ვლადიმირ ვაისი: საქართველოდან გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ კარგი კვალი დავტოვეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ SPORT.SK-სთან ინტერვიუში ჩვენს ეროვნულ გუნდსა და თავის მომავალზე ისაუბრა.

საქართველოში გატარებული 5 წლის შემდეგ მას კლუბში უნდა დასაქმდეს, თუმცა არ ჩქარობს და კარგ შეთავაზებას ელის: "მაღალი დონის გუნდს მინდა სათავეში ჩავუდგე და იქ მუშაობამ სიხარული მომანიჭოს".

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ საქართველოში ვაისის მოღვაწეობა წარუმატებლად დასრულდა და სამსახური მისმა თანამემამულე თანაშემწეებმა ბორის კიტკამ, იოზეფ კონტირმა და რომან შვანტნერმაც დატოვეს. ვაისის ხელმძღვნელობით, "ჯვაროსნებმა" 16 მატჩი მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 16 წააგო.

"ეს უკვე ვა-ბანკი
იყო, ან გამარჯვებული წავიდოდი, ან დამარცხებული. 1 გოლი გავუშვით და მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ. იქ 5 წელი ვიმუშავე, რაც ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და ცხოვრებაშიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია. სრულად გამარჯვებული ვერ წამოვედი, თუმცა მგონია, იქ კარგი კვალი დავტოვეთ. ცხოვრება კი გრძელდება. გმირებივით ვერ წამოვედით, მაგრამ - სუფთა სინდისით".

ვაისი წუხს, რომ გადამწყვეტ მატჩში გუნდს გულშემატკივრები ვერ დაეხმარნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემიისას არსებული მძიმე სიტუაცია ესმის, რომელიც ყველასთვის რთულია:

"სამწუხაროდ, ახლა ყველასთვის რთული დროა და ეს სპორტსაც ეხება. მაყურებლების გარეშე თამაში ემოციებს კარგავს. ეს ახლახან საკუთარ თავზე გამოვცადე. გადამწყვეტი შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩავატარეთ და მიზანს ვერ მივაღწიეთ. ქომაგობა ძალიან დაგვაკლდა. საერთაშორისო არენაზე მაყურებელი ძალიან საჭიროა, მეტადრე კი - სანაკრებოზე.

ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ მჯერა, რამდენიმე თვეში ვითარება გამოსწორდება, ვაქცინა იქნება, ჩვენ კორონავირუსს დავამარცხებთ და ხალხი სტადიონებზე დაბრუნდება.

როდესაც 5 წელი ნაკრებს წვრთნი, ყველაფერზე ფიქრისათვის საკმაო დრო გაქვს, რადგან წელიწადში ცოტა მატჩებია. სლოვაკეთში სახლში ვცხოვრობდი და არა საქართველოში. ამიტომ პრაქტიკულად ჩემს ოჯახთან ერთად ვიყავი, მხოლოდ თამაშებსა და შეკრებებზე მივემგზავრებოდი და ისიც მაშინ, როდესაც ეს აუცილებელი იყო.

ახლა მინდა საკლუბო ფეხბურთს დავუბრუნდე, მაგრამ ვნახოთ, როგორი შემოთავაზებები მექნება, ვინაიდან მილიონი მწვრთნელია, ხოლო კარგი კლუბი არც ისე ბევრია და ხანდახან ასარჩევიც არაფერია. მსურს ისეთი კლუბი ვიპოვო, სადაც დონესაც ავიმაღლებ და მუშაობისგან სიამოვნებასაც მივიღებ".

მკითხველის კომენტარები / 26 /
წავიკითხე სტატია და ახლა უკვე მეც მომინდა,ნაკრების მწვრთნელობა.წელიწადში ჯამურად 1 თვეს,კი გავძლებ თბილისში,დანარჩენი კი დავდგები ბირჟაზე და გულს გადავაყოლებ.თუ ჩაკვეტაძე ან კვარაცხელელია მეყოლებიან,კი მოიგებენ როგორმე თამაშს,მათ გარეშე კი,ვერ ეგ აკეთებდა ვერაფერს,თანაც შეცვლასაც კი არ აკეთებდა თამაშის დროს.მე,დროულად შეცვლის გაკეთება მაინც შემიძლია.ესე იგი,უკეთესი შედეგიც მექნება.აფსუს რა წლები დავკარგე?!არ იყო ეგ ხელფასი,ხელიდან გასაშვები.
სოსო
02 დეკემბერი 2020 15:24
1
გმირი კი არა ჩაისვარა და ჩვენც დასვრილები დაგვტოვა, რომ არა ჩაკვეტაძე/ კვარაცხელია, უფრო ადრეც გასაშვები იყო, შეიძლება ასე დამცირებას ავცდენოდით. ფედერაციამ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
გუსანი
02 დეკემბერი 2020 12:25
2
იქნებ ისიც გეთქვა ამ 5 წელიწადში, აიმაღლე ან აგიმაღლდა კვალიფიკაცია?!
ზაზა
02 დეკემბერი 2020 13:43
1
ა კაცი, ეს სუფთა სინდისი რას ნიშნავს? მე მეგონა მწვრთნელს კვალიფიკაცია და კომპეტენცია უფრო სჭირდებოდა. სინდისს ასე ხშირად რომ ახსენებს რაიმეს გადაფარვა ხომ არ სურს? იქნებ მაკედონიელებმა დააპრემირეს - ათი მილიონი მოუწიათ ევროპაზე გასვლისატვის და ერთ-ორ ლიმონს ვითომ ვერ გაიმეტებდნენ?
კოკო
02 დეკემბერი 2020 10:02
7
კობიაშვილის სინდისზეა ევროპაზე რომ ვერ მივდივარტ
teter
02 დეკემბერი 2020 21:09
0
აი თურმე რატომ არ აკეთებდა შეცვლებს თავის დროზე. ტიპს სკლეროზი აქვს გაქანებული ეტყობა, აბა თვითონ არ თქვა მაკედონიასთან დაპირისპირების წინ? ჩვენ ლუზერები ვიქნებით თუ ეს შანსი ვერ გამოვიყენეთო, თუ მე მაქვს ცუდი მახსოვრობა და გვარდიოლამ თქვა ასე?
ლუზერი ხარ ვაის შენ და ფედერაციის მთელი შემადგელობაც, ასეთებად დარჩებით. თუნდაც იმიტომ რომ პასუხისგებლობის გრძნობა არ გაგაჩნიათ არ შენ და არც ვინმეს ფედერაციაში. ფულის მონები ხართ და უსაქმურები.
G.LA
02 დეკემბერი 2020 18:30
2
ეს კაცი ფეხბურთში ხო არაადეკვატური იყო, ინტერვიუშიც იგივეა, შენ ადგილზე მაგ შედეგს ნებისმიერი სიზმარა დადებდა
02 დეკემბერი 2020 13:14
1
ვინმე რომ მოგვეწვია ყოფილი იუგოსლავიის საფეხბურთო ქვეყნიდან?! მაგალითად Dორვატიიდან! მსგავსი ქვეყნები ვართ ახლო წარსულიდან. მათაც სამშობლო ძალიან უყვართ. ტექნიკურ ფეხბურთს ეთაყვანებიან. გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და იქნებ ჩვენ მკვდრებსაც გადაედოთ მუხტი. ფედერაციას, მგონი ცუდი არ იქნება?!
G.A.L.
02 დეკემბერი 2020 11:37
2
სლოვენიაც ექს იუგოსლავიაა
დათო
02 დეკემბერი 2020 13:41
2
წადი შენი! ნერვები დამაწყვიტე! კორონაზე უარესი ყოფილხარ!
მწრთვნელი
02 დეკემბერი 2020 20:22
3
ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ყველაფრისთვის!
სოხუმელი ვეტერანი
02 დეკემბერი 2020 16:43
12
ნუ თუ სომეხი ხარ გასაგებია :) (პატივისცემა სომხებს და გილოცავთ ნაკრების წარმატებას)
მაინც რისთვის უხდი მადლობას? უტვინო იყო და უტვინოები არიან ფედერაციაშიც, ტიპმა ცვლილებების გაკეთება არ იცის და არც არავინ ეუბნებოდა რომ საჭიროა! საჭირო კი არა და აუცილებებლი, როდესაც გუნდი მარცხდება და ვერაფერს ახერხებს!
გიორგი
03 დეკემბერი 2020 15:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული