღირსად იქცევი, იმიტომ რომ ეგ არის პარტიული თანამდებობა და რასაც პარტიაში გადაწყვეტენ მისი მორჩილი ხდები.
zaza
18 ნოემბერი 2020 14:38
1
კობი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო და მართლა მთელი გულით თამაშობდა ნაკრებში, თუმცა როგორც ჩანს ეგეთივე საფეხბურთო ჩინოვნიკი ვერაა. არანაირი პირადული, არანაირი ზედმეტი გაღიზიანება, უბრალოდ უნდა გადადგე. კობი, შენი მოღვაწეობა ფედერაციის პრეზიდენტის რანგში გამოდგა რბილად რომ ვთქვათ ცუდი. ამხელა თანხა დაიხარჯა ფეხბურთის განვითარებაში და შედეგი ნოლი! (აქ არაა საუბარი მარტო ნაკრების შედეგზე) ნამუსი და პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გქონდეს, უბრალოდ იტყოდი რომ ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე და წახვიდოდი. 100% დარწმუნებული ვარ არ გადადგები, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ბიზნესია თქვენთვის მანდ ყოფნა და მაგის დამთმობები არ ხართ!
eeeeee22
18 ნოემბერი 2020 14:12
0
ფუიი ეშმაკს.!!!!!!!!!!!!!!
Fu
18 ნოემბერი 2020 18:31
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული