თეთრაძე: მაკედონიასთან თამაშის წინ ქართველ ფეხბურთელებს ფერი არ ედოთ... წაგება ვაისის ბრალიცაა

AutoSharing Option
35-ე სპორტული სკოლის აღზრდილი, თბილისის "დინამოს", "რომას", ოზურგეთის "მერცხალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ისაუბრა.

"საქართველოდან 1990 წელს წავედი, მაგრამ სადაც მივდიოდი, ყველგან ქართველი ფეხბურთელები მიმყავდა და აქედან გამომდინარე, მათ თვალს სულ ვადევნებდი. ვიცი, რა დონის მოთამაშეები გვყავს. ვუყურე ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალს ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ჩვენი ნაკრების იმედი მქონდა. მაგრამ გასახდელიდან რომ გამოდიოდნენ, ჩემი აზრით, სახეზე ფერი არ ედოთ. მიმაჩნია, რომ ისინი ფსიქოლოგიურად გადაიწვნენ.

ეს იყო ერთი თამაში და ფეხბურთელებს მოსაგებად ყველაფერი უნდა ექნათ, მაგრამ სამწუხაროდ,
ეს ვერ შეძლეს. არადა, მეტოქე ისეთი ნაკრები ნამდვილად არ იყო, რომ ვერ მოგვეგო. სამწუხაროდ, ისიც ვერ გააკეთეს, რომ ღირსეულად წაეგოთ და მოედანზე გული დაედოთ. ეს ევროპის ლიგაზე თბილისის „ლოკომოტივმა“ გააკეთა და ღმერთმა ეს მონდომება დაუფასა.

როდესაც გოლი გავუშვით, ვლადიმირ ვაისს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, შეცვლები ეგრევე უნდა გაეკეთებინა. კვარაცხელია არ გვყავდა, მაგრამ დავითაშვილსაც ასევე შეუძლია თამაშის გამწვავება. სამწუხაროდ, შეცვლებმა ძალიან დაიგვიანა და წაგება მწვრთნელის ბრალიც იყო", - განაცხადა თეთრაძემ.

წყარო: 1tv.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანამ ფეხბურთელები თავიანთ თავებზე არ იშრომებენ და იმუშავებენ მანამდე გაჭირდება შედეგის მიღწევა. რა თქმა უნდა ძლიერი სპეციალისტი ჭირდება ნაკრებს.
ziko
18:43 05-12-2020
0
საქართველოს მაგივრად რუსეთის ნაკრებში რომ თამაშობდა ეგ რატომ არ ჩაუწერე მიღწევებში?
14

სიახლეები პოპულარული