არველაძე საქართველო-მაკედონიის მატჩზე: მელია და კობახიძე უფრო მნიშვნელოვანნი იყვნენ?! ყველაფერი პოლიტიკას გადავაყოლეთ

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის - "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.

მან კომენტარი საქართველოსა და მაკედონიის მატჩის შესახებაც გააკეთა და საკმაოდ კრიტიკულადაც ისაუბრა.

"ვერავინ გააცნობიერა, ეს რა მატჩი იყო. ვერავინ მიხვდა მის მნიშვნელობას. ვერავინ გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ საფეხბურთო წარმატება კი არა, გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ქვეყნისთვის.

12 ნოემბერი საყოველთაო ზეიმის დღედ უნდა ქცეულიყო, ჩვენ კი ის პოლიტიკას გადავაყოლეთ. არცერთი ბანერი, დროშა, არანაირი მუხტი ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მთავრობა ვერ მიხვდა, რა მატჩი იყო,
მედიაც არ დაეხმარა ამის გაგებაში. ხომ ვუყურებთ ტელევიზორს? ხომ ვხედავდით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. კობახიძე და მელია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ფედერაციაც დაიბნა, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, რომ გულშემატკივრის დაშვებით ვირუსის გავრცელებისთვის არ შეეწყოთ ხელი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ წელიწადზე მეტია ნაკრებში არ უთამაშია. კი, საწყის ეტაპზე დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ უკვე გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და ფინალამდეც დანარჩენი ბიჭებით მივედით. ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ 12 ნოემბერს არცერთი არ გვყავდა. გუნდმაც აღარ იცოდა, რა ექნა. ყველა მათ ეძებდა პასისთვის, ამ დროს კი ისინი მოედანზე არ იყვნენ. თითქოს, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

რა პერსპექტივას ვხედავ? რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი წელი მოდის და ახალი იმედებით უნდა ვიყოთ. აგერ, 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს მეტად სასიხარულო ამბავია", - ამბობს შოთა არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ლევან, ძაან სწორი მიმართულებითაც გაიშვირა შოთიმ ხელი. უნიჭიერესი კაცია, ლაკონურად და ამომწურავად თქვა ყველაფერი.გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. ერთი წინადადებით ახსნა მთავრობის,ოპოზიციის, ფედერაციის, მწვრთნელის, მედიის და ფეხბურთელების როლი ამ სავალალო მდგომარეობისა. მეტი რა უნდა ეთქვა? გამგებმა გაიგო. საღოლ შოთი. ყველაზე კარგი კანდიდატურაა ეგ ნაკრების მწვრთნელად, ეგ გაიყვანს გუნდს ყველგან. სხვა საკითხია როგორ მოგვარდებიან ეგ და მაფია. არ წამოვა, ამათ თავს არ გაუტოლებს, რადგან მათზე 10 თავით მაღლა დგას, ეს ყველაფერში იგრძნობა.
ლ.მ
20:08 04-01-2021
1
Ფედერაცია სულ დაბნეულია ხოლმე რაც თავი მახსოვს,თან მაგ პერიოდში კობახიძეს და მელიას კია არა კობიაშვილს არ ეცალა.ეგენი პოლიტიკოსებია არიან და თავის საქმეს აკეთებდნენ (ეგ სხვა საკითხია როგორ).მაგრამ კობიაშვილს აშკარად ვერ გაურკვევია გლდანის დეპუტატი თუ ფედერაციის პრეზიდენტი,აი სად დაიბნა კობი,მაგრამ არ დაიბნა კალაძე და თავის ბიჭი იახლა ლოჟაში.მეც და ჩემ ბიჭებსაც გვინდოდა არანაკლებ წასვლა,დიდი ხნის შეპირებულიც ვიყავი,არანაკლებ უნდოდათ წასვლა მაგრამ...შოთი უდიდეს პატივს გცემ,მაგრამ თითი სწორი მიმართულებით უნდა გაიშვირო.ასეთ შემთხვევაში ყველა გვერდში ამოგიდგებით.
Levan
14:19 29-12-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული