marca: ესპანეთი საქართველოს ნაკრებთან ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევ ტურნირზე B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები "მარკამ" შეაფასა და "ფურია როხასთან" "ჯვაროსნების" ჩატარებული მატჩები გაიხსენა:

"სწორედ ამ გუნდმა 1:0 დაამარცხა ესპანეთი ხეტაფეში 2016 წელს ევროპირველობაზე გამგზავრების წინ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ესპანეთი თბილისში ბარბაროსულ წინააღმდეგობას წააწყდა და მხოლოდ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ გატანილი გოლით გაიმარჯვა, ალბასეტეში კი მეორე შეხვედრაში 2:0 სძლია".

გამოცემა აღნიშნავს, რომ არ ესიამოვნათ ერთ ჯგუფში კოსოვოსთან მოხვედრა, რადგან კატალონიის ანალოგიური პრობლემის გამო სერბებს უჭერენ მხარს და
კოსოვოსთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვთ. თუმცა, აპრილში სამთავრობო დონეზე ესპანეთსა და კოსოვოს შორის შეხვედრები გაიმართა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
საქართველოს ნაკრებიდან ვინ უნდა წავიდეს, ნაკრებში ვინ უნდა დარჩეს და გააგრძელოს თამაში, ვინ უნდა იყოს მწვრთნელი, რა ტაქტიკით და სტრტეგიით იხელმძღვანელონ, ვის მოუგონ, ვისთან წააგონ, როდის გავიდნენ ფინალურ სტადიებზე და ზოგადად როგორ უნდა მოიქცნენ,მხოლოდ ერთმა კაცმა იცის. რა თქმა უნდა, ეს კაცი ჟურნალისტია და უდიდესი საფეხბურთო გემოვნებით გამოირჩევა. ის პირველია, ვინც დაადგინა, რომ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების პირველი სამეული ფეხფედერეციის დღევანდელ "სტაფში" უნდა ვეძიოთ. მანვე პირველმა აღმოაჩინა, რომ ამხ. ჩივაძე იუდაა და მსოფლიოს ნომერ პირველი საფეხბურთო მოღვაწე ამხ. კოკაიაა. დაუჯერეთ ბიძიკოებო, ზესტაფონლებში უპირველეს ჟურნალისტს და ჟურნალისტებში უპირველეს ზესტაფონელს და ქართული ფეხბურთი გაბრწყინდება, შეიძლება ქვეყანასაც კი ეშველოს!
დ.დ.
21:49 08-12-2020
6
ძოძუაშვილი ან გუცაევი მწვრთნელად!!!!! მაგრამ არ დათანხმდებიან, იმიტომ რომ საჭირო დონის ფეხბურთელები არ გვყავს 2-3-ის გარდა. აუტკივარ თავს არ აიტკივებენ.
badri
18:24 08-12-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული