ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
ეხ ჩემო ლევან შენ მხოლოდ პარლამენტზე ფიქრობ ,გულშემატკივარი და საქართველოს ნაკრები სულ ბალალაიკაზე გკიდია ძამია
კახი კახა
18 ნოემბერი 2020 16:32
2
ლევან, სანამ ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს ხალხს შენს მიმართ დადებითი ემოცია, გადადექი თანამდებობიდან! აუცილებლად თან გაიყოლე შენი საძმაკაცო, რომლებიც ფედერაციაში მრავლად გყავს დასაქმებული. დროის და ნდობის ლიმიტი ამოწურულია. ცოტა ხანში ღიად დაგიწყებენ შეურაწყოფის მოყენებას გულშემატკივრები. P.$. წესი-წესია, წაგებულები უნდა წავიდნენ!!!
G.A.L.
18 ნოემბერი 2020 17:22
1
სამაგიეროდ ხო გაკეთეთ თქვენ ბევრი მილიონები, მოვა დრო და ითქნევა ყველაფერი
გოგა
18 ნოემბერი 2020 16:40
1
ნამუსიო რომ წერთ აქ კომენტარებ არ იცი რომ კობიაშვილმა სიტყვა ნამუსი არ იცის რას ნიშნავს და როგორ ექმნება ნამუსი.
roma bejanidze
18 ნოემბერი 2020 14:13
2
გადადგება . არა ! ხედავ ? კაცი თანამდებობების კოლექციას აგროვებს , ფეხბურთის ფედერაციის რეიტინგს - რგორც ქართველები ვამბობთ _ ლახვარი ჩაეცი ! . . .
oo7
18 ნოემბერი 2020 16:36
0
თუ გულშემატკივარი გაინტერესებს, მათი მოთხოვნაა რომ გადადგე და დატოვო ფედერაცია შენს საძმოსთან ერთად!!!
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2020 16:33
2
რომელი შენი ძმაკაცია უმუშევარი და რომელ მათგანს დაგვისვამ ნაკრების მწვრთნელად! წადი დატოვეთ საძმომ ფედერაცია!!
beqa
18 ნოემბერი 2020 16:25
2
NAMUSI MAINC GKONDES MIDI ABA GADAXEDE AK GULSHEMATKIVREBS AZRS CAIKITXE SHE UNAMUSO
Dato
18 ნოემბერი 2020 14:46
0
განვლილ საფეხბურთო კარიერაში დაგროვილი ხალხის სიყვარული პრეზდენტობის დროს გააქარწყლე და უსაზღვრო ნეგატივი დატოვე. ასე რომ ჯერ შენ გაანალიზე და მერე ადექი და ბოდიშიც მოიხადე და თან წადი ოღონდ ისე არა რომ ახალ თანამდებობაზე გადასვლით არამედ გადადგომით რომელიც არის იმის შედეგი რა დღEშიც დღეს ქართული ფეხბურთი იმყოფება. წადი და ბოდიში აუცლებლად !!!!
lm
18 ნოემბერი 2020 14:13
0
კობიაშვილო, ამ თამაშების შემდეგ, არჩევნების მეორე ტურს ნიკა მელია კი არა, ჩვეულებრივი მელია მოგიგებდა!
სიმართლე
19 ნოემბერი 2020 01:59
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული