ვაისი: რუსეთი ძალიან მენატრება... ანანიძე საქართველოს ნაკრებში ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი იყო!

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა რუსულ metaratings.ru-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

"რუსეთი ძალიან მენატრება. ყოველთვის მინდოდა, რომ მოსკოვში დავბრუნებულიყავი და კარგი გუნდი გამეწვრთნა.

წლების განმავლობაში არაერთი გუნდიდან მირეკავდნენ, მაგრამ ჯერ ყაზახეთში მქონდა კონტრაქტი, შემდეგ კი - საქართველოში. სფფ-მ არ დაუშვა, რომ მათი ეროვნული ნაკრები დამეტოვებინა.

2 წლის წინ შემოთავაზებები იყო ტულის "არსენალიდან" და "სოჭიდან". ახლა თავისუფალი ვარ და ახალ წინადადებებს ველოდები".

ვლადიმირ ვაისმა კომენტარი ჯანო ანანიძის შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს.

"საქართველოს ნაკრებში ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, ის ტრავმებმა ძალიან დატანჯა და ახლაც ასე გრძელდება.

ღმერთმა მას დიდი ტალანტა აჩუქა. ანანიძე ბურთს საკმაოდ კარგად აკონტროლებს და მოედანზე თავის ბრწყინვალე ტექნიკას ავლენს.

ეს ტალანტი კი ბევრმა ტრავმამ მოკლა. ჯანო მაკედონიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში ძალიან დაგვაკლდა.

ჯანო საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანია, მაგრამ ბრწყინვალე პიროვნებაა. ის ძალიან ჭკვიანია და ძალიან უყვარს, როდესაც თავის ოჯახზე ზრუნავს.

თბილისში მას ბრწყინვალე სახლი აქვს, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილები. მაკედონიასთან მატჩის წინ ჯანოს დავურეკე და მომავალზე ვესაუბრე. ვიცი, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ჩვენ ერთმანეთს წარმატებები ვუსურვეთ, მაგრამ სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით.

ჯანო ხშირად მეუბნებოდა, ვლადიმირ, ძალიან მინდა, რომ ევროპაში სათამაშოდ დავბრუნდე, თუნდაც ხელფასი ძალიან ცოტა მქონდესო...

მას უბრალოდ სურს მოედანზე გავიდეს, ტრავმებმა აღარ დატანჯოს და თამაშისგან სიამოვნება მიიღოს. ჩვენ ერთად ნიდერლანდურ ვარიანტზე ვმუშაობდით, რაც არ გამოვიდა.

ანანიძე მხოლოდ 28 წლისაა. მინდა, რომ მას ჯანმრთელობა და ნაკლები ტრავმა ვუსურვო", - ამბობს ვაისი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რა არ შეიძლება ადამიანს რუსეთი მოენატროს, თუ მით უმეტეს ცხოვრობდა და მუშაობდა იქ? რას დაგამსგავსად ამ ბოღმამ. თქვენ რუსეთი მარტო პუტინი და შოიგუ გგონიათ, რუსეთი განუზომლად დიდია, ხალხი და განსაკუთრებით ქალები მართლაც მოსანატრებელია, ვისაც უცხოვრია ის გაიგებს მარტო თქვენ მაინც ვერ მიხვდებით.
იკა
18:46 08-12-2020
0
ეს ვინ გვყოლია მწვრთნელად?!
რუსეთი მენატრებაო... ჯანო ჭკვიანიაო და მას უყვარს როდესაც თავის ოჯახზე ზრუნავსო?.. თბილისშუ მას ბრწყინვალე ახლი აქვსო??? ეს კაცი რაზე საუბრობს საერთოდ???
ან ქვევით კომენტარებში ამას კიდე როგორ აქებთ, კაცი სლოვაკეთშუ ცხ9ვრობდა და იქიდან წვრთნიდა საქარღველოს ნაკრებს. საქართველოშუ 1 თვე არ უცხოვრია.. საკმაოდ კარგ ხელფასაც იღებდა და რა შედეგით წავიდა?? საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს არ ესწრებიდა!
ნაკრები რომ გამოვარდა მერე იძახდა 5-6 ფეხბურთელი ნაკრებში საერთოდ არ უნდა თამაშობდესო. რაღატო იწვევდა თუ ის ბიჭები არ ვერ თამაშობდნენ? ზუვზვაძე ერთხელ არ გამოიძახა ყველა ტურში გოლი გაქონდა...
ეს კაცია დამნაშავე ჩვენს ფედერაციასთან ერთად ასეთი უმაგრესი შანსი რომ ვერ გამოვიყენეთ დავერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე! ასეთი სუსტი ნაკრებებიდან ვერ გავაღწიეთ თან თბილისშუ ვთამაშობდით. მერე ზედიზედ ვერ მოვუგეთ შინ ვერავის და გოლიც ვერ გავიტანეთ... და კიდე გამოდიხართ და ამას აქებთ? კაცმა შეცვლა არ იცოდა რა იყო, საშუალოზე დაბალი კლასის მწვრთნელი იყო
3

სიახლეები პოპულარული