რომელ კალათაშია საქართველო - მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ გუნდების ადგილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, 2022 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ როგორ არიან ნაკრები გუნდები განაწილებულნი კალათებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული გუნდი მე-4 კალათაშია. გუნდები კი ასე განაწილდნენ:

I კალათა - ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ჰოლანდია;

II კალათა - შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;

III კალათა - რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთი ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;

IV კალათა - ბოსნია & ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია,
ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;

V კალათა - სომხეთი, კვიპროსი, ფარერების კუნძულები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;

VI კალათა - მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

კენჭისყრა კი 7 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვინცარუნდა ამოვიდეს პირველზე გამსვლელები ჩვენ მაინც არ ვართ და ჯობია ძლიერი გუნდები შეგვხვდეს, ჩვენი ნაკრები კი გახალგაზრდავდეს
გოგა
27 ნოემბერი 2020 18:17
2
ნაკრებს უნდა მოშორდეს სასწრაფოდ ლორია ოქრიაშვილი ცისარტყელა კაშია გაურკვეველი ყაზაიშვილი და კანკავაც
largo
27 ნოემბერი 2020 17:30
23
მოკლედ აუცილებელია გაახალგაზრდავება ნაკრების,2)-ყაზაიშვილი კაშია ოქრიაშვილი გრიგალავა და კვირკველია სპორტსმენები არ არიან,გაურკვეველი მძიმეწონოსანი ყოფილი ფეხბურთელები არიან,ლორია უდიერი საუბრით და დამოკიდებულებით გამოირჩევა რაც საკმარისზე მეტი მიზეზია ნსკრებიდან მოიკვეთოს სამუდამოდ,რაც შეეხება კანკავას დროა მის გარეშე ისწავლოს ნაკრებმა თამაში,,უახლოს დროში მაინც დადგება ეს მომენტი და რაც უფრო ადრე მით უკეთესი
გიზოგ-ს
27 ნოემბერი 2020 19:58
6
კანკავა და ლორია არა დანარჩენები კი მართლა გასაშვებია
გოგა
27 ნოემბერი 2020 19:27
5
ყველა გამოხმაურება
ხორვატია, რუმინეთი, რუსეთი, საქართველო, ანდორა ,
კანტორა
27 ნოემბერი 2020 17:22
3
ყველაზე მისაღები ვარიანტია: დანია, უელსი, ჩრდ.ირლანდია, ანდორა, სან-მარინო.
ყველაზე რთულია: ესპანეთი, შვეიცარია, ირლანდია, კოსოვო, მოლდავა.
ისე, პირველი ვარიანტის გარდა, ყველა მოწინააღმდეგე თითოეული კალათიდან რთულია.
კენჭისყრაში, სამწუხაროდ არ გვიმართლებს - ბედმა ერთხელ მოგვცა შედარებით იოლი ჯგუფი.
არჩი
27 ნოემბერი 2020 17:16
3
ხორვატების დიდი პატივისცემის მიუხედავად, დანიის დონეა ეგეც თითქმის
სულ2
28 ნოემბერი 2020 01:27
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული