ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
გადადექი თუ ნამუსი გაქვ!!!
ლეო
18 ნოემბერი 2020 14:22
1
არ გვჯერა შენი გულწრფელობის! ეს ტექსტიც შენი დაწერილი არ არის, ვიღაცამ დაგიწერა და ამის გამოქვეყნებასაც რამდენიმე დღეები მოანდომე! ვაისი შენზე თავმოყვარე აღმოჩნდა რომ გადადგა თავისით, შენც უნდა გადადგე ! არც ისეთი ნიჭიერი ხარ რომ პარლამენტშიც და ფედერაციაშიც ორივეგან საქმე აკეთო, პირიქით ორივეგან აფუჭებ ერთდროულად საქმეს ! ყველაზე მეტი შეცდომა ფედერაციამ დაუშვა და თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა არსებულ შედეგზე და უნდა გადადგეთ თუ ოდნავ თავმოყვარეობა მაინც შეგრჩათ!
კობი წადი
18 ნოემბერი 2020 14:17
0
მოკლე შეჯამება ამ გამოსვლის - ყვეალფერი დარჩება ისე როგორც არის, არფერი არ შეიცვლება და არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ აიღებს.
პელე
18 ნოემბერი 2020 14:14
0
განვლილ საფეხბურთო კარიერაში დაგროვილი ხალხის სიყვარული პრეზდენტობის დროს გააქარწყლე და უსაზღვრო ნეგატივი დატოვე. ასე რომ ჯერ შენ გაანალიზე და მერე ადექი და ბოდიშიც მოიხადე და თან წადი ოღონდ ისე არა რომ ახალ თანამდებობაზე გადასვლით არამედ გადადგომით რომელიც არის იმის შედეგი რა დღEშიც დღეს ქართული ფეხბურთი იმყოფება. წადი და ბოდიში აუცლებლად !!!!
lm
18 ნოემბერი 2020 14:13
0
ნამუსიო რომ წერთ აქ კომენტარებ არ იცი რომ კობიაშვილმა სიტყვა ნამუსი არ იცის რას ნიშნავს და როგორ ექმნება ნამუსი.
roma bejanidze
18 ნოემბერი 2020 14:13
2
კობი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო და მართლა მთელი გულით თამაშობდა ნაკრებში, თუმცა როგორც ჩანს ეგეთივე საფეხბურთო ჩინოვნიკი ვერაა. არანაირი პირადული, არანაირი ზედმეტი გაღიზიანება, უბრალოდ უნდა გადადგე. კობი, შენი მოღვაწეობა ფედერაციის პრეზიდენტის რანგში გამოდგა რბილად რომ ვთქვათ ცუდი. ამხელა თანხა დაიხარჯა ფეხბურთის განვითარებაში და შედეგი ნოლი! (აქ არაა საუბარი მარტო ნაკრების შედეგზე) ნამუსი და პასუხისმგებლობის გრძნობა რომ გქონდეს, უბრალოდ იტყოდი რომ ვერ შევძელი, ვერ მოვახერხე და წახვიდოდი. 100% დარწმუნებული ვარ არ გადადგები, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ბიზნესია თქვენთვის მანდ ყოფნა და მაგის დამთმობები არ ხართ!
eeeeee22
18 ნოემბერი 2020 14:12
0
ეგ სიტყვები შენთვის შეინახე, წესით შენი გუნდიანად უნდა გადამდგარიყავი, ორ კურდღელს დასდევ, ვერცერთს ვერ დაიჭერ, ეხლა ხალხს სძულხარ აი მერე კი შეგიზიზღებენ, თუ იცით რა არის ზიზღი?
გიორგი დაშნიანი
18 ნოემბერი 2020 14:10
1
ჩვენ არ გვჯერა შენი უკეთესი იქნებიდა რომ გეთქვა გადავდექიო მაგრამ შენც კალაძეც და თქვენი შნირებით დაკარგულიგაქვთ სინდისი ეგარის თქვენი სიყვარული ფეხბურთისადმი წადით თქვენი.
ლაშა
18 ნოემბერი 2020 14:02
7
არჩევნები? გადააყოლე პარლამენტის სკამს ქართული ფეხბურთი ხო?
roma bejanidze
18 ნოემბერი 2020 14:02
7
ლევან, შენს ნამუსზეც არის ეს ისტორიული კრახი (მაყურებლის არდაშვების გამო) და იმედია ცოტა სინდისი ქენჯნას მაინც გრძნობ და სულ არ დაკარგე ადამიანობა!
fani
18 ნოემბერი 2020 13:59
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული