ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
ვეღარ გაძეხი? ორ ადგილს რომ ეპოტინები, ორივესთვის უვარგისი
??
18 ნოემბერი 2020 16:43
1
სამაგიეროდ ხო გაკეთეთ თქვენ ბევრი მილიონები, მოვა დრო და ითქნევა ყველაფერი
გოგა
18 ნოემბერი 2020 16:40
1
მორიგი სიაფანტობა.
ჯ.ჩ.
18 ნოემბერი 2020 16:39
0
გადადგება . არა ! ხედავ ? კაცი თანამდებობების კოლექციას აგროვებს , ფეხბურთის ფედერაციის რეიტინგს - რგორც ქართველები ვამბობთ _ ლახვარი ჩაეცი ! . . .
oo7
18 ნოემბერი 2020 16:36
0
ხელოვნურსაფარიანი,მარტივი მოედნების მეტი არაფერი გაგიკეთებია შენ და შენ გუნდს.გაუგებარი,პირადი ანგარებით გაუშვით ცხადაძე და ჩამოათრიეთ უინტელექტო,საუკუნის დასაწყისში ჩარჩენილი ვაისი და წარუმატებლობების შემდეგაც კბილებით იცავდით,სანამ ნაკრები არ დაღუპა.რაღაზე უნდა ილაპარაკო,ვის რა უნდა აუხსნა?ერთი იმას თუ აღიარებ,ვინ აყენებინებდა ძალით შემადგენლობას,ვინ ბლოკავდა ნაკრებში ხარაბაძეს,ხარაიშვილს,ნინუას,შენგელიას და ბევრ სხვა ნიჭიერ ახალგაზრდას და გვატენიდა კაშიას,ყაზაიშვილს,გრიგალავას და სხვა გადაბერებულებს.
აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს თავზე და წადით,დაანებეთ თავი ქართულ ფეხბურთს!!!
ნუკრი
18 ნოემბერი 2020 16:35
2
თუ გულშემატკივარი გაინტერესებს, მათი მოთხოვნაა რომ გადადგე და დატოვო ფედერაცია შენს საძმოსთან ერთად!!!
გულშემატკივარი
18 ნოემბერი 2020 16:33
2
ეხ ჩემო ლევან შენ მხოლოდ პარლამენტზე ფიქრობ ,გულშემატკივარი და საქართველოს ნაკრები სულ ბალალაიკაზე გკიდია ძამია
კახი კახა
18 ნოემბერი 2020 16:32
2
ჩემო ლევან, გადავხედე ხალხის აზრს და ყველა ერთხმად მოითხოვს რომ დატოვო დაკავებული პოზიცია. მეც ვფიქრობ რომ უნდა გადადგე, მე გაძლევ ამის უფლებას! მიდი დაწერე განცხადება ... სხვაგან დაგნიშნავ გპირდები ...

შენი ბიძო
ბიძინა ივანიშვილი
18 ნოემბერი 2020 16:26
2
რომელი შენი ძმაკაცია უმუშევარი და რომელ მათგანს დაგვისვამ ნაკრების მწვრთნელად! წადი დატოვეთ საძმომ ფედერაცია!!
beqa
18 ნოემბერი 2020 16:25
2
კობიაშვილო თავის დროზე ფედერაციის პრეზიდენტობა ხომ მოიპარე, მელიასაც არჩევნებს პარავ და რაც მთავარია ქართულ ფეხბურთს გამარჯვებას პარავ! წადით ბიძია სახლში თაღლითობისა ქურდობის მეტი თქვენ ბანდას სხვა არაფერი ეხერხება!
რობი
18 ნოემბერი 2020 16:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული