გიორგი მაკარიძემ სეგუნდა დივიზიონში ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და "ალკორკორნის" დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გიორგიმ "ალმერიას" კარი მე-9-ედ დაიცვა და მე-4-ედ შეინახა მშრალად. აღნიშნულ მატჩში მაკარიძემ ორი ძალიან რთული ბურთი მოიგერია, ჯამში კი ქართველს 5 "სეივი" ჰქონდა.
ამ გამარჯვებით ანდალუსიელები სეგუნდა დივიზიონის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მესამე ადგილზე გადავიდნენ. 1-ელ ადგილთან ჩამორჩენა 4 ქულაა, თუმცა "ალმერიას" ლიდერ "ესპანიოლზე" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.