ლუის ენრიკემ ჯგუფის შეფასებისას საქართველოს ნაკრები არც ახსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტთან ვიდეოინტერვიუში "ფურია როხას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"საერთო ჯამში, ნორმალური ჯგუფია. ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთ. შვედეთს ადრეც შევხვდით. ეს არც ცუდია და არც კარგი. შესაძლოა, ეს არც ჩვენ და არც შვედებს არ მოგვეწონა, რადგან ერთმანეთს ევროპირველობის შესარჩევ ციკლში დავუპირისპირდით და ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.

ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ადვილი მატჩები არავისთან გველის. ჩვენ პირველი ადგილის დასაკავებლად და მუნდიალზე გასასვლელად უნდა
ვიბრძოლოთ".

დაახლოებით იგივე თქვა შვედეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა იანე ანდერსონმაც.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ხოდა ერთხელაც რო ჩაუქროლებს ქორივით ჯიღაური თქვენს დაცვას და გააკეთებს საგოლე პასს მერე ახსენებ საქართველოს :))
Mose
08 დეკემბერი 2020 08:53
6
მაინც ოცნებების ეპოქაში ვცხოვრობთ და სხვა რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა რომ ვიოცნებოთ?!
სიმართლე
08 დეკემბერი 2020 11:21
2
შენ გაიხარე მაგ ოპტიმიზმისთვის, მეც მჯერა ჯიღაური ჩაიქროლებს, გააკეთებს პასს და დვალიშვილი გაიტანს მაგარ გოლს! და რაც მთავარია მერე ჩვენ აღარ გავუშვებთ, კარში საიმედოდ იდგება გვარამაძე.
ფანი ნეტარი
08 დეკემბერი 2020 10:41
1
არც არის გასაკვირი, ერთხელ ბეკემბაუერმა თქვა კვიპროსის და საქართველოს დონის გუნდებთან გერმანია არ უნდა იწუხებდეს თავს ჩასვლითო,აი ამ დონეზე დაეცა ჩვენი ნაკრები და კლუბები, მეცხვარეები, კბილის ექიმები და დურგლები გვიგებენ, კობიაშვილი კი გაიძახის სწორი გზით მივდივართო
lechxumeli
08 დეკემბერი 2020 08:32
2
არც საბერძნეთი და კოსოვო უხსენებია,ეგეც აღეგნიშნა
გელა
08 დეკემბერი 2020 07:46
3
თურმე წილისყრამდე ლუის ენრიკე ლოცულობდა, ოღონდ საქართველოს ნაკრები არ შემხვდეს და თუ გინდა მთელი ჯგუფი საფრანგეთი,ინგლისი,ბელგია და გერმანიით დაკომპლექტდესო,ისე არ უნდოდა ჩვენთან შეხვედრა მარა მაინც ვერ აგვცდა! აბაააა,გაგიჟდები კაცი..
ტიტე
08 დეკემბერი 2020 04:53
4
რა სახსენებელია? :) საქართველო სან-მარინოს, ანდორის და გიბრალტარის დონეზეა.
უშანგი
08 დეკემბერი 2020 04:22
5
თუ არ გვახსენებენ იქნებ საერთოდ გამოვპარულიყავით? ნაკრების თამაშის ყურების ფობია მაქვს უკვე, არადა ვერც ვეშვები...
გუჯა
08 დეკემბერი 2020 03:29
0
როგორ არ ახსენა, აბა ვისზე თქვა ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთო?
გიზო
08 დეკემბერი 2020 03:25
0
ამას გონია საქართველო 10 წლის წინანდელი გუნდია, არადა ჩვენ გავიზარდეთ! უკვე 3 წლის წინანდელზე უფრო სხვანაირები ვართ, რაღაცნაირები :)))
გადასარევი გიორგი
08 დეკემბერი 2020 02:52
1
კაია კაცო, რასერჩი გაგულავდებიან ბიჭები შვედ ლამაზმანებთან, ესპანეთში ზმანებს დაითრევენ, საბერძნეთში ახლობლებს, მეზობლებს, მოინახულებენ და ჩამოვლენ რა.. ხო, 1 ქულა ჩვენია! აქ კოსოვოს ავახევთ ქულას და ვიქნებით ბედნიერები. 12 ნოემბრის მერე ასე იუმორით უნდა მიუდგეს მთელი ქვეყანა ამათ!!! სამოყვარულო დონეზე ვართ და იქ ვართ სადაც ვართ! ესაა ჩემი კომენწწწარი) არდაბლოკოთ თორე გამიტყდება ბზსკ ვორდა)
c
08 დეკემბერი 2020 02:35
1
და რამით დაიმსახურა საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო სამყაროს ან თუნდაც კონკრეტულად ლუის ენრიკეს ყურადღება?!სპეციალურად,ჩვენისთანა მაჩანჩალებისთვის შექმნეს ერთა ლიგის ფორმატი და მკვდრების ლიგიდანაც კი ვერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე!!!ამით ყველაფერი ნათქვამია და ამასთან,ეს გახლავთ შესანიშნავი ლუსტრაცია იმისა,თუ სად იმყოფება ქართული ფეხბურთი!!!
!!!
08 დეკემბერი 2020 02:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული