რომელ კალათაშია საქართველო - მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ გუნდების ადგილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 27 ნოემბერს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, 2022 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრის წინ როგორ არიან ნაკრები გუნდები განაწილებულნი კალათებში.

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ეროვნული გუნდი მე-4 კალათაშია. გუნდები კი ასე განაწილდნენ:

I კალათა - ბელგია, საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ესპანეთი, ხორვატია, იტალია, გერმანია, დანია, ჰოლანდია;

II კალათა - შვეიცარია, უელსი, პოლონეთი, შვედეთი, ავსტრია, უკრაინა, სერბეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი;

III კალათა - რუსეთი, უნგრეთი, ირლანდია, ჩეხეთი, ნორვეგია, ჩრდილოეთი ირლანდია, ისლანდია, შოტლანდია, საბერძნეთი, ფინეთი;

IV კალათა - ბოსნია & ჰერცეგოვინა, სლოვენია, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია,
ალბანეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ბელარუსი, საქართველო, ლუქსემბურგი;

V კალათა - სომხეთი, კვიპროსი, ფარერების კუნძულები, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კოსოვო, ყაზახეთი, ლიეტუვა, ლატვია, ანდორა;

VI კალათა - მალტა, მოლდოვა, ლიხტენშტაინი, გიბრალტარი, სან მარინო.

კენჭისყრა კი 7 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 31 /
ნებისმიერი ჯგუფიდან შეუძლია საქართველოს გასვლა, მხოლოდ ამას სჭირდება პროფესიონალი მწვრთნელი და სტაფი, ასევე მწვრთნელის ფედერაციიდან დამოუკიდებლობა შემადგენლობის შერჩევისას. მოიყვანენ ასეთ მწვრტნელს და შეუქმნიან პირობებს? დაანებებენთავს? არა, ისევ მაფიოზას მოიყვანენ. ასე რომ ამათ ხელში ნაკრებს პერსპექტივა, არა მგონია ქონდეს.
ვასა
07 დეკემბერი 2020 14:47
0
უნდა გითხრათ, რომ თავზე ნაცრის დაყრას აზრი არა აქვს.იმ პირობებში, რომელიც აქვს საფეხბურთო კლუბებს, გულშემატკივრებს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგები გვაქვს. ისიც ცხადად სჩანს, რომ ამ მინიმალურ პირობებში ნიჭიერი ახალგაზრდობა იზრდება არ ჩამოვთვლი. ჩვენმა ამ შედეგებმა გარკვეული ინვესტორები უნდა მოიზიდოს რადგან ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანა სათანადოდ ვერ და არც უნდა დააფინასოს ფეხბუთი. ამიტომ მომავალს იმედიანად უნდა შევხედოთ. ფეხბურთი ჩვენი თამაშია!
gia
04 დეკემბერი 2020 10:36
0
აზრი არ აქვს ჩვენ რომელ კალათაში ვართ, უსუსურ ჯგუფში მესამეზე გავედით და ძლიერში რას ვიზამთ. ჩემი აზრით ეს პერიოდი ამხანაგური, საკონტროლო თამაშების დონეზე უნდა ჩავატაროთ, რადგანაც აზრი არ აქვს ამ გუნდებთან რაიმე შედეგის მიღწევას, ჩვენ ეს დრო უნდა დავუთმოთ ახალი გუნდის შენებას.
gia
28 ნოემბერი 2020 20:14
4
სადღეგრძელოებს გადაეჩვიეთ და რაღაცა მოიფიქრეთ რო ყველაზე სუსტებს მაინც მოუგოთ თორე მომავალი სირცხვილისათვის მომზადება მოგიწევთ
შოკირებული გულშემატკივარი
28 ნოემბერი 2020 11:54
3
რა აზრიაქ!? მნიშვნელობას ვერ ვხვდები რომელ კალათაში ვიქნებით. იმედი გააქვთ?
ესეიგი ვიგაცაზე უკეთესები გავხვდით სასაცილოა)))
beqa
28 ნოემბერი 2020 11:47
4
ხვიჩა მეტი საქმე არა გაქვს? რა მნიშვნელობა აქვს ეს ჯგრო რომელ კალათაშია?! კალათაში კი არა უფსკრულის ფსკერზეა არარატის მთის ძირში!!!
!!!
28 ნოემბერი 2020 10:52
2
სამწუხაროდ არა კალათში არამედ ურნაშია
Rezi
28 ნოემბერი 2020 09:26
3
ამ შემადგენლობით, ლუქსემბურგს თუ გაუკეთებთ ფრეს თბილისში, თორემ?
გიორგი
28 ნოემბერი 2020 09:17
1
1. გერმანია
2. უკრაინა
3. რუსეთი
4. საქართველო
5. სომხეთი
6. მოლდოვა
კოტე
28 ნოემბერი 2020 04:48
2
1. დანია ( კრიზისშია )
2. უელსი ( დადებითი ბალანსი )
3. ჩრდილოეთ ირლანდია ( ყველაზე სუსტია ამ კალათში )
4. საქართველო
5. ლიეტუა ( სადაც ვიჭერთ ყველგან ვუგებთ )
6. სან მარინო ან ჰიბლატარი ( ამათი მიზანი მხოლოდ გოლის გატანაა შედეგი არ აინტერესებთ ).
nikolozi
28 ნოემბერი 2020 01:27
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული