არველაძე საქართველო-მაკედონიის მატჩზე: მელია და კობახიძე უფრო მნიშვნელოვანნი იყვნენ?! ყველაფერი პოლიტიკას გადავაყოლეთ

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის - "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.

მან კომენტარი საქართველოსა და მაკედონიის მატჩის შესახებაც გააკეთა და საკმაოდ კრიტიკულადაც ისაუბრა.

"ვერავინ გააცნობიერა, ეს რა მატჩი იყო. ვერავინ მიხვდა მის მნიშვნელობას. ვერავინ გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ საფეხბურთო წარმატება კი არა, გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ქვეყნისთვის.

12 ნოემბერი საყოველთაო ზეიმის დღედ უნდა ქცეულიყო, ჩვენ კი ის პოლიტიკას გადავაყოლეთ. არცერთი ბანერი, დროშა, არანაირი მუხტი ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მთავრობა ვერ მიხვდა, რა მატჩი იყო,
მედიაც არ დაეხმარა ამის გაგებაში. ხომ ვუყურებთ ტელევიზორს? ხომ ვხედავდით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. კობახიძე და მელია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ფედერაციაც დაიბნა, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, რომ გულშემატკივრის დაშვებით ვირუსის გავრცელებისთვის არ შეეწყოთ ხელი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ წელიწადზე მეტია ნაკრებში არ უთამაშია. კი, საწყის ეტაპზე დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ უკვე გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და ფინალამდეც დანარჩენი ბიჭებით მივედით. ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ 12 ნოემბერს არცერთი არ გვყავდა. გუნდმაც აღარ იცოდა, რა ექნა. ყველა მათ ეძებდა პასისთვის, ამ დროს კი ისინი მოედანზე არ იყვნენ. თითქოს, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

რა პერსპექტივას ვხედავ? რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი წელი მოდის და ახალი იმედებით უნდა ვიყოთ. აგერ, 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს მეტად სასიხარულო ამბავია", - ამბობს შოთა არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 35 /
შოთა ბოლომდე სიმართლეს არ ან ვერ ამბობს, მოძველბიჭო და გაურკვეველი, არაკომპედენტური ფედერაციის, მათი გაურკვეველი მაჟორიტარ დეპუტატ-მენეჯერის კობიაშვილის და მისი უფროსის კალაძის გამოისობით წაგვართვეს შანსი დიდ ფორუმზე გასვლის, ისე რომ პასუხიც არავინ მოთხოვა მათ სამწუხაროდ.
შენი კეთილის მსურველი
28 დეკემბერი 2020 11:12
8
კობიაშვილი თავის წონა ოქროს მოხვეტავს და კალაძეს ფეხებზე შეატოვებს ტალახში ჩაძირულ ვირს... ააა ნახავთ თუ ეგრე არ მოხდება...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
28 დეკემბერი 2020 16:50
22
მაგ თამაშამდე ორჯერ ვეთამაშეთ მაკედონიას და ვერცერთი ვერ მოვიგეთ თან კაცნაკლულებს.რატომ იმიტომ რომ მეტის ადგილი არ გვაქვს.გასაგებია არველაძეს საითკენაც მიყავს საუბარი მაგრამ უნდა თქვას რიც ხარჯზე უნდა მოგვეგო.როცა სირბილი არ შეგიძლია ვერავითარი მაყურებელი ვერ გიშველის უფრო სკიპიდარი ჯობია ერთ ადგილზე.
w
28 დეკემბერი 2020 09:17
5
თამაში იყო გაყიდული. . ..
გრიგოლი1408
28 დეკემბერი 2020 00:58
40
რამდენად და ვისგან? თუ რამე იცი თქვი, თუ არა ესე იგი ჭორაობ. ან შენ ეჭვებს გვიმხელ.
SL
28 დეკემბერი 2020 08:23
4
გრიგოლ 100 პროცენტიანი ხარ იყო გაყიდული ეს თამაში და შეეშვით ამ პოლიტიკას გულის ამრევია უკვე.
Gio
28 დეკემბერი 2020 08:26
15
ეე ბატონო შოთა, ვითომ არ იცი გუშემატკივრები მატჩზე რო დაეშვათ, მერე რას იტყოდნენ. "ამ მთავრობას სულ ფეხებზე კიდია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმთელობა. ასევე ქვეყნის მომავალი"-ო. და კიდევ რამეებსაც მიამატებდნენ.

ისე ზოგადად პოლიტიკური პროცესები მართლაც სპორტზე მნიშვნოლოვანია ქვეყნისთვის, მაკრო ხედვით თუ შევხედავთ. გაითვალისწინეთ მომავალში.
SL
28 დეკემბერი 2020 08:30
14
შოთი, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ კობახიძის ნაცვლად ივანიშვილი უნდა გეხსენებინა.
ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი!
თამაზი
28 დეკემბერი 2020 15:56
16
სხვის ომში ყველა გმირია. არველაძე როცა თამაშობდა და ე.წ. "ოქროს თაობა" იყო, საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის მიუღწევია. რამდენიმე მარცხი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში ალბანეთის, მოლდოვის, ლატვიის უსუსტეს გუნდებთან. დიდი ანგარიშით დამარცხებები და ა.შ. დღემდე უელსთან 5:0 გამარჯვებას და ქინქლაძის კარგ თამაშს იხსენებენ. მაშინდელი უელსი ძალზე დაბალი კლასის იყო და დღევანდელს ვერაფრით შეედრებოდა. "მილანში", "სიტიში", "ნიუკასლში", "აიაქსში", "ფრაიბურგში", "აინტრახტში", "დანდიში"(რუსულ კლუბებზე აღარ ვსაუბრობ) მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები რომ ძალზე წარუმატებელი იყო, "როტორსა" და "რუბინში" მოთამაშე ფეხბურთელებს მეტს თხოვთ?! მოკლედ, დღევანდელი ნაკრებისგან შეიძლება უკეთესი რამე მივიღოთ, ვიდრე იმ "მაგარი" ნაკრებისგან, სადაც ქეცბაიას, ხანდახან ქინქლაძის და ცქიტიშვილის მეტი ჯიგრით არავინ თამაშობდა.
არველაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე არ დატანხმდება, რადგან იცის, ვერაფერს შეძლებს და ჭკუს დამრიგებლის პოზიციაში ყოფნა ურცევნია.
ლადო
28 დეკემბერი 2020 15:17
7
უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ჩოყლაყის ღრუბელ-ღრუბელ ფარფატს და სტაფილო ნაჭამ ზებრას კუნტრუშს გადავაყოლეთ ქვეყანა... როგორა თქვა? ... ჩისკოს ....ტუფლებიც ... ვატირეო ... არაა?
კ ო მ ბ ლ ე
28 დეკემბერი 2020 16:48
7
უმაგრესი კაცი ხარ!სრული სიმართლე!ხმას ვერავინ იღებს შენს მეტი!ფედერაციამ ხომ უღალატა ქვეყანას!!ვეტერანებიდან მხოლოდ შენ იძახი სიმართლეს!!სად ხართ!!კობი,კალა,ალექსს და კიდევ და კიდევ!!ისე ჩვენი გულისთვის,გულშემატკივარს ვგულისხმობ!!ადექი და გავრისკე!!მოდი ნაკრებში!
გენო
28 დეკემბერი 2020 15:52
9
შოთი სუსტი მახსოვრობის ბრალია ვითომ? კარლოიეს ბაღანაც იქ იყო სხვათაშორის
დინამოელი
28 დეკემბერი 2020 15:20
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული