ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ეროვნული გუნდის გასულ მატჩებზე ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა?! ბევრად მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი.

გრიგალავასა და კვირკველიას მინდა მივმართო. თავს მიხედეთ, ბიჭებო. სირცხვილია ასეთ ფორმაში ნაკრებში ჩამოსვლა. არ შეიძლება, რადგან ასეთი წონით ჩამოსვლა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანი
ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა ცხადაძემ.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ცხადაძემ თავისი შვილი რომ გამოიძახა ნაკრებში, რომელიც ამას არ იმსახურებდა, იქ დაკარგა ბევრის კეთილგანწყობა.
ფეხბურთის ქომაგი
19 ნოემბერი 2020 17:22
11
შეცდომა ყველას მოსდის
irakli
19 ნოემბერი 2020 18:32
10
შუაზე გაიხევა კალაძე და ცხადაძეს მწვრთნელად არ დაანიშნინებს. მაგის საძმოში არ შედის...
აფერისტი კალა
19 ნოემბერი 2020 17:21
2
+1... ხოდა მაგიტომაც ვართ ზუსტად იქ - სადაც ვართ.
აჩი
19 ნოემბერი 2020 18:54
3
ლოგიკასა ხართ აცდენილები...
თქვენ თვითონ ამბობთ რომ ფული ჩადეს ეროვნული ჩემპიონატის 4 ლიგაში+მოედნები და აკადემიები კეთდება... ანუ ფული არ შეუჭამიათ- ჩააააადდეეესსსს... ამას ხო თქვენ თვითონ ამბობთ...
რატო უჭირს მაინც კლუბებს? იქნება თვითონ კლუბების მესვეურები ჭამენ ამ ფულს...
ორიოდე წლის წინ გურიას 80 კაცი ყავდა გუნდის მმართველობაში გაფორმებული..
კობიაშვილზე რო იტყვის კაცი ფეხბურთის უცოდინარიაო ან იაშვილზე,ან თუნდაც მუჯირზე იმას ხმა არ აქვს ამოსაღები...
და ეს ის ხალხია ვისაც რომის პაპას დაბრუნება უნდა ალბათ.. იმ დროს ყოფილა ფედერცია კარგი და ახლა ცუდი..
თუ იტყვით რო მაკედონიასთან გულშემატკივრების დაშვებაზე ხმა უნდა ამოეღოთ,მეც დაგეთანხმებით.. მეც მაგარი გაბრაზებული ვარ და თუ ვინმე უკეთესი გეგულებათ და უკეთესად მართავს ამ ფეხბურთს მეც თქვენ შემოგიერთდებით...მაგრამ ეს ყველა წარუმატებლობაზე კობი უნდა გადადგეს ძახება-უსამართლობაა.. იმიტო რო ამ ფედერაციას ცუდი არაფერი არ გაუკეთებია-მარტო კაი გააკეთეს ჯერ-ჯერობით..
არც ფედერაციაშია ვინმე ჩემი ახლობელი,არც პოლიტიკაში ჩავრეულვარ როდესმე,არც ვაპირებ.. უბრალოდ ტოტალურ უსამართლო აყაყანებას აქვს ადგილი..
დაასახელეთ რა დააშავა კობიაშვილმა ან ფედერაციამ..
Levani
19 ნოემბერი 2020 17:17
32
რა დააშავა და ის დააშავა რომ მთავარი შედეგი ვერ დადო ანუ ვერ გავედით. აწი შენ რაც არ უნდა აქო კობი, რომელიც არავის არ უყვარს შენზე ნაკლებად და შეიძლება საქმესაც აკეთებს ისე რომ არაუშავს, მაგრამ მთავარი მატჩი წააგეს, გესმით თქვენ თუ არა! ცოტა გვაცალეთ რა რომ რამენაირად გადავხარშოთ ეს ყველაფერი და შეეშვით ქება დიდებას წაგებული ადამიანების.
ჯანო
21 ნოემბერი 2020 01:51
1
კი მაგრამ რა წარმატებას მიაღწია ამ 5 წლის განმავლობაში, ყველგან სადაც იყო საბოლოოდ წამოსვლა მოუწია და მერე სამსახურის ძებნა.
ნიკ
19 ნოემბერი 2020 17:15
9
ცხადაძე მწვრთნელად კარგი იქნება,ქართველი უნდა წვრთნიდეს ნაკრებს.ფეხბურთელებმა კი უნდა გაიგონ ნაკრები ეზოს გუნდი არაა და თავიანთ კლუბებში უნდა მოემზადონ, უნდა მიუდგენ საქმეს სერიოზულობით კლუბებში, ბევრი ივარჯიშონ, რადგან ნაკრებში ფეხბურთელს ფიზიკურად ვერ მოამზადებ, ნაკრებში არც ამის დროა და ადგილი,მიმაჩნია რო ფეხბურთელი რომელიც თავის კლუბში საქმეს სერიოზულად არ უდგება და არ ვარჯიშობს იმდენს რამდენიც საჭიროა,ვითუმეტეს არ თამაშობს ასეთი ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა გამოიძახო, რამდენადაც გამოცდილი და ავტორიტეტი უნდა იყოს ის და ვინც არ უნდა იყოს, ასეთი ფეხბურთელი ნაკრებს არ გამოადგება.ვფიქრობ ახალგაზრდებს უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ ნაკრებში არიან საინტერესო ახალგაზრდები,იგივე ნინუა,კვარაცხელია,ჩაკვეტაძე ამათ დაამატე კიტეიშვილი,საბა ლობჟანიძე,ყაზაიშვილი და ანანიძე ასევე თუ ფორმაში იქნებიან,ასევე ოქრიაშვილი და ზივზივაძე,ნაკრებს აშკარად აქვს პოტენციალი უბრალოდ კარგი მწვრთნელი და თვითონ ფეხბურთელების საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ჭირდება.ცხადაძე ამ ეტაპზე კარგი ვარიანტია მწვრთნელად.
ziko
19 ნოემბერი 2020 17:07
16
არა მარტო ეგენი არიან გასუქებულები, უფრო გაზულუქებული, ხელშეუხებელნი არიან და მაგიტომ. ცხადაძე არაა ცუდი კანდიდატი, მარა ამ გაბლატავებულ ძალად-ფეხბურთელებთან მუდმივი კონფლ.იქნება. იქნება პრობლემები"ყუფარაძეებთან". ვფიქრობ უცხოელი აჯობებს. ამ ვიღაც მაძღარ ტიპების ჰეგემონიას დაშლის.
ჯაბაa
19 ნოემბერი 2020 17:01
3
სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს კახი ნაკრების მწვრთნელად, უნდა მოხდეს ბონუს სისტემაზე გადასვლა როგორ მწვრთნელისთვის ისე ფეხბურთელებისთვის. უნდა დაიდოს ნაკრებისგანვითარების პროგრამა და მოხდეს ამ პროგრამით მუშაობა. უცოელი მწვრთნელის მოყვანა არის ფულის უაზრო გადაყრა.
giorgi
19 ნოემბერი 2020 17:01
18
ხო ეგენი როარა დანარჩენენები ხო რას ამბობ დაფრინავდენ მოედანზე.დდ
zaza
19 ნოემბერი 2020 16:47
0
მე პირადად არაფერიმაქვს საწინააღმდეგო კახასი ან თემურუს ყველა მწვრთბელს ჭირდება დრო გარკვეულ შედეგებამდე რომ მივიდნენ მაგრამ სიმართლე ვთქვათ ორივემ იცის ნაკრები რით კომპლექტდება ვინარის სანაკრებო და ვინ არა მგონია რომ დღევანდელ ნაკრებში ქეციბაია უფრო გამოდგება ეს ჩემი აზრია. მოხარული ვიქნები თუ კახასაც დანიშნავენ მაგრამ არამგონია ამ დედერაციის ხელში რიმელიმე დანიშნონ.
ლაშა
19 ნოემბერი 2020 16:28
8
მე მხარს დავუჭერდი კახას კანდიდატურას. ნაკრების მწვრთნელი ქართველი მინდა იყოს, შოთი ჯერ არ დათანხმდება და მართალსაც იზამს. მეტი გამოცდილებაა დასაგროვებელი.მაგრამ მე მწამს რომ 5- 10 წლის შემდეგ,როდესაც შოთი ნაკრების მწვრთნელი იქნება ჩვენ ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ.მაშინ კვარა,ჩაკვეტაძეც 26-28 წლის იქნებიან დაახლოებით და ეს იდელაურია ასაკია,ახალგაზრდული სისწრაფის და გამოცდილების ნაზავი.ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ფინალურ ეტაპზე.ოცნება გრძელდება.ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან იქ რომ არ წავყვე ნაკრებს
საქართველო
19 ნოემბერი 2020 15:54
9
ცხადაძის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს. სერიოზულად აქვს კლასი ამაღლებული, მაგრამ არსებულ პირობებში მასაც გაუჭირდება. შოთი იმიტო არ დათანხმდება რო ინტელექტი აქვს - ცხოვრებაშიც, ისეთი როგორც მოედანზე ქონდა და ვის უნდა ელეპარაკოს ფედერაციაში, გაუნათლებელ უწიგნურ ბიუჯეტისჭამია საგოიმეთს? ანუ ჯერ ფედერაცია და მერე მწვრთნელი ... და ისევ - ვეტერანები სად არიააააააააააააააააააააააააააააააააან. . . . . .
DD
19 ნოემბერი 2020 16:29
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული