არველაძე საქართველო-მაკედონიის მატჩზე: მელია და კობახიძე უფრო მნიშვნელოვანნი იყვნენ?! ყველაფერი პოლიტიკას გადავაყოლეთ

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის - "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.

მან კომენტარი საქართველოსა და მაკედონიის მატჩის შესახებაც გააკეთა და საკმაოდ კრიტიკულადაც ისაუბრა.

"ვერავინ გააცნობიერა, ეს რა მატჩი იყო. ვერავინ მიხვდა მის მნიშვნელობას. ვერავინ გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ საფეხბურთო წარმატება კი არა, გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ქვეყნისთვის.

12 ნოემბერი საყოველთაო ზეიმის დღედ უნდა ქცეულიყო, ჩვენ კი ის პოლიტიკას გადავაყოლეთ. არცერთი ბანერი, დროშა, არანაირი მუხტი ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მთავრობა ვერ მიხვდა, რა მატჩი იყო,
მედიაც არ დაეხმარა ამის გაგებაში. ხომ ვუყურებთ ტელევიზორს? ხომ ვხედავდით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. კობახიძე და მელია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ფედერაციაც დაიბნა, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, რომ გულშემატკივრის დაშვებით ვირუსის გავრცელებისთვის არ შეეწყოთ ხელი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ წელიწადზე მეტია ნაკრებში არ უთამაშია. კი, საწყის ეტაპზე დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ უკვე გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და ფინალამდეც დანარჩენი ბიჭებით მივედით. ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ 12 ნოემბერს არცერთი არ გვყავდა. გუნდმაც აღარ იცოდა, რა ექნა. ყველა მათ ეძებდა პასისთვის, ამ დროს კი ისინი მოედანზე არ იყვნენ. თითქოს, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

რა პერსპექტივას ვხედავ? რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი წელი მოდის და ახალი იმედებით უნდა ვიყოთ. აგერ, 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს მეტად სასიხარულო ამბავია", - ამბობს შოთა არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 35 /
უბრალოდ 100% ხარ შოთი.
ყველას და ყველაფერს ვაბრალებთ როცა რაღაც ფუჭდება საკუთარი თავის გარდა. 12 ნოემბერს ყველამ ერთად ჩავიიმასქენით.შოთა არველაძით დაწყებული ჩემით დამთავრებული და თამაშის შემდეგ ისევ ერთმანეთის დაბრალება და თავის მართლება დაიწყო ყველამ.საქართველომ წააგო,როგორც პრემიერმა,ასევე ფედერაციამ,ასევე მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა,ასევე გულშემატკივრებმა.ვერცერთი ვერ ვიდექით ამ დღეს იმ სიმაღლეზე რომ ღირსეულად ჩაგვეტარებინა ეს დღე. 2006 წელს გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე,იშვიათად ნახავდით გერმანელების სახლს ან აივნებს სადაც გერმანიის დროშა არ ეკიდა.იშვითად ნახავდით მანქანას,რომელსაც გერმანიის დროშები არ ჰქონდა დამაგრებული ყველა მხარეს. ზოგიერმა სახლი და მანქანაც კი გადაღება დროშის ფერებში. ეს ის ერია სადაც სიტყვა პატრიოტი აკრძალულია და ისჯება(ადოლფის ამბავში) მაგამ ამაზე პატრიოტი ერი ცოტა თუ მოიძებნება დედამიწაზე. აი ჩვენ ყოველ მეორე სადღეგრძელოში და ინტერვიუში საკუთარ პტრიოტიზმზე ვსაუბრობთ, ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ. 12 ნოემბერს საქართველო კიდევ ერთხელ დამარცხდა,მაგრამ ისტორიის მანძილზე ბევრჯერ წამომდგარა ფეხზე ისევ ქართველი და მჯერავს რომ ისევ ვივლით თავაწეულები,თუმცა ამას დრო დასჭირდება.
საქართველო
28 დეკემბერი 2020 12:43
4
სიტყვით არა,მაგრამ საქმით პატრიოტობაა აკრძალული, საქართველოში.რეალურ პატრიოტებს,ან საქმიდან იშორებენ,ანდა სულაც მოუსავლეთში უშვებენ.აღარც სკოლებში ასწავლიან ეროვნულ მოტივს და პატრიოტიზმს,აღარც სპორტში აბარებინებენ მშთ(მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის) ნორმატივებს,აღარც კარგად სწავლისაკენ მოუწოდებენ ბავშვებს და აღარც ამის რეალურ შესაძლებლობას უტოვებენ.ჭირსაც წაუღია,მელიაც და კობახიძეც,მათი თანამდგომებიც.ყველა ერთნაირი ნაგვები არიან და მათ სინდისზეა ქვეყანაში ამდენი გარდაცვლილიც და ისიც,ჩვენ ნაკრებს,სტადიონზე გულშემატკივარი რომ არ ჰყავდა.კვარაცხელიას და შენგელიას ავადმყოფობის გამოვლენით და მაყურებლის არ დაშვებით,ბიჭები უკვე მიხვდნენ,რომ ბედისაგანაც და ქვეყნისაგანაც განწირულები იყვნენ.თუნდაც ჯარისკაცები მაინც მიეყვანათ საგულშემატკივროთ,ისინი ხომ დაიცავდნენ დისტანციასაც და ქცევის წესებსაც,მაგრამ არა.მაგრამ არა და ამიტომ მაგათი დედების მოკითხვას,კიდევ კაი ხანს არ მოვიშლი.ისე შოთისაც მწარედ ემახსოვრება მაყურებლისაგან უსამართლო შეურაცხყოფა და ალბათ ამიტომაც არის ნაკრების მწვრთნელობაზე უარს.
სოსო
28 დეკემბერი 2020 15:30
1
რომელი ითამაშეს ნორმალურად.ყველა გაყიდული იყო? მაკედონიას და სომხეთს ვგულისხმობ,

გიო
28 დეკემბერი 2020 12:30
6
აი რატომ უნდა მოგვეგო მაკედონიისთვის? ჩვენ ქართველები ვართ და გვინდოდა, მაგრამ ეს საკმარისია? უკეთესი ფეხბურთელები გვყავს, თუ უკეთეს გუნდებში თამაშობენ? სიმართლეს არ გვინდა შევხედოთ. აღარაა დღეს მხოლოდ ტექნიკური ფეხბურთელებით და ფეხბურთით რომ მიაღწიო წარმატებას. ხომ ხედავთ რა ფიზიკური მომზადება და რა ჟინით თამაშობენ ფეხბურთს? თუ სწორად მიხედავენ ფეხბურთს სადღაც 10 წელიწადში შეიძლება ნორმალური ნაკრები გვეყოლოს, მაგრამ ეს დასაწყებია არა ნაკრებიდან, არამედ ბავშვთა ფეხბურთიდან, შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს და ა.შ
გულშემატკივარი
28 დეკემბერი 2020 12:23
3
Საბავშვო ბაღია? დროშები, ბანერები და სამხედროები და შავფაროსნები შეგვეშვა მინდორზე.

Მაგარი ფეხბურთელი და მაგარი მოლაქლაქე.

Მთავრობის მთავრობისა მოვკითხოთ, ფეხბურთელებს სხვაზე თითი არ გაეშვირება არც ახალს და არც ძველს.
Ლუკა
28 დეკემბერი 2020 12:23
9
არც შოთა ამბობს სიმართლეს და არც ველოდი რომ იტყოდა! ფედერაცია ორცეცხლსშუა კი არ მოექცა, "ოცნების" ერთერთი დანაყოფია დღეს და პოლიტიკური დაპირისპირების წინა ხაზზეა! სანამ ასე იქნება, სანამ არველაძე და სხვები სიმართლის თქმას ვერ გაბედავენ, ჩვენი ფეხბურთი იქ იქნება სადაც არის, ანუ.... ხომ მიხვდით!
levan
28 დეკემბერი 2020 12:04
18
ყირგიზეთში თუ სადღაც გახდა ჩემპიონი და დაეკითხეთ ჭკუა :))
ii
28 დეკემბერი 2020 12:03
39
თამაში გაყიდულიაო რომ დავწერე,ეს თამაში კობიაშვილს კი არ გაუყიდია. (მაგათ ვინ მიუშვებს მაქამდე).თამაშს ყიდის ტოტალიზატორი დათანყიდის ისე,რომ რაღაც რაღაცეებში ეჭვი არ შეგეპაროს, იქაც ნიჭიერი ხალხი ზის. (ისე ჩვენში დარჩეს და საქართველოს რა უნდოდა ევროპაზე). ვისაც შეხება აქვს ტოტალიზატორთან ის მიხვდება რისი თქმაც მინდა.
გრიგოლი1408
28 დეკემბერი 2020 11:53
20
შოთა ბოლომდე სიმართლეს არ ან ვერ ამბობს, მოძველბიჭო და გაურკვეველი, არაკომპედენტური ფედერაციის, მათი გაურკვეველი მაჟორიტარ დეპუტატ-მენეჯერის კობიაშვილის და მისი უფროსის კალაძის გამოისობით წაგვართვეს შანსი დიდ ფორუმზე გასვლის, ისე რომ პასუხიც არავინ მოთხოვა მათ სამწუხაროდ.
შენი კეთილის მსურველი
28 დეკემბერი 2020 11:12
8
დიდ პატივს გცემ ბატონო შოთა, მარა არ გვინდა ეს პლაკატებისა და დროშების ძლიერი ქნევა, პრესაც საკმაოდ ეხმაურებოდა და ხალხიც, უბრალოდ ვერ ითამაშეს ან ითამაშეს ის რაც შეეძლოთ, შე დალოცვილო კარში ბურთი ტანით თუ არ შეიტანეს, საშუალო და შორიდან ზუსტი დამრტყმელი არ გვყავს, ღიპიანი და ღაბაბიანი კარგი მოთამაშე გინახია?? ან კიდევ კვიპროსში წარმატებული სულაც არ ნიშნავს კარგ ფეხბურთელს.
დათო
28 დეკემბერი 2020 10:40
14
იმაში ცამდე მართალია ,რომ პოლიტიკას გადააყოლეს ყველაფერი ყველა დროში ნაცებმაც და ქოცებმაც, ამაში არველაძეს ვერავინ მოედავება.
shota
28 დეკემბერი 2020 10:33
2
Მეტიჩრობას გადააყოლეს და არა პოლიტიკას, და ეს მეტიჩრობა ფეხბურთში უკვე შოთას დროსვე აშკარა იყო. Ტყუილა იყურება სხვისკენ.
Ლუკა
28 დეკემბერი 2020 12:58
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული