ვინ შეცვლის ვაისს? - სფფ საქართველოს ნაკრების უცხოელი მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
სლოვაკ ვლადიმირ ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება დაუსრულდა და ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ პოსტი დატოვა. ფედერაცია ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის ძიებაშია და უკრაინული footballgazeta-ს ცნობით, ერთ-ერთ კანდიდატად იური ვერნიდუბს განიხილავს.

54 წლის ვერნიდუბი ჟიტომირშია დაბადებული, ნახევარმცველი იყო, თამაშობდა ზაპოროჟიეს "მეტალურგსა" და "ზენიტში", წვრთნიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგს", ლუგანსკის "ზორიასა" და ბელარუსის "შახტიორს".

მკითხველის კომენტარები / 45 /
ალექსანდრე ჩივაძეს თავის დროზე არ აცადეს მწვრთნელობა, თორემ უკეთეს სპეციალისტს (რომლის ხელმძღვანელობაც ქართულ ფეხბურთის საქმეს/ნაკრებს წაადგებოდა) ვერ ვნახავთ. რაც ვოისმა ამ 5 წელში გააკათა, გეგუჩაძე გააკეთებდა უკეთესად.
ზაურიკ
16:54 08-12-2020
1
ერთი რამე ყველამ უნდა იცოდეს საქართველოს ნაკრები ვერასოდეს ითამაშებს სლაურ ფეხბურთს და შესაბამისად სლავი მწვრთნელიც არ გამოადგება ნაკრებს, აგერ მაგალითი გვქონდა ამის ახლახან.ნაკრებს ჭირდება თუ უცხოელზეა ლაპარაკი მაინცდამაინც სამხრეთელი მწვრთნელები, ესპანელი ან პორტუგალიელი, ან სულაც სამხრეთ ამერიკიდან ვინმე დანიშნონ სადაც არაერთი კარგი მწვრთნელია,ისინი უფრო ახლოს არიან ქართულ ფეხბურთთან და მენტალიტეტთან.ქართველის დანიშვნაც კარგი იქნებოდა მაგალითად ცხადაძის, რადგან მის ხელში ნაკრები შემტევ და საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა,პირადი ინტერესები ახლა ყველამ უნდა გადადოს და საერთო საქმეს როგორც გამოადგება ისე უნდა იმოქმედონ,ნაკრები არავისი არაა ის ყველას ეკუთნის ვინც ქართველია და საქართველოში ცხოვრობს.
ziko
17:03 02-12-2020
3

სიახლეები პოპულარული